კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ნერვებზე უკრავს ნინო ლეჟავა და რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას პროფესიის გამო

 „ცეკვები ჩემთვის ყველაფერია, ამით ვსუნთქავ,“ – ეს სიტყვები ნინო ლეჟავას ეკუთვნის, რომელიც მაყურებელმა წლების წინ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, სადაც ის  თავის გველთან ერთად, არაჩვეულებრივი შოუთი წარსდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონი აღმოსავლურ ცეკვებში, რომელიც  სხვადასხვა დიდ ივენთზე მუშაობს და თბილისში მასშტაბურ, განსხვავებულ შოუ-პროგრამებს აკეთებს, აღმოსავლური ცეკვების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი წარმომადგენელია. ნინოს არჩვეულებრივმა ცეკვამ არ შეიძლება, ვინმე გულგრილი დატოვოს – ის საოცრად მოქნილია და ძალიან ლამაზად ცეკვავს.

ნინო ლეჟავა: დავიბადე ხელოვანების ოჯახში. დედა ფილარმონიის სოლისტი იყო, მსახიობი და მოცეკვავე, სამეჯლისო ცეკვებში მრავალგზის ლაურეატი – ქალბატონი ლია ლეჟავა. მამა, ლევან ლეჟავა „რეროს“ მუსიკოსი გახლდათ, საქსოფონზე, ფლეიტაზე, გიტარაზე უკრავდა. მოკლედ, ისეთ ოჯახში დავიბადე, არ მქონდა უფლება, ამ სფეროს არ გავყოლოდი. ორივე საესტრადოში სწავლობდა, მერე თეატრალურში გადავიდნენ და ასე გაიცნეს ერთმანეთი. აქედან დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი. მშობლებისა და მათი მეგობრებიდან გამომდინარე, სულ ხელოვანების წრეში ვიყავი. 5 წლის ვიყავი, სცენაზე რომ დავდექი. დედიკოს ყველა კონცერტს ვესწრებოდით მე და მამა – მთელი ოჯახი, ვგულშემატკივრობდით. როდესაც დედა სალონში მიდიოდა, თავზე ვადექი და ვუყურებდი: როგორ ლამაზდებოდა. მისით ძალიან ვამაყობდი. სამწუხაროდ, დედა 5 წლის წინ გარდამეცვალა. რომ მომენატრება, მის კაბებს გადმოვიღებ და ვეფერები, ძალიან მაკლია. სანამ მამა ჩემთვის საქსაფონზე არ დაუკრავდა, მანამდე არ ვიძინებდი. კაცს ჩემ გამო უძილო ღამეები აქვს გატარებული. თუმცა დედიკოს გარდაცვალების შემდეგ, ინსტრუმენტისთვის ხელი აღარ მოუკიდია, აღარ უნდა. 

– შენც ხომ არ უკრავ რომელიმე ინსტრუმენტზე? 

– არა, მე ნერვებზე ვუკრავ. ამდენი სიბნელის დამნახავი, ცინიკოსი გავხდი. 

– მოდი, მომიყევი როდის დაიწყე ცეკვა? 

– დაახლოებით 9 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემმა ჩამოაყალიბა საესტრადო სტუდია „პირველი ნაბიჯები“. ის თბილისში საუკეთესო სტუდიების ხუთეულში შედიოდა. პირველი სერიოზული ქორეოგრაფიული აღზრდა სწორედ იქ მივიღე. თავიდან მსოფლიო ხალხთა ცეკვით დავიწყე და ცოტ-ცოტა მოდებული ვიყავი სხვადასხვა ჟანრს. პარალელურ რეჟიმში, 4 წელი დავდიოდი სამეჯლისო ცეკვებზე, 2 წელი – ქართულ ცეკვებზე. ეს ორი წელი ჩემთვის სერიოზული კოშმარი იყო. განა იმიტომ, რომ არ მომწონდა, უბრალოდ, არ გამომდიოდა. სულ წკეპლები მხვდებოდა ამის გამო, მაგრამ ვერ ვიხდენდი და ტირილით, ისტერიკებით დავდიოდი. 15 წლის ვიყავი, არაბული ცეკვებით რომ დავინტერესდი. 30-მდე დიპლომის მფლობელი ვარ და ვერ ვიტყვი, ყველა აღმოსავლურ ცეკვებში მაქვს მიღებული-მეთქი. თუმცა, ყველაზე დიდი გამარჯვებები მაინც ამ ცეკვებმა მომიტანა.

– და მაინც, რამ გადაგაწყვეტინა აღმოსავლური ცეკვების შესწავლა?

– წლების წინ გადიოდა სერიალი „კლონი“, იქ ვნახე პირველად კოსტიუმები, ცეკვა, გავგიჟდი. მივხვდი, ეს იყო ჩემი. დავიწყე, ჩემით შემესწავლა ყველაფერი, ვუყურებდი ვიდეოჩანაწერებს. მერე და მერე უფრო გართულდა ყველაფერი, უცხოეთში გავემგზავრე, რომ ჩემს ცეკვებში გამევლო მასტერკლასები. პირველი მასტერკლასები ეგვიპტეში მივიღე. იქ მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ ამ მასტერკლასებამდე რომ გავხდი ევროპის ჩემპიონი, ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა. ვიცოდი, ყველაფერი გამოვიდოდა. ცოტა ხნის წინ მივიღე წერილი ძალიან ცნობილი პიროვნებისგან, რომელიც დუბაისა და ეგვიპტეში ყველაზე დიდ ცეკვის ფესტივალს აწყობს. იქ მიწვეულები არიან ლეგენდარული მოცეკვავეები, ვარსკვლავები სხვადასხვა ქვეყნიდან. მეც დამიკავშირდნენ. ფესტივალზე მექნება ჩემი ნომერი,  უკვე ვამზადებ. ბევრჯერ მქონია სხვადასხვა მიწვევა, რომლებზეც უარი მითქვამს. არ მინდა, წავიდე დიდი ხნით. მინდა, საქართველოში ხალხი იმ აზრამდე მივიყვანო, რომ აღმოსავლური ცეკვა არ არის ვულგარული, იაფასიანი შოუ. სამწუხაროდ, „ვითომ აღმოსავლური ცეკვების“ შემსრულებლებმა შეულახეს ამ ცეკვებს სახელი და ბევრს ჰგონია, რომ ეს ამორალური შოუა, რადგან რამდენიმე სტიპტიზკლუბში ამ ცეკვებს ცუდი დანიშნულებისთვის იყენებდნენ. მეათე წელია, ვცკევავ და რა თქმა უნდა, ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. ქართველი მაყურებელი გარდა იმისა, რომ ვიზუალურად განსხვავდება სხვა ეროვნების ადამიანისგან, „მშიერი“ თვალებით გიყურებს. შენი ტექნიკა კი არ აინტერესებს – რას ცეკვავ, რას აკლავდი თავს, არამედ შენი მკერდი და უკანალი აინტერესებს. ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი, ვტიროდი. ყველაზე სახალისო მომენტი ის არის – ჩემზე რომ ამბობენ, როგორი პუტკუნა ხარო. გიჟი არ ვარ და რა თქმა უნდა, ჩემი სხეულის პარამეტრებს ვუფრთხილდები. წონაში რომ ვიკლებ, ვგრძნობ, რომ მოძრაობები ისე მკვეთრად აღარ გამომდის, პლასტიკაში ხელს მიშლის. ამიტომ, დაკარგულ ენერგიას, წონას აუცილებლად აღვიდგენ ხოლმე. ძველ დროს ამ ცეკვების დანიშნულება ის იყო, რომ მოცეკვავე ქალებს მშობიარობა უადვილდებოდათ, რადგან მთელი მუცლის ღრუა ჩართული, ყველა კუნთი მოქნილი და მოძრავია. მუცელი ჩემი სავიზიტო ბარათია და ამ ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება. 5 საათი გაუჩერებლად ვმუშაობდი, მერე ვისვენებდი, ისევ განვაგრძობდი ვარჯიშს, არ ვინდობდი თავს. ვერ ვიტყვი, რომ ნაზი არსება ვარ. პირიქით, ბრძოლისუნარიანი ვარ, რქებითა და კბილებით გამაქვს ჩემი პროფესია. 

– რა ხდება პირად ცხოვრებაში, ცეკვა ხელს ხომ არ გიშლის მის აწყობაში? 

– მარტო ვარ. არასდროს ვყოფილვარ გათხოვილი. ბოლო დროს, პატარა ბავშვების ფოტოებს რომ ვუყურებ, გულში გამკრავს ხოლმე – შვილი მინდა. მაგრამ ჯერ ვერ ვრისკავ. კონსერვატორ და ისეთ ადამიანს, რომ თითი დამიქნიოს: შენ რას აკეთებ, სახლში დაჯექიო, – ნამდვილად ვერ ავიტან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრთები მომგლიჯოს და სახლში დამსვას.  მაშინ მე ხომ აღარაფრად ვივარგებ. ცეკვა სულ მიქმნის პირად ცხოვრებაში პრობლემებს. თუმცა, ბოლო დროს ცოტა გამოიქექნენ ბიჭები – გაიხსნენ რაღაც თემებში, მაგრამ ჰარემიც უნდათ და ევროპაც. ორივე ერთად კი არ გამოდის. მამაკაცი ხელოვანი თუ არ იქნება, სული მაინც უნდა ჰქონდეს ხელოვანის. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, მუდოსთან ვერ გავჩერდები. ინტელექტიც უნდა ჰქონდეს, რომ მასთან ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაუბრო. მიყვარს ჭკვიან ადამიანებთან ყველანაირი თემის განხილვა. ვერც იმას ვიტყვი, რომ მომწონს მოდის ჟურნალებიდან გადმომხტარი, პლასტმასის ბიჭები. ბუტაფორია არ მინდა, უბრალოდ, „ვიდი“ ჰქონდეს.

– შენი ცხოველებთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანი თემაა. მახსოვს, როგორ გამოხვედი უზარმაზარ პითონთან ერთად. 

– გველები ჩემმა ნათლიამ შემაყვარა, რომელიც ზოოპარკის ეგზოტარიუმის უფროსია. ის გველი, რომელთან ერთადაც უცხოეთში პერფორმანსები მქონდა, ძალიან დიდი იყო – სამმეტრნახევრიანი აფრიკული პითონი. თურქეთში მასთან ერთად ვაკეთებდი შოუს, მაგრამ საქართველოში უმუშევარია. ერთი პერიოდი სახლში მყავდა, ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ძაღლი რომ მოვიყვანე, ის ზოოპარკში გავუშვი. 2 წლის განმავლობაში უსახლკარო ძაღლთა დაცვის ასოციაციის უფროსი ვიყავი, ძაღლების თავშესაფარში ვმუშაობდი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა მათთან ურთიერთობა, ფსიქოლოგი ვიყავი იმ ძაღლების, რომლებიც პატრონისგან ტრავმირებულები იყვნენ. ახლა სახლში მყავს დობერმანი, რომელიც პატრიარქმა მაჩუქა. 

 

скачать dle 11.3