ქართველ გამოჩენილ ადამიანთა ეპიტაფიები და წარწერები საგნებზე
ერეკლე მეორე – თავის თოფზე ამოუკვეთავს შემდეგი სიტყვები: „მე ვარ თოფი, მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“. ხოლო ხმალზე ჰონდა წარწერა: „მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“.
ბუდუ მდივანი – ბოლშევიკური რუსეთის და საქართველოს გამოჩენილი პიროვნება. მისი ბოლო სიტყვები იყო. „დაე, სტალინი ნუ დაივიწყებს, რომ დანტონის შემდეგ, რობესპიერის რიგი დადგება“.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი – მან ასეთი სიტყვები ამოაქარგვინა საბრძოლო დროშაზე: „ჩვენთან არს ღმერთი. უწყოდეთ, წარმართნო, ჩვენთან არს ღმერთი და გვმორჩილებდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
ამილახვრების საგვარეულო სასაფლაოზე წარწერა: „მეფისა მტრისა ლახვარი ვამტკიცებ ამილახვარი“.
ბაგრატიონ იულონ ირაკლის ძის წარწერა საფლავზე: „ტომ სქესით არ ნაკლისაგან იულონ ირაკლისაგან“.
პატარა კახი – მის ბეჭედზე ამოტვიფრულია სიტყვები: „მე ფეხ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“.
მეფის ძე ვახტანგ ბაგრატიონი – წარწერა საფლავზე: „ტომად იუდათ ბაგეთათ, ვახტანგ ირაკლის ნაკვეთად“.