კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლუდი „გერმანული” – გერმანელი ტექნოლოგისგან

„კასტელ ჯორჯიას” ლუდის ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიის აპარატურით აღჭურვილი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. „კასტელის” სახელით წარმოებული ყველა ლუდი უმაღლესი ხარისხის ნედლეულით მზადდება, რომელსაც კომპანია მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი საწარმოებისგან იძენს. 

„კასტელ ჯორჯიას” კიდევ ერთი საჩუქარი აქვს ლუდის მოყვარულებისთვის – „გერმანული 9”, რომელიც მაღალი ალკოჰოლის (7%) შემცველობით გამოირჩევა. 

ჩვენი რესპონდენტები არიან კომპანია „კასტელ ჯორჯიას” მთავარი ტექნოლოგი, ფრენკ ლანგე და კომპანია „კასტელ ჯორჯიას” დირექტორი, ლევან ზაუტაშვილი.

 

ფრენკ ლანგე („კასტელ ჯორჯიას” მთავარი ტექნოლოგი): ამ სეზონზე ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ სიახლე: „გერმანული 9”, თუმცა მანამდე „გერმანული ტრადიციული” და „გერმანული ექსპორტი” უკვე დიდი  პოპულარობით სარგებლობდა ბაზარზე. სამივე სახეობა თავისებურად გამოირჩევა: „გერმანული ტრადიციული” კლასიკური ლუდია, საშუალო სიმწარით, ხოლო „გერმანული ექსპორტი” – ძლიერი გემოთი ხასიათდება.  ჩვენი ბოლო სიახლე – „გერმანული 9” მეტ ალკოჰოლს შეიცავს. გვაინტერესებდა, გაამართლებდა თუ არა ის. როგორც ვხედავთ, გაამართლა – ხალხს მოსწონს და, შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა. 

– ეტიკეტზე თავად აწერთ ხელს, რაც, თქვენი მხრიდან, ლუდის მაღალ ხარისხზე პასუხისმგებლობას ნიშნავს. 

– რა თქმა უნდა. ეტიკეტზე ხელმოწერით ხარისხზე პასუხისმგებელი ვარ. მომხმარებელმა დააგემოვნა ლუდი, ნახა, რომ ხარისხი მაღალია და შეიყვარა ის. 

– რომელია ამ კონკრეტულ ლუდთან მისაყოლებელი კერძი, რომელიც „გერმანულ 9-ს” კიდევ უფრო გემრიელს ხდის?

– გამომდინარე იქიდან, რომ „გერმანული 9” უფრო მეტ ალკოჰოლს შეიცავს, შესაბამისად, კერძებიც შედარებით „მძიმე” უხდება – ცხიმიანი საკვები, ხორცი და ასე შემდეგ.

– ტექნოლოგია და ნედლეული, როგორც ვიცით, მთლიანად გერმანულია. 

– გვყავს მსხვილი მომწოდებლები გერმანიაში, რომლებიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გვაწვდიან. ამ კომპანიებს დიდი გამოცდილება აქვთ და „კასტელ ჯორჯია” ამიტომაც თანამშრომლობს მათთან.  შესაბამისად, ჩვენი ლუდი ხარისხით ყოველთვის გამორჩეულია. 

– საქართველოში როგორ მოხვდით?

– წლების განმავლობაში ვმუშაობდი „კასტელ გრუპში”, საქართველოშიც რამდენიმეჯერ მომიწია ჩამოსვლა. ასე რომ, აქაურობა ჩემთვის უცხო ნამდვილად არ იყო. ერთი წელია, უკვე აქ ვარ. ჩემს პროფესიას გერმანიაში დავეუფლე და 1979 წლიდან ამ სფეროში ვმუშაობ. საკმარისი გამოცდილებაც დამიგროვდა. ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი კანადაში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ახლა „კასტელ ჯორჯიას” ვუზიარებ. 

ლევან ზაუტაშვილი („კასტელ ჯორჯიას” დირექტორი): 2013 წლის მარტში „კასტელის” მენეჯმენტი შეიცვალა. ჩვენი ინტერესი იყო ქარხნის დიდი პოტენციალი წარმადობის მხრივ, საკმაოდ ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა. 2013 წლის დასაწყისში ბაზრის წილი 6% დაგვხვდა, წელიწადი კი, 16%-ით დავასრულეთ. ეს იყო მარტიდან დეკემბრის ჩათვლით. ჩვენი მიზანი გახლდათ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ძალიან მარტივი ფორმულა: „მაღალი ხარისხის ლუდი – რეალურ ფასად!” მომხმარებელს შევთავაზეთ ლუდი „გერმანული” – 0.5 ლიტრი 1 ლარად. ლუდს ისეთი მომხმარებელი ჰყავს, მარტო ფასის გამო არ შეიძენს, თუ ხარისხი არ აკმაყოფილებს მოთხოვნას. რეალურმა ფასმა და მაღალმა ხარისხმა, შედეგი ნამდვილად მოგვცა. წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ ბაზრის დაახლოებით 32% ავითვისოთ. 

ძალიან მარტივია შეფასება, თუ კონკრეტულად რომელი კომპანია როგორ ლუდს აწარმოებს – უნდა დათვალოთ, გარეთ რამდენი რეზერვუარი (ცეკატე) აქვს. ლუდმა დამზადების თავისი პროცესები უნდა გაიაროს. ლუდი რომ მოიხარშება და დამზადდება, შემდეგ მისი ყველაზე მთავარი პროცედურა დაყოვნებაა. მაგალითად, „გერმანული 9”, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და მაღალალკოჰოლიანია, დამზადების შემდეგ მინიმუმ 40-დღიანი დაყოვნება სჭირდება რეზერვუარში. აქედან გამომდინარე, როდესაც დაახლოებით იცი, ბაზრის რა წილზეა საუბარი, მთლიანად რამდენი იყიდება და შემდეგ, ამას გადაიყვან ქარხანაში ჭურჭლის რაოდენობაზე, მარტივად მიხვდები, ქარხანა რა ხარისხის ლუდს აწარმოებს.

გვაქვს ბრენდირებული ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზიათა ქსელი, სადაც ჩვენს ჩამოსასხმელ „ცოცხალ ლუდს” ვყიდით. სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ ასეთი ლუდის მოყვარულებს – ძალიან მალე ახალი ლუდის დაგემოვნების საშუალება ექნება ჩვენს მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს.

ბუნებრივია, არ გავჩერდებით ბაზარზე სიახლეების გარეშე, კიდევ ბევრი კარგი და საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელსაც „კასტელ ჯორჯია” უახლოეს მომავალში შესთავაზებს მომხმარებელს. 

 

скачать dle 11.3