კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება პატარძალას?

პასუხი: პატარძალას ანუ იმპატიენსს კაშკაშა სინათლე არ უნდა მოაკლოთ, მხოლოდ შუადღის მზეს მოარიდეთ. მას უყვარს სიგრილე, მაგრამ, ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მცენარეს დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში დადგამთ.

კითხვა: რა ზომის იზრდება ჟასმინი?

პასუხი: ჟასმინი სიმაღლეში 2-3 მეტრიც იზრდება, თუმცა, შეგიძლიათ, გასხლათ და ღეროები კარკასს შემოახვიოთ (სასურველია, გასხლათ დაყვავილების შემდეგ). დიდი მცენარე, საჭიროების შემთხვევაში, გადაჭრასაც იტანს. შეგიძლიათ, ის საკიდი კალათიდანაც გადმოუშვათ და ნაკლებად დაიკავებს დიდ ტერიტორიას.

კითხვა: ჩემი მონსტერას ფოთლებმა მოიწყინა, როგორ გამოვაჯანმრთელო?

პასუხი: მონსტერას დიდ, ჯანსაღ ფოთლებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ ზაფხულში თაკარა მზე არ მოსწონს. სასურველია, თუ ფოთლებს რეგულარულად გაუწმენდთ სველი ნაჭრით. თბილ ამინდში ტენიანობის გასაზრდელად ხშირად დანამეთ. გაზაფხულზე უშიშრად გადაჭერით, რათა ძალიან არ გაიზარდოს – მალე გვერდითი ყლორტებიც ამოუვა.

კითხვა: ჩემი უზამბარული ია თითქოს ლპობას იწყებს, ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ალბათ, მორწყვისას ფოთლები დაუსველეთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მცენარე დალპეს ან დაავადდეს. ჩამოცვენილი ყვავილები და დაზიანებული ფოთლები მალევე მოაშორეთ. მორწყვისას ქოთანი ლამბაქზე დადგით და წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხით, შემდეგ კი დაწრიტეთ. თუ მიწა ზედმეტად დასველდა, შეიძლება, ფესვებიც დაულპეს, ამიტომ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწა შეაშრეთ. რაც უფრო გრილა, მიწა მით უფრო მშრალი უნდა იყოს.

კითხვა: როგორ უნდა მოვუარო ქრიზანთემას, რომ არ დაავადდეს?

პასუხი: ქრიზანთემა ქოთანში დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ, მიწის განოყიერება არ სჭირდება. მოაშორეთ გამხმარი ყვავილები – ასე მცენარე არ დაავადდება და მეტ კოკორს გაშლის. კოკრების გასაშლელად კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, არა მწველი მზე.

კითხვა: რა ზომის იზრდება ლავანდა და შეიძლება თუ არა, რომ ის კომპაქტური გავხადოთ?

პასუხი: ლავანდა სწრაფად მზარდი მცენარეა და დიდი ადგილი სჭირდება, მაგრამ, თუ დაყვავილების შემდეგ ან ზაფხულის ბოლოს გაკრეჭთ, მცირე ზომის დარჩება. ის მშვენივრად გამოიზამთრებს სიგრილეშიც, თუმცა სიცივე შეამცირებს ყვავილობის პერიოდს. მართალია, ის ეზოს მცენარედ ითვლება, მაგრამ, შეგიძლიათ, ოთახშიც გაზარდოთ, გაზაფხულზე კი აივანზე გაიტანეთ ან ეზოში გადარგეთ. დანაკვთული, ვერცხლისფერი ფოთლებითა და მოცისფრო-მოიისფრო ყვავილებით დამშვენებული ლავანდის ბუჩქი სიმაღლეში შეიძლება ერთ მეტრამდე გაიზარდოს, მაგრამ, თუ გაკრეჭთ, კომპაქტური გახდება.

კითხვა: როგორი მოვლის პირობები სჭირდება სედუმს?

პასუხი: ამ მცენარეს ზამთარში კარგი განათება სჭირდება, მზის გულზე კომპაქტურობას ინარჩუნებს. მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. იტანს გრილ ზამთარს, ოღონდ, არანაკლებ 10 გრადუსისა. ზაფხულში წყალი რეგულარულად სჭირდება, მორწყვიდან მორწყვამდე კი მიწას შეშრობა აცადეთ. ზამთარში წყალი იშვიათად დაუსხით – მაშინ, როცა მიწა თითქმის სულ გამოუშრება. ზრდის პერიოდში თვეში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. მისი ხორციანი ფოთლები დაფესვიანდება და ახალ მცენარედ განვითარდება, თუკი ძირით ტენიანი მიწის ზედაპირს შეეხება. მზეზე ნუ დადგამთ. ჩარგეთ ფხვიერ, კარგი დრენაჟის მქონე ნეიტრალურ ნიადაგში. 

 

 

скачать dle 11.3