ხორცი გამომცხვარ კარტოფილთან ერთად
საჭირო ინგრედიენტები: 800 კილოგრამი ღორის რბილი ნაჭერი, 1 კილოგრამი კარტოფილი, 2 ჩაის კოვზი მდოგვი, 3 კბილი ნიორი, ერთი ღერი როზმარინი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი, 1. ჩაის კოვზი ლომინის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, მარილი, ნახევარი ჭიქა საფანელი, თითო კონა კამა და ოხრახუში, 75 გრამი კარაქი, თეთრი პილპილი.
მომზადების წესი: ხორცის მთელ ნაჭერზე ბასრი დანით გააკეთეთ ჩანაჭრები. მოამზადეთ მარინადი: დანაყილ ორ კბილ ნიორს დაუმატეთ მდოგვი, ზეთი, როზმარინი, ასევე ლიმონის წვენი, თაფლი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ამ მარინადში მოათავსეთ ხორცის ნაჭერი. გააჩერეთ ორი საათით. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ამოაბრუნეთ. შეგიძლიათ, დაჭრათ ულუფებად და მარინადში ისე ჩააწყოთ. ორი საათის შემდეგ, ხორცი მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე და ტაფას მოასხით ცოტა ზეთი. მარინადი არ გადააქციოთ. ხორცი მოათავსეთ 220 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. გაფცქვნილი კარტოფილი სანახევროდ მოხარშეთ. გაჭერით შუა-შუა, გამოიღეთ ხორცი, ისე რომ შეწვას კიდევ აკლდეს და შემოუწყვეთ გარშემო კარტოფილი. დარჩენილ მარინადს ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილის ნახევარი, მთლიანი კარაქის ნახევარი, რაც რეცეპტშია და საფანელი. სრულ მომზადებამდე 10 წუთით ადრე (ხორცი დანით შეამოწმეთ), მოასხით ხორცს მარინადი და ისევ მოათავსეთ აირღუმელში. მორჩენილ მწვანილს დაუმატეთ დანაყილი ნიორი და დარჩენილი კარაქი. კარგად აურიეთ. გამოიღეთ კერძი და ეს ნაზავი კარტოფილებს ზემოდან დაადეთ. არაჩვეულებრივია.