ბრძნული აზრები
კონფუცი: აირჩიე სამუშაო, რომელიც გიყვარს და შენს ცხოვრებაში ერთ დღესაც აღარ იმუშავებ.
ფრანკი: სიზარმაცე, შეიძლება, მიმზიდველი იყოს, მაგრამ, კმაყოფილებას შრომა ჰგვრის.
ოვიდიუსი: ზოგი კეთილსა ხედავს, თანაუგრძნობს და ავს კი მაინც სჩადის.
მონტესკიე: ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ იცვლებიან.
ვერნი: ყველა ადამიანი, რომელიც სხვებზე უპირატესია ინტელექტით ან მორალური ხარისხებით, მისი სურვილის მიუხედავად, პასუხისმგებელია სხვა ადამიანებზე.
კირკეგორი: რა უცნაურები არიან ადამიანები! არასდროს სარგებლობენ მინიჭებული ერთი რომელიმე თავისუფლებით და მაინცდამაინც სხვას მოითხოვენ.
პასკალი: რაც უფრო ჭკვიანია კაცი, მით უფრო მეტ თავისებურებებსა და მრავალფეროვნებას პოულობს მოყვასთა შორის. ჩვეულებრივი კაცისთვის კი ყველა ერთია.
ერაზმ როტერდამელი: რაც სიჭაბუკეში შევცოდეთ, სიბერეში დაგვხვდება.
გოეთე: მიუხედავად იმისა, რომ სამყარო მთლიანობაში წინ მიიწევს, ახალგაზრდობას მაინც ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს.
შარდენი: ყველა რელიგია ადამიანის მატერიაზე ამაღლებას ისახავს მიზნად.
ბერნე: სიძულვილის დამალვა იოლია, სიყვარულის – ძნელი, ყველაზე ძნელი კი გულგრილობის დამალვაა.
სოფოკლე: საშინელია გონება, თუ ის კაცს არ ემსახურება.
ლაროშფუკო: საუბარს ნდობა უფრო აცხოველებს, ვიდრე გონება.
ემერსონი: არ შეიძლება, ორ ადამიანს სძულდეს ერთმანეთი, თუ ორივეს სწამს ღმერთი.
ბუასტი: ყველაზე დიდი კმაყოფილება მდგომარეობს იმაში, რომ შენგან კმაყოფილი იყოს ყველა.
ვილსონი: ჩვენ თვითონ უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვასწავლით ჩვენს შვილებს.
ლაო ძი: დიდი ვნებები და დიდი ნაწარმოებები დაუკმაყოფილებლობისგან იქმნებიან.
ციცერონი: შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ, ვინც შეცდომას იცავს, ის სულელია.
ვოლტერი: შეცდომათა ქექვაში კარგავენ დროს, რომელიც, შესაძლოა, გამოეყენებინათ ჭეშმარიტების აღმოსაჩენად.
რუსო: ერთი საათის მუშაობა უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე ერთი დღის ახსნა-განმარტებები.
ანტისფენე: უნდა მივდიოთ იმ სიამოვნებებს, რომელიც შრომას მოსდევს, და არა იმას, რომელიც უსწრებს მას.
ბიორკი: ადათ-წესებში კანონებს ცვლიან.
სალიუსტიუსი: თანხმობაში პატარა საქმეები დადებითად იზრდება, უთანხმოებაში კი დიდი საქმეებიც ეცემა.
კარლაილი: დაფარულად უნდა იმოქმედო – მოულოდნელობა წარმატების პირობაა, ღია თამაშში კი სიხარული არ არის.
ბალზაკი: ქალი, გენიალური ჯალათი, უნიჭიერესი მასწავლებელი იყო და ყოველთვის იქნება მამაკაცის დამღუპველი.
ჰაინე: ქალს ისევ ქალით უნდა ვუწამლოთ – ეს, ალბათ, ყველაზე ნაცადი მეთოდია.