კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აპირებდა სულხან-საბა ორბელიანის დაყაჩაღებას და როგორ გადაარჩინეს დახრჩობას ტყვეებით მოვაჭრე თათრებმა

როგორც ცნობილია, სულხან-საბა ხშირად ასრულებდა დიპლომატიურ დავალებას. 1713 წელს ის ვახტანგ მეექვსის დავალებით გაემგზავრა ევროპაში პოლიტიკური დახმარების სათხოვნელად – ეახლა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტესა და რომის პაპს, კლიმენტი მეთერთმეტეს, მაგრამ, მისი დიპლომატიური მისია, სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა. 

უკან დაბრუნებისას, გულგატეხილმა ჩვენმა დიდმა მწერალმა უამრავი განსაცდელი გამოიარა. უკვე ასაკოვანს (ამ დროს ის უკვე 58 წლისა გახლდათ), უამრავი გაჭირვების, ძალმომრეობის, ძარცვისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუწია, სანამ სამშობლოში დაბრუნდებოდა, თანაც, გზაში გაცივდა... თუმცა, სამშობლოშიც ბევრი პრობლემა შეექმნა. 

სულხან-საბას 17 თვე კონსტანტინოპოლში (სტამბულში) ყოფნა მოუწია, სანამ მისი გამომგზავრება მოხერხდებოდა. მას ეხმარებოდა საფრანგეთის ელჩი ოსმალეთში, რომელმაც უშოვა მეზღვაური, ხომალდის მფლობელი – ჭანეთის (ლაზეთის) ქალაქ ათინის (ოსმალეთის) მოქალაქე.

ფრანგმა ელჩმა 400 მარჩილი მისცა მეზღვაურს და დაავალა, ქართველი ელჩი და მისი მსახურები გურიაში, ქობულეთში მიეყვანა და გურიელისთვის ჩაებარებინა. 

„მარჩილი” ვერცხლის ფულს ერქვა ძველ საქართველოში. სახელი უნდა მომდინარეობდეს ვენეციური ვერცხლის – „მარჩელოს“ სახელწოდებიდან. გავრცელდა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში. როგორც ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალიდან“ ირკვევა, მეთვრამეტე საუკუნეში მარჩილი 12 შაურს, ანუ, 3 აბაზს შეადგენდა. მარჩილი იხმარებოდა მეჩვიდმეტე საუკუნეში საქართველოში გავრცელებული ევროპული მონეტის – ტალერის აღსანიშნავადაც. ამ დროს ტალერი 3 აბაზად ფასობდა, ხოლო 3 აბაზი 1 მარჩილს შეადგენდა. 400 მარჩილი საკმაოდ დიდი თანხა იყო იმ დროისათვის.

ჩვენს დესპანს საფრანგეთის ელჩმა სთხოვა, თან წაეყვანა სამი კათოლიკე ბერი – პატრები კაპუცინელთა ორდენიდან, რომლებიც უნდა დარჩენილიყვნენ თბილისში, სადაც, ქართლის მეფისა და ევროპელების შეთანხმებით, კათოლიკური მისია იყო და უნდა შეესრულებინათ მისიონერისა და ქართველი მეფის ევროპასთან დაკავშირების ფუნქცია.

გარდა ამისა, სულხან-საბას საფრანგეთის ელჩმა გამოაყოლა კიდევ ერთი პატრი, რომელიც შირვანში უნდა გამგზავრებულიყო თბილისის გავლით. საფრანგეთის ელჩმა ამ პატრს გამოატანა ერთი დიდი ზანდუკი ისპაჰანში გასაგზავნი – ასე ვთქვათ, დიპლომატიური ტვირთი.

დიდ ქართველს, სულხან-საბა ორბელიანს, მის მსახურებსა და ევროპელ პატრებს თან მოჰყვებოდნენ: ბურსელი ვაჭარი, ხოჯა აივაზ ჩალაბი და მისი შვილი თავისი ხალხითურთ, რომელთაც განჯაში აბრეშუმი უნდა ეყიდათ.

საფრანგეთის ელჩმა მეზღვაურს პირობა ჩამოართვა, რომ თავისი 20 მეზღვაურის მეტს არავის აიყვანდა ხომალდში.

საქართველოსკენ 1716 წლის 13 მაისს გამოემგზავრნენ. როცა მგზავრები კონსტანტინოპოლს, ბოსფორის სრუტეს გამოსცდნენ და შავ ზღვაში შემოცურეს, ხომალდის პატრონმა ბორტზე აიყვანა იანიჩარი თათრები და მათი მეთაური აღა. ხომალდი გადაიჭედა. 

ჩვენი დიდებული დესპანი მოსასვენებელ ადგილს ვერ პოულობდა. მას მოუწია ხომალდის ფსკერზე დაბინავებულიყო, სადაც აუტანელი სიცხე იყო. ქართველებმა და ფრანგებმა ვერაფერი უთხრეს ხომალდის მფლობელს, რადგან, ფული უკვე გადახდილი იყო, თან, შეიძლება, სულაც, ჩამოესვა ისინი ხომალდიდან და შუა გზაში დარჩებოდნენ. მუხთალი მეზღვაური ლიქნითა და ტკბილი სიტყვებით ცდილობდა ქართველი ელჩისა და მისი მხლებლების დაშოშმინებას. 

ბედად, ზურგის ქარი უბერავდა და მესამე დღეს ათინას მოაღწიეს. გემის მფლობელმა ორბელიანს უთხრა: ამ თათრებს გავუშვებ და თავის გზაზე წავლენ; მე სახლში ორი დღე გავჩერდები, მოვისვენებ და მერე ქობულეთში წაგიყვანო.

სხვა რა გზა ჰქონდა დიდ დესპანს, რომ არ დაეჯერებინა. ათინელმა მართლაც გაუშვა იანიჩრები, მაგრამ, შემდეგ, გავერაგებულმა, ტრაპიზონის ფაშასა და გონიოს სანჯაყ ბეგს შეატყობინა: დიდი კაცი მიმყავს, მრავალი საქონელი მიაქვს, ფრანგები მიჰყავს, ელჩები არიან, მოდით და დაიჭირეთო.

რა უნდა ექნა ხანში შესულ მამულიშვილს, იქირავეს ორი ნავი, ერთში ხოჯა აივაზი განთავსდა თავისი ხალხით, მეორეში კი ჩვენი დესპანი, მისი მხლებლები და ფრანგები ჩასხდნენ და ზღვის პირს გამოუყვნენ ქობულეთისკენ. ამ დროს ზღვა აღელდა და ერთი ნავი ხოფის მხარეს გაიტაცა, მეორე კი – ცოტა საპირისპირო მიმართულებით. 

იქ ტყვეებით მოვაჭრე თათრები დახვდნენ, რომლებსაც იმერეთიდან ტყვეები მიჰყავდათ კონსტანტინოპოლში გასაყიდად. ბედის ირონიით სწორედ მათ იხსნეს აბობოქრებული სტიქიისგან სულხან-საბა და მისი მხლებლები... 

ოთხი დღე მოუწიათ იქ დარჩენა. ზღვა ძალიან ღელავდა.

ამ დროს მოვიდნენ ლაზები, რომლებიც მებაჟეობას იჩემებდნენ. მათ დაიჭირეს სულხან-საბა და მისი მხლებლები და კარგა ხანს ტყვედ ჰყავდათ, მერე 20 მარჩილი წაართვეს და ზანდუკები დაუმტვრიეს. 

რა თქმა უნდა, ქართველ დესპანს თავისი დარდი იმდენად არ ჰქონდა, უფრო იტალიელი სასულიერო პირების ბედი ადარდებდა, რადგან, უცხოდ იყვნენ, ენა არ იცოდნენ და, თან, მას ჰყავდა ჩაბარებული. ამასთან, იმ პერიოდში ოსმალეთის სულთანის მიერ აკრძალული იყო იტალიელთა და, საერთოდ, ევროპელთა გასვლა შავ ზღვაზე (იმ დროს ოსმალეთს მართავდა აჰმედ მესამე).

ოთხი დღე-ღამე ასე იყვნენ. მეხუთე დღეს წამოვიდნენ ნავებითა და მოადგნენ ხოფას და იქ გონიოს სანჯაყ ბეგი დახვდათ, რომელმაც ნავები მიაგება მგზავრებს, გამოიყვანა ნაპირზე და დააპატიმრა. ქართველები და ევროპელები ერთ სახლში გამოკეტეს. ხოჯა აივაზის საქმე მათ არც იცოდნენ.

სწორედ იმ დროს ახალციხის ფაშას დისწული, ალიბეგი სტუმრობდა გონიოში. ის იცნობდა სულხან-საბა ორბელიანს. რა შეიტყო მისი დაპატიმრება, აღშფოთდა, დატყვევებულნი წაართვა სანჯაყ ბეგს და თავის სადგომში მიიყვანა დიდი პატივით. 

იმ ღამეს აივაზ ჩალაბმა ჩუმად უთხრა ორბელიანს: ალიბეგს ხომალდი გამზადებული აქვს, ხვალ კონსტანტინოპოლს მიემგზავრება. ეგ რომ წავა, ესენი კვლავ დაგვაპატიმრებენ და უარესს დაგვმართებენ. ამიტომ, რამე ქრთამი მივართვათ ბეგს, იქნებ, თავი დაგვანებონო.

სულხან-საბას მოეწონა ეს აზრი და 80 მარჩილი მიართვეს გონიოს სანჯაყ ბეგს. დილით ალიბეგმა ცხენები უქირავა დიდ ქართველსა და მის მხლებლებს, ახალცხის ფაშას კაცი გამოაყოლა თან და გამოისტუმრა თბილისისაკენ.

აივაზა ჩალაბი იქვე დარჩა, ქართველები და ევროპელები კი არტანუჯისკენ გამოემართნენ. ერთი დღე იარეს და საღამოს სოფელ ჩხალას მიადგნენ. 

გაემგზავრა თუ არა ალიბეგი კონსტანტინოპოლში, გონიოს ბეგი მართლაც გამოეკიდა მგზავრებს და მეორე დილას დაეწია. მან განუცხადა ქართლის ელჩს: შენი ბარგი გადაალაგე, ეს ფრანგები კი მომეცი, სულთანს აკრალული აქვს მათი გატარებაო.

რა თქმა უნდა, ქართველმა მასპინძელმა უარი უთხრა. მაშინ იანიჩრებმა აიკლეს მათი ბარგი, ყველა დააპატიმრეს და ქვეითად გამოუყენეს გონიოსკენ.

დიდი ქართველი მწერალი ამ დროს ავად იყო და სიცხე ჰქონდა. განსაკუთრებით უჭირდა მოხუცს აღმართზე სიარული. გზაში ის კვლავ გაჩხრიკეს, სამი ფლური ჰქონდა (ოქროს ფული, დრაჰკანი) და ისიც წაართვეს.

ამასობაში, ივაჟკაცა აივაზ ჩალაბმა, არ მიატოვა ბედის ანაბარა მგზავრები, სანჯაყ ბეგს მიეჭრა და უთხრა; ეს კაცი რომ მოკლა, ძალიან მაგრად დაგსჯიანო; თან, უთხრა, ქრთამს მოგცემო და მერე მივიდა სულხან-საბასთან. 

მგზავრები ერთ მთის წვერზე შეაჩერეს. აივაზ ჩალაბი 400 მარჩილს შეჰპირდა გონიოს ბეგს, თუ ტყვეებს გაუშვებდა. ბეგი დათანხმდა ქრთამის აღებას, მაგრამ, მძევლად ერთი პატრი ითხოვა. აივაზ ჩალაბი წავიდა ვერცხლის მოსატანად, ჩვენმა დესპანმა კი თავისი მსახურებიც თან გააყოლა და თვითონაც მძევლად დარჩა.  

აივაზა ჩალაბს შეაგვიანდა. ბეგი და მისი მხლებლები გაცოფდნენ – მოგვატყუესო, ხელები შეუკრეს მძევლებს და გონიოსკენ წაიყვანეს. ამ დროს წვიმდა. ხანში შესულ ქართველ ელჩს ძალიან უჭირდა სიარული...

შუაღამისას ერთი კაცის სახლში შეიყვანეს ტყვეები ღამის გასათევად. ამ დროს ორი საპალნიანი ცხენით იანიჩრები მივიდნენ, მძევლები გააღვიძეს, ცხენებზე შესვეს და კვლავ გონიოსკენ წაიყვანეს. ერთი იანიჩარი უბელო ცხენზე იჯდა. მან ჩვენს დესპანს საწვიმარი წაართვა და თავის ცხენზე გადაიფინა. დიდი ქართველი მწერალი საშინლად დაიტანჯა სიცივის, წვიმისა და არაადამიანური მოპყრობისგან. 

ტყვეები მიიყვანეს აივაზ ჩალაბთან, რომელსაც ფული უკვე გადაეხადა.

ამასობაში სულხან-საბამ შეიტყო, რომ ორი პატრი სხვა თათრებს დაეჭირათ. ჩვენს დესპანს თავზარი დაეცა ამის გამო. აივაზ ჩალაბი ახლა მათ გადასარჩენად წავიდა, 60 მარჩილი იმ პატრების გამოსახსნელად გადაიხადა და გამოაშვებინა.

ამის მერეც არაერთგან გააჩერეს ნიგალის ხევში მოგზაურები და ქრთამი წაართვეს. ფულს სულ აივაზ ჩალაბი იხდიდა.

ასე მოვიდნენ არტანუჯს. აქაურმა ისაყ-ფაშას (ისაყ I ჯაყელი) ცოლმა კარგი მასპინძლობა გაუწია მგზავრებს: ვახშამი გაუგზავნა, ღამეც გაათევინა და გზად არტაანისკენ თავისი მსახური აღაც გაატანა. 

არტაანში ახალციხის მაშინდელი გამგებელი ასლან-ფაშა (ასლან II ჯაყელი) დახვდა, ისაყ ფაშას ბიძაშვილი. მანაც 600 მარჩილი წაართვა მგზავრებს და კიდევ სხვა რაღაცეები (ძაღლებიც კი).

როგორც იქნა მოადგნენ მგზავრები ქართლის მაშინდელ საზღვარს – აბოცს. 

 

скачать dle 11.3