კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშინელი უსამართლობა

შერიფი პოლ პოლო შოკში იყო. ხმისამოუღებლად იჯდა მაგიდასთან და საჭმელს პირს არ აკარებდა. ცხრა წელიწადი შეალია იმას, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჰარი მორისი ციხიდან გამოეყვანა. როგორც იქნა, მისი უდანაშაულობა დაამტკიცა და, როგორც კი ყოფილი პატიმარი მშობლიურ ქალაქ კერინგტონში ჩავიდა, თითქმის ცხვირწინ მოუკლეს. მაშინ კერინგტონი პატარა დაბა უფრო იყო, ვიდრე თანამედროვე ქალაქი... ცხრა-ნახევარი წლის წინ, ჰარი მორისი, იმედისმომცემი მხატვარ-დიზაინერი, მკვლელობისთვის სწორედ პოლ პოლომ დააპატიმრა. მაშინ ის უბრალო ინსპექტორი იყო და თავიდანვე არ სჯეროდა, რომ მკვლელობა მორისმა ჩაიდინა.

ეფექტური, ქერა ლამაზმანი ლუსი მური, რომლის ქმარმაც, მისტერ მურმა, ძვირფასი საზაფხულო კოტეჯი შეიძინა კერინგტონში, თავის სახლში მოკლული იპოვეს. ყველა ლაპარაკობდა, რომ ქალს რომანი ჰქონდა სიმპათიურ მხატვართან და ცოცხალიც ბოლოს მან ნახა – მკვლელობის საღამოს ქალთან იყო მისული კოტეჯში და უთხრა, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ. მორისი არ უარყოფდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ასეთი საუბარი ლუსისთან, თუმცა, ირწმუნებოდა, ერთმანეთს მეგობრებად დავცილდით და არანაირი მიზეზი არ მქონია, მომეკლაო. მაინც დააკავეს და სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მისტერ მურს მყარზე მყარი ალიბი ჰქონდა და მისი ბრალეულობა გამოირიცხა. სასამართლოზე პროკურორმა განაცხადა, რომ ურთიერთობის დასრულება ქალს უნდოდა და არა მორისს, ამიტომ ის მისის მურს შანტაჟით დაემუქრა, რომ ყველაფერს ქმარს ეტყოდა, რის გამოც მათ შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა და მხატვარმა ქალი მოკლაო. მკვლელობის იარაღს ვერსად მიაკვლიეს, მაგრამ ამან მხატვარს ვერ უშველა... პოლოს მაშინვე არ სჯეროდა, რომ მკვლელი მხატვარი იყო. ძალიან აეჭვებდა მოტივი – საოცრად არადამაჯერებელი იყო შანტაჟის თემა. გადაწყვიტა, საკუთარი სახსრებით გაეგრძელებინა ძიება. იმდენი ქექა, რომ გაარკვია: ის ვინმე მური სულაც არ იყო ლუსის ქმარი. სინამდვილეში ლუსი მისის ჯეკსონი იყო, რომელიც ქმარს გამოექცა და მურს გაეკიდა. შერიფი პოლო ისევ თავისი ფულით გაემგზავრა კოლორადოში, სადაც საავადმყოფოში მოინახულა ჯეკსონი. ეს შერიფმა ექვსთვიანი ძებნის შედეგად მოახერხა. ჯეკსონი მძიმედ იყო ავად და, როცა პოლო „მიაწვა“, შენი დანაშაულის გამო წესიერი კაცი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდესო, აღიარა დანაშაული. აღიარებითი ჩვენება შერიფმა ზარ-ზეიმით ჩამოიტანა კერინგტონში და ჰარი მორისი ციხიდან გამოიყვანა. მაგრამ, რა მოხდა? ბედნიერი მორისი ფეხით მიაბიჯებდა ქალაქის ქუჩებში, ღარიბულად ჩაცმული, პატარა ჩანთით ხელში... მის გვერდით მანქანა გაჩერდა, საიდანაც პირდაპირ და მიჯრით ესროლეს ორი ტყვია... ვიღაც ახალგაზრდა მანქანიდან გადმოხტა, მორისის ჩანთა აიღო და მანქანა გაუჩინარდა. შერიფი შოკში იყო. დანა პირს არ უხსნიდა. ვის უნდა მოეკლა საწყალი მხატვარი, რომელსაც ბედი აშკარად არ სწყალობდა? სიტუაცია, ერთი შეხედვით, უიმედო ჩანდა, მაგრამ, შერიფმა მკვლელის პოვნა ღირსების საქმედ მიიჩნია. უპირველესად, ყოფილი პატიმრის მკვლელობის მოტივი უნდა გაერკვია. ამიტომ, ჩავიდა იმ ციხეში, სადაც მხატვარმა ცხრა წელზე მეტი გაატარა და გაიგო, რომ ჰარი მორისი შესანიშნავად აკეთებდა გრავიურებს და ეჭვი გაუჩნდა, რომ, შეიძლებოდა, მხატვარს ყალბ ფულისმჭრელებთან ჰქონდა კავშირი, მაგრამ, მსგავსი ვერაფერი დაადგინა იმ პატიმრებთან საუბრისას, რომლებიც საკანში მორისთან ერთად ისხდნენ. სამაგიეროდ, ერთი მეტად საყურადღებო დეტალი გაარკვია – როგორც ჩანს, მორისს ჰქონდა ანაბარი ბანკში, რომელზეც თავისი გაყიდული სურათების თანხას ინახავდა და ცხრა წლის განმავლობაში მორისის ანაბარი ორმოც ათას დოლარზე ავიდა. მას, თურმე, მაინც ჰქონდა ციხიდან გასვლის იმედი, იმედი ხომ ბოლოს კვდება და, მხატვარი სამომავლო გეგმებსაც აწყობდა: როგორ იყიდდა ამ ფულით პატარა სახლს და მოაწყობდა ოცნების სახელოსნოს, სადაც თავის იშვიათ გრავიურებს გააკეთებდა. ეს ის ძაფი იყო, რომელსაც შერიფი უნდა მოსჭიდებოდა. ცხრა წლის წინ მათ ქალაქში მხოლოდ ერთი – ნაციონალური ბანკი არსებობდა. ამიტომ პოლო პირველად მის პრეზიდენტს, ედი ჯონსს ეწვია.

– მორისი, მორისი... – გაახსენდა სკანდალური მკვლელობის ამბავი... – არა, პოლო, ჩემს ბანკში მას ანგარიში არასდროს ჰქონია. მახსენდება, რომ ხშირად მოჰქონდა რომელიღაც სხვა შტატში მდებარე ბანკის ჩეკები და მანაღდებინებდა, მაგრამ, კონკრეტულად რომელი ბანკი იყო, ამის თქმა არ შემიძლია. იმდენი წელი გავიდა... თუმცა, მოდი, მაინც გადავამოწმებ დოკუმენტაციას, – ედი ჯონსი თავისი ძვირფასი სავარძლიდან ადგა და კაბინეტიდან გავიდა. მისმა მდივანმა, ლამაზმა გოგონამ, შერიფს ჩაი შემოუტანა და გაოცებით გახედა თავის უფროსს.

– რა იყო, კეტ? რამემ გაგაკვირვა?

– ჰო, ცოტა უცნაურია... ყველა უმნიშვნელო წვრილმანზე მე დამარბენინებს აქეთ-იქით. ახლა კი, დოკუმენტაციის სანახავად თავად წავიდა... 

შერიფმა ჩაინიშნა გოგონას ნათქვამი. ორმოცი წუთის შემდეგ ედი ჯონსიც დაბრუნდა.

– არა, პოლო, სამწუხაროდ, არაფერია, ვერაფრით დაგეხმარე. ჩემი ახალი იახტა ნახე? არ გინდა, უქმეებზე სათევზაოდ წავიდეთ? მოგეწონება.

შერიფმა მადლობა გადაუხადა და ბანკის შენობიდან გამოვიდა. მთელი საღამო მოღუშული იჯდა და ფიქრობდა. ბანკის პრეზიდენტის საქციელში რაღაც აეჭვებდა. ადგა და კანონებს ჩაუჯდა. გამთენიისას ერთი საყურადღებო ფაქტი აღმოაჩინა: შტატის კანონის მიხედვით, თუ კონკრეტული პირის ანაბარზე ხუთი წლის განმავლობაში თანხა უძრავად იდო, ანუ, არც ემატებოდა და არც აკლდებოდა, ეს ფული შტატის ან ბანკის სარეზერვო სეიფში გადადიოდა. თუ ანაბარს პატრონი გამოუჩნდებოდა, ბანკი ვალდებული იყო, თანხა დაუბრკოლებლად გაეცა. შერიფი მიხვდა, რომ სწორ გზას დაადგა, თუმცა, საკითხი მეტად ფაქიზი იყო. ზუსტად იცოდა, რომ სასამართლოში ბანკის დოკუმენტაცვიის გადახედვის ნებართვას ძნელად მისცემდნენ და ამას სერიოზული ბრძოლა და დრო დასჭირდებოდა. ამიტომ, მესამე დღეს ეშმაკობას მიმართა – ჭორი გაავრცელა, რომ სასამართლოდან ასეთი ნებართვა მიიღო და დაელოდა მოვლენების განვითარებას. ღამით ორი პოლიციელი წაიყვანა და იახტების ნავსადგომზე ჩასაფრდა. ალღომ არ უმტყუნა: გამთენიისას, როცა მთელ ქალაქს ღრმა ძილით ეძინა, ნავსადგურს ბანკის პრეზიდენტის ძვირფასი მანქანა მიადგა. იქიდან თვით ედი ჯონსი გადმობრძანდა ორ ახალგაზრდასთან ერთად, რომლებმაც საბარგულიდან რაღაც ტომარა გადმოათრიეს. შერიფმა თავისი მანქანის ფართები ჩართო და მიანათა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ედის პანიკაში ჩასაგდებად. ისიც და მისი დამხმარეებიც იახტისკენ გაიქცნენ. მაგრამ შერიფმა და პოლიციელებმა გზა გადაუღობეს.

შერიფი მართალი აღმოჩნდა თავის ეჭვებში – ედი ჯონსმა საწყალი მხატვრის ფული მიითვისა. ის ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ საცოდავს გაამართლებდნენ. მან იცოდა, რომ ციხიდან გამოსული მორისი აუცილებლად მივიდოდა ბანკში და თავის ფულს მოითხოვდა და ამით ჯონსის თაღლითური სქემაც გამოაშკარავდებოდა. ამიტომ, დაიქირავა მკვლელი, მისთვის არასასურველი პიროვნება მოაკვლევინა და მისი ჩანთაც გაატაცებინა – მორისს ჩანთაში სწორედ თავისი ანგარიშების დოკუმენტაცია ედო...

 

скачать dle 11.3