კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

გოგონამ გადაწყვიტა, შეცვალოს ქერა ქალებზე წარმოდგენა, გადაიღება თმა შავად და გავიდა... ქალაქის შემოსასვლელში, გზის პირას, მინდორში მწყემსი და ცხვრები დაინახა. მივიდა მწყემსთან და ეუბნება:

– თუ გამოვიცნობ, რამდენი ცხვარია, ერთ ცხვარს მომცემ?

– კარგი.

– 61.

– მართალია.

გოგონა კმაყოფილი მიდის, მოგებულით.

– და თუ მივხვდები, შენი თმა სინამდვილეში რა ფერია, დამიბრუნებ ძაღლს? – დაუძახა მწყემსმა.

***

ქალბატონი და ბატონი საწოლში სიყვარულს უნდა მიეცენ. საწოლთან მოსამსახურე ბიჭი დგას სანთლით და ეკითხება:

– კარგია, ჩემო ქალბატონო?

– არა. სანთელი მარჯვნიდან მოაშუქე.

– ასე კარგია, ჩემო ქალბატონო?

– არა. მეორე მხრიდან დადექი..

– ახლა, ჩემო ქალბატონო?

– არა...

წამოხტა ბატონი და მსახურს ხელიდან გამოსტაცა სანთელი.

– მომეცი და ჩემს ადგილას დაწექი! კარგია, ქალბატონო?

– ჰო, ჰო, ძალიან კარგია, ძალიან...

– ჰოდა, ისწავლე, უტვინო, როგორ უნდა მომინათო... 

***

როგორ გადაწყდება დემოგრაფიული პრობლემა, როდესაც ნამდვილი ქალი არასდროს თანხმდება პირველ შემოთავაზებაზე, ნამდვილი მამაკაცი კი მეორედ არ შესთავაზებს...

***

– მაგარი პოზა ვისწავლე...

– არა, თუთიყუში ყველაფერს ჩემს ქმარს მოუყვება...

– ოღონდ მაყურებინეთ და, თუ გინდათ, ენა ამომაგლიჯეთ...

***

– ჩაი, როგორც იქნა, ჩაი! – წამოიყვირა ღვიძლმა და გონება დაკარგა.

***

ლუდის, კონიაკის, დღეში 7 ჭიქა ყავის დალევა – ნორმალურია, აი, წყალი კი აუცილებლად გაფილტრული უნდა სვა.

***

შევნიშნე, რომ თუ არ სვამ ტკბილ ჩაის ან ყავას, ლუდს, ღვინოს, არ ჭამ ცხიმიან ხორცს, ნამცხვარს, სახე ნამდვილად გაგიხდებათ... მოწყენილი.

***

თუ იღბალი თქვენგან ზურგით შებრუნდა, არ მოიწყინოთ, ამოარტყით პანღური... ის აუცილებლად მოგიბრუნდებათ, რომ დაინახოს, ეს ვინ გააკეთა.

***

ვცხოვრობ ძალიან მოკრძალებულად: მდნარი ყველი, უჭერო მანქანა, ძველი ღვინო, უღილაკო ტელეფონი...

***

მოსწავლეები ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის თემას გადიან. მასწავლებელმა თვალსაჩინოებისთვის ბავშვებს ამ ომზე გადაღებული ფილმი აჩვენა და გამოკითხვაც ჩაატარა.

– მე ის ნარკომანი მომეწონა, – წამოიძახა სანდრომ.

– რომელი, იქ ნარკომანი საერთოდ არ იყო?! – გაოცდა მასწავლებელი.

– როგორ არა, ყოველ წუთში რომ ამბობდა: „ტავარიშჩ ჟუკოვ, უ ვას ხაროში პლან...“

***

ტაჯიკეთში კატასტროფა მოხდა. დაიღუპა 300 ათასი ტაჯიკი. ამერიკამ ფული გაუგზავნა, გერმანიამ – პროდუქტი, რუსეთმა – 300 ათასი ტაჯიკი.

***

კითხვაზე: ვისი კოცნაა უფრო ტკბილი – ქმრის თუ საყვარლის, 500 გამოკითხული ქალიდან 300-მა უპასუხა, რომ საყვარლის, 200-მა – ქმრის. პასუხი „არ ვიცი“ არ დაფიქსირებულა.

***

წავიკითხე კარნეგი და გადავწყვიტე, მეორე დღიდან ცხოვრება ღიმილით დამეწყო... შემხვდა უფროსი და...

– თუ კიდევ მოწეული მოხვალ, ჩათვალე, რომ გათავისუფლებული ხარ...

скачать dle 11.3