კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ვარ ქალი მძღოლი და ხშირად ვაწყდები პრობლემას, კერძოდ, ავტომობილი დილით არ იქოქება. რა უნდა იყოს მიზეზი? 

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ დილით მიხვედით ავტომობილთან გადაწიეთ გასაღები და ძრავამ თითქოს დაიწყო მუშაობა, მაგრამ, ძალიან ნელა და დაქოქვას ვერ ახერხებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აკუმულატორი დასუსტდა და იმდენად ნელა ახერხებს ძრავას დატრიალებას, რომ მას დაქოქვა უჭირს. მაგრამ, მეორე მიზეზი შეიძლება სტარტერიც იყოს, თუკი მისი მბრუნავი ღერძი რომელიმე კედელს ედება და მის მუშაობას ამუხრუჭებს. ეს დეტალი ძრავას სწრაფად ვერ ატრიალებს და ავტომობილი ამის გამო არ იქოქება. ნუ შეგეშინდებათ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ძრავას რამე კატასტროფული პრობლემა აქვს და მისი რემონტი ან გამოცვლა მოგიწევთ. აქ საშიში არაფერია. 

კითხვა: საჭე მარჯვნიდან მარცხნივ გადავიტანე და მიჭირს მისი მართვა, განსაკუთრებით – ღამით, თან, მიზეზს ვერ ვხსნი, რადგან, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. რამდენად უსაფრთხოა საჭის გადატანა და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს?

პასუხი: საჭის მუშაობა იმავენაირად გრძელდება, თუ, რა თქმა უნდა, ის კარგმა ხელოსანმა გადაიტანა. მისი უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობა ან მართვის დაკარგვა სავალ ნაწილზეა დამოკიდებული, რომელსაც გადატანის დროს არავინ ეხება. მაგრამ დღეს იმაზე მინდა ვისაუბროთ, რომ საჭის გადატანა-არგადატანა არ არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილის პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც მანქანების უმრავლესობა მაინც მარცხენასაჭიანია, გასწრება მარცხნიდან ხორციელდება (იაპონიაში კი – პირიქით) და სხვა. ქუჩაში მოძრაობისას ის არა მარტო საკუთარ თავს, გარშემო მოძრავ ობიექტებსაც პრობლემებს უქმნის. პირველი მიზეზი ის არის, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილით გასწრება ძალიან რთულია. თავიდან მძღოლები ფრთხილობენ, მაგრამ, შეჩვევის შემდეგ ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ გასწრების დროს. მაშინ, როცა გასწრებისთვის მათ სჭირდებათ ნახევარი ავტომობილით საპირისპირო მხარეს გადმოსვლა იმისთვის, რომ სავალი ნაწილი შეაფასოს და გადაწყვიტოს, ღირს თუ არა გასწრება. განსაკუთრებით ეს პრობლემური ხდება ტრასაზე და მაღალი სიჩქარით მოძრაობისას. მეორე პრობლემა, რაზეც ძალიან ცოტა თუ ფიქრობს და, პრინციპში, ერთი შეხედვით, პირდაპირი დაბრკოლებაც არ არის. თუმცა, თუ ტექდათვალიერება ისევ დაბრუნდა, მაშინ უკვე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს მოუწევთ მისი გათვალისწინება და პრობლემის აღმოფხვრა. მათ აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ შუქები და განათების დახრის კუთხეები. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათ მარცხენა მხარე უფრო მოკლედ უნათებთ, მარჯვენა კი – უფრო გრძლად. მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, როდესაც მას ახლო მაშუქი ფარები აქვს ჩართული, უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ავტომობილს. მას ჰგონია, რომ შორი მაშუქები გაქვს ჩართული, გინთებს ფარებს და, თუ მარჯვენასაჭიანმაც ჩართო ფარები, მხოლოდ მაშინ მიხვდება, რომ ახლო მაშუქები ჰქონდა ჩართული. ვითომ ეს ძალიან მარტივი პრობლემაა, მაგრამ, რეალურად, ღამით ტრასაზე მომხდარი ავარიების უმრავლესობა არასწორი განათების ბრალია. საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი იბნევა, სავალ ზოლს კვეთს და ამის გამო ხდება საშინელი ავარიები. გარდა ამისა, ეს თავად მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლსაც უქმნის პრობლემებს, რადგან, სრულიად არ ანათებს გზის მარჯვენა მხარეს. არადა, სწორედ განაპირა ზოლი ან ტროტუარი უნდა ავიღოთ ნიშნულად მაშინ, როდესაც ვიღაც თვალებში გვანათებს და გზას საერთოდ ვეღარ ვხედავთ.

 

скачать dle 11.3