კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინტრიგები დაატრიალა და როგორ მოახდინა გადატრიალება რუმინეთში სერგო ქავთარაძემ

 მეოცე საუკუნე ძალზე ბობოქარი იყო. ბევრ ქართველს მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში მოუწია ყოფნა. მათ შორისაა სერგო ქავთარაძეც.  მისი ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილ მომენტებზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი,  საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ნიკა თევზაძე.

 

– სერგო ქავთარაძე მეტად რთული ბედის კაცია. დავიწყოთ იქიდან, რომ თავის დროზე  პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავებული, ანუ ბევრი ბოლშევიკისგან განსხვავებით, განათლებული კაცი იყო. ბათუმის შენარჩუნებაში მან მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქავთარაძეს ბუდუ მდივანის ჯგუფთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც სერგო ორჯონიკიძეს თვალში არ მოუვიდა.  მან ქავთარაძეს ეგრეთ წოდებული „ნაციონალ-უკლონიზმი” დასწამა. ეს კი მაშინ სერიოზული ბრალდება იყო. მოგვიანებით, ქავთარაძეს ტროცკისტობა დააბრალეს. 1929 წელს ის დააპატიმრეს და ტობოლსკის იზოლატორში მოათავსეს. გათავისუფლების შემდეგ, მას საბჭოთა სახელმწიფო აპარატში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მაგრამ 1936 წელს კვლავ დააპატიმრეს. მოგეხსენებათ, მაშინ რა დრო იყო, ქვეყანაში მასობრივი ტერორი მძვინვარებდა. საბედნიეროდ, ქავთარაძეს გაუმართლა. ის სხვა ოპოზიციონერებივით არ დახვიტეს და პარტიიდან გარიცხვა აკმარეს. მოგვიანებით კი, პარტიაშიც აღადგინეს. ის 1941 წლიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი იყო, ხოლო 1945 წელს, სტალინმა რუმინეთში საბჭოთა კავშირის ელჩად დანიშნა. 

სტალინგრადის შემდეგ ჰიტლერული გერმანიის მარცხი აშკარა გახდა. რუმინულმა ელიტამ, უწინარეს ყოვლისა, ანტონესკუმ,  დასავლეთთან სეპარატულ ზავზე ზრუნვა დაიწყო. სერგო ქავთარაძემ, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა კომისარიატში მუშაობდა, მოლოტოვს ვრცელი მოხსენება მიართვა. ქავთარაძის მოხსენებით  პირადად სტალინი დაინტერესდა. ქავთარაძე ყურადღებას გენერალ ანტონესკუს ფიგურაზე ამახვილებდა. ის მართლაც ძალიან ძლიერი პიროვნება გახლდათ. თუკი ანტონესკუ რუმინეთს ომიდან გამოიყვანდა, ანუ ხელისუფლებაში დარჩებოდა, ამ ქვეყნის სოვეტიზაცია და რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევა, გამორიცხული იყო. „უწინარეს ყოვლისა, ანტონესკუს  მოშორებაა აუცილებელი,” – ამტკიცებდა ქავთარაძე. ის მიიჩნევდა, რომ უნდა გათამაშებულიყო მეფე მიხაისა და ანტონესკუს შორის კონფლიქტი: ახალგაზრდა მეფისათვის უნდა მიეცათ გარანტია, რომ საბჭოთა კავშირი რუმინეთის სოვეტიზაციას არ მოახდენდა და მიხაი ტახტს შეინარჩუნებდა. სტალინს ეს ჭკუაში დაუჯდა. მალე საბჭოთა სპეცსამსახურებმა მიხაისთან კონტაქტი დაამყარეს. მეფე მიხაის ბრძანებით, ანტონესკუს აპატიმრებენ, გერმანიასთან კავშირის გაწყვეტა კი უკვე ახალმა მთავრობამ განახორციელა.

1945 წელს რუმინეთში საბჭოთა კავშირის ელჩად სერგო ქავთარაძე ინიშნება. მისი ამოცანა პრორუსული გადატრიალების ორგანიზება და მარიონეტული ხელისუფლების დამყარება იყო. ქავთარაძე მიიჩნევდა, რომ პირველ ეტაპზე კომპარტია ერთგვარად გვერდზე უნდა გაწეულიყო, წინა პლანზე კი წამოწეულიყო არაკომუნისტური მასიური ორგანიაცია, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იქნებოდა მართული. ასეთი იყო მიწათმოქმედთა ფრონტი. მისი ლიდერი ვინმე პეტრუ გროზა გახლდათ. გროზას მიზანი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და ამისთვის   მზად იყო  ყველაფერზე წასულიყო, მათ შორის საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის შეზღუდვაზეც. 

ქავთარაძის პროტეჟე  მსხვილი მემამულე გახლდათ, თანაც მორწმუნე. აშენებდა ეკლესიებს, ცხოვრობდა ეკლესიურად. მაშინ რუმინეთის კომპარტიაში ორი დაჯგუფება არსებობდა. პირველს გეორგიუ-დეჟი ედგა სათავეში, მეორეს –  ანა პაუკერი.  ქავთარაძის აზრით, კრემლს მხარი გეორგიუ-დეჟის მომხრეებისათის უნდა დაეჭირა,  რასაც  ავაკუმოვი არ დაეთანხმა. ის მხარს ანა პაუკერს უჭერდა.  სტალინმა ქავთარაძის პოზიცია გაიზიარა. 

შემდგომი მოვლენებიც  ქავთარაძის სქემით  განვითარდა. კომუნისტებმა და გროზას მომხრეებმა რუმინეთში მასობრივი გაფიცვები დაიწყეს. ამას  რუმინული ხელისუფლების წარმომადგენელთა ტერორიც ერთვოდა. მთელი  ამ საქმიანობის კოორდინაცია საბჭოთა საელჩოდან ხდებოდა. შედეგად, რუმინეთის პრემიერმა გენერალმა რედესკუმ სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად დაკარგა. 

– მას წინააღმეგობის გაწევა არ უცდია? 

– რედესკუს შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ომის შედეგად რუმინული არმია განადგურდა, დაიღუპა 600 000 მეომარი. ვინც გადარჩა, ან ემიგრაციაში წავიდა, ან  რუსებს ტყვედ ჩაუვარდა და თავი ციმბირში ამოჰყო.  მართალია რედესკუმ რაღაც ძალის კონცენტრაცია მოახერხა და რუსული აგენტურის განეიტრალებასაც შეეცადა, მაგრამ   საქმეში სერგო ქავთარაძე ჩაერია.

– მისი ჩარევა გადამწყვეტი იყო?

– ქავთარაძემ  რედესკუს უთხრა, რომ წინააღმეგობის გაწევა გენერლისთვის სავალალო შედეგებით დამთავრდებოდა. რედესკუს ისღა დარჩენოდა, ქავთარაძის პირობები მიეღო. ის თანამდებობიდან გადადგა და ემიგრაციაში წავიდა. ახალი პრემიერის დანიშვნის საქმეში კი, გადამწყვეტი სიტყვა რუსებს ეკუთვნოდათ, რადგანაც რუმინეთს  უკვე მთლიანად რუსული არმია აკონტროლებდა. ქავთარაძის რეკომენდაციით, პრემიერის პოსტი პეტრუ გროზამ დაიკავა. შემდგომში რუმინელები ამბობდნენ, გროზა პრემიერის სავარძელში ქავთარაძემ ჩასვაო.

– ანუ გადატრიალება განხორციელდა? 

– გადატრიალება ამით არ დასრულებულა. გროზამ ყველა წამყვან თანამდებობაზე კომპარტიის წევრები ან საბჭოთა აგენტები დანიშნა. ძალოვანი ბლოკი, ეკონომიკური სტრუქტურები მთლიანად კომპარტიის კონტროლქვეშ მოექცა.  რუსი ჩეკისტების დახმარებით, აღმოცენდა კომუნისტური  უშიშროება – სეკურიტატე, რომლის ხელმძღვანელობაც მთლიანად საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული რუმინელი კომუნისტებით დაკომპლექტდა. 

– ნუთუ, გროზას  არ უცდია საკუთარი თამაში ეთამაშა? რაც არ უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრი იყო.

– გროზა ხედავდა, რომ რეალურ ძალას საბჭოთა არმია წარმოადგენდა. ისიც ზუსტად გათვალა, რომ ურჩობა ძვირი დაუჯებოდა. მართლაც, მისი პარტიის ზოგიერთი წევრი, რომელმაც რუსების დიქტატის გამო პროტესტი განაცხადა, დააპატიმრეს და დახვრიტეს. გროზას მათ დასაცავად კრინტიც არ დაუძრავს. მეტიც, რეპრესირებულთა შორის, გროზას ახლო ნათესავებიც მოხვნენ.  პრემიერ-მინისტრმა არც ერთი მათგანი არ დაიცვა.   ქავთარაძემ კანდიდატურა მართლაც დიდებულად შეარჩია. 

– გროზას რა ბედი ეწია? 

– კომუნისტური დიქტატურის დამყარების შემდეგ,  პრემიერის თანამდებობა გეორგიუ-დეჟმა დაიკავა. გროზა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ გადაიყვანეს და ეს საპატიო, მაგრამ არაფრის მომცემი, თანამდებობა სიკვდილამდე ეკავა. მისი პარტია აიკრძალა, უფრო სწორად, პარტია აიძულეს, თვითლიკვიდაციის შესახებ  განეცხადებინა.  მიწათმოქმედთა ფრონტის წევრების ნაწილი დახვრიტეს, სხვებს ბანაკებში უკრეს თავი. ვინც გადარჩა, ისინი კომპარტიის წევრები გახდნენ. თავად გროზა კომპარტიაში არ შევიდა. ამბობენ, სიკვდილის წინ მღვდელს აღსარება ჩააბარა  და ცოდვები მოინანიაო. იმასაც ამბობენ, გეორგიუ-დეჟი დაიბარა და უკანასკნელი სიტყვებით აგინა.  თუმცა ეს, რასაკვირველია, ლეგენდები არ არის. ის მხოლოდ  1947 წელს დასრულდა, როცა მონარქია დაემხო. იმ დროისთვის  რუმინეთი უკვე კომუნისტური ქვეყანა გახლდათ. პარადოქსია, მაგრამ მანამდე, მონარქიის ინსტიტუტი  შემორჩა.

– რატომ?

– მიხაის სტალინთან  ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა. ამას გარდა, ანტონესკუს დაპატიმრება და რუმინეთის ომიდან გამოყვანა, მიხაის სახელთან იყო დაკავშირებული. მეფე მთელი ანტიჰიტლერული კოალიციის თვალში ავტორიტეტით სარგებლობდა. სტალინმაც მას გამარჯვების ორდენი უბოძა. ეს, რასაკვირველია, ტაქტიკური ნაბიჯი გახლდათ. ამით სტალინმა იმისი დემონსტრირება მოახდინა, რომ რუმინეთის სოვეტიზაციას არ აპირებდა და როგორც დასავლეთის, ასევე გარკვეული რუმინული წრეების სიფხიზლე დააცხრო. როგორც აღვნიშნე, სტალინმა პირობა დაარღვია. 1947 წლისთვის რუმინეთი, ფაქტობრივად, უკვე კომუნისტური სახელმწიფო იყო.  მეფე მიხაის ჯერიც ახლა დადგა. მართალია, მოსახლეობა, განსაკუთრებით გლეხები, მას მხარს უჭერდნენ, მაგრამ  მიხაის უკან არავითარი რეალური ძალა აღარ იდგა. მაფეს მხოლოდ მცირერიცხოვანი დაცვა (200 კაცი) დარჩა. 

რუმინელი კომუნისტები მიხაის გასამართლებას აპირებდნენ, მაგრამ  სტალინთან შეხვედრის შემდეგ, ამაზე  ხელი აიღეს. მართლაც, უხერხული იყო გაესამართლებინათ მეფე, რომელსაც მთელ მსოფლიოში ანტიფაშისტის იმიჯი ჰქონდა და პირადად სტალინმა დააჯილდოვა გამარჯვების ორდენით! სტალინის დირექტივაც მოკლე და ლაკონური იყო: მიხაი მშვიდობიანად უნდა გადადგეს. ქავთარაძემ უშუალოდ შეიმუშავა სცენარი, რომელიც ამას უზრუნველყოფდა. ის პირადად  სტალინმა მოიწონა. გეორგიუ-დეჟი მიხაის  მოკვლას აპირებდა. ქავთარაძემ მათ პირდაპირ განუცხადა, რომ მიხაის მშვიდობიანად გადადგომა სტალინის  სურვილი იყო. ამას კი გეორგიუ-დეჟი  წინ ვერ აღუდგებოდა.

– მიხაის გადადგომა როგორ მოხდა?

– გროზა და გეორგიუ-დეჟი სასახლეში  წავიდნენ და  მიხაის გადადგომა მოსთხოვეს. მეფემ მიუგო, ჩავატაროთ რეფერენდუმი, თუკი ხალხი იტყვის, რომ უნდა წავიდე, წავალ, მაგრამ დიქტატს არ დავემორჩილებიო.

სასახლეს რუსი ჯარისკაცები შემოერტყნენ და დაცვის განიარაღება დაიწყეს. მიხაიმ სცადა სტალინს დაკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ, ყველა  ტელეფონი გამორთული იყო. სასახლე გარესამყაროს მთლიანად მოწყვეტილი გახლდათ, რადგანაც იქაურობას  რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.  ამის შემდეგ სერგო ქავთარაძე სასახლეში მივიდა და სტალინის სახელით მიხაის განუცხადა: თუკი გადადგებით და ქვეყანას დატოვებთ, მოგეცემათ საშუალება, მთელი თქვენი ქონება წაიღოთ. თუკი წინააღმდეგობას გაგვიწევთ, გაგანადგურებთო.  მიხაის მეტი  რა ჩარა ჰქონდა, დათანხმდა, თუმცა მოითხოვა, ჩემი მცველები გამატანეთო. ქავთარაძე დათანხმდა. მიხაიმაც გადადგომის შესახებ  როგორც წერილობითი, ისე სიტყვიერი განცხადებები გააკეთა. ეგრეთ წოდებულმა „სახალხო კრებამ” – ასე უწოდებდა საკუთარ თავს, კომუნისტურმა პარლამენტმა, მისი თხოვნა დააკმაყოფილა. მიხაის უფლება მისცეს, წაეღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ორ ვაგონში ძლივს ჩაეტია. ქავთარაძემ პირობა შეასრულა და მეფის ყველა მცველს უფლება მისცა, მონარქს ემიგრაციაში წაჰყოლოდა. რუმინელი კომუნისტები ამისი წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა. ამის შემდეგ ქვეყანაში პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა.  როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, წინა პლანზე ნაციონალ-რადიკალები გამოვიდნენ – იდეური ხალხი, ვინც სამშობლოსთვის ტყვიაზე მიდიოდა. ასეთი ხალხი მაშინაც კი იბრძოლებს, როცა თითქოსდა ბრძოლას აზრი არა აქვს.  კომუნისტებმა და რუსულმა ჯარმა პარტიზანების განადგურება  ვერ შესძლეს. სტალინი ისე მოკვდა, რომ  რუმინელ პარტიზანებს ვერაფერი მოუხერხა. შემდეგ ხელისუფლებაში ხრუშჩოვი მოვიდა. მან სერგო ქავთარაძე დაიბარა და ჰკითხა, როგორ მოვიქცეთო. ქავთარაძის პასუხი მოკლე და ლაკონური იყო. ან ტოტალური სადამსჯელო ოპერაციები უნდა გავაგრძელოთ, ან ამნისტია გამოვაცხადოთ და რუმინეთიდან ჯარი გამოვიყავანოთო.  ხრუშჩოვი თავდაპირველად შეყოყმანდა, მაგრამ 1956 წელს რუმინეთიდან ჯარის გამოყვანა დაიწყო.  პარალელურად, გამოცხადდა ამნისტია. 1957 წელს კი საბჭოთა არმიამ რუმინეთი დატოვა.

 

скачать dle 11.3