რა მოხდა ამ დღეს
12 მაისი
1551 – დაარსდა ლიმის უნივერსიტეტი – პირველი უნივერსიტეტი ამერიკის კონტინენტზე.
1871 – ოტო ფონ ბისმარკი დაინიშნა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე.
1926 – პოლონეთში დამყარდა მარშალ უზეფ პლისუდსკის დიქტატურა.
1940 – ფაშისტური გერმანიის ჯარები შეიჭრნენ საფრანგეთში.
13 მაისი
1637 – კარდინალ რიშელიეს ბრძანებით, მის სასახლეში არსებულ ყველა იმ დანას, რომელსაც ჭამისას იყენებდნენ, მოუმრგვალეს წაწვეტებული თავები – ასე შეიქმნა სუფრის დანა.
1733 – შვედმა მეცნიერმა ვასენიუსმა აღმოაჩინა მზის პროტუბერანცები – ამოფრქვევები.
1888 – ბრაზილიაში გაუქმდა მონობა.
1930 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში მოსულმა მსხვილმა სეტყვამ 10 ადამიანი შეიწირა.
1981 – თბილისის „დინამომ“ აიღო „თასების მფლობელთა თასი.“
14 მაისი
1643 – საფრანგეთის მეფე გახდა ლუი მეთოთხმეტე. მან 72 წელი იმეფა.
1796 – ედუარდ ჯენერიმ გამოიგონა ინფექციური დაავადების – „ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა.
1862 – შვეიცარიელმა მესაათემ ადოლფ ნიკოლმა შექმნა პირველი წამმზომი.
1931 – ბოლონიაში ბრბომ სასტიკად სცემა დირიჟორი არტურო ტოსკანინი და მისი ცოლი, მიზეზი იყო ის, რომ მუსიკოსმა უარი თქვა, ედირიჟორა ფაშისტური ჰიმნისთვის.
1948 – გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა.
15 მაისი
1730 – დიდ ბრიტანეთში შემოიღეს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, პირველი პრემიერი გახდა რობერტ უოლჰოლი.
1770 – შედგა 14 წლის ავსტრიელი პრინცესას მარია ანტუანეტას და 15 წლის საფრანგეთის მომავალი მეფის – ლუდოვიკოს ქორწინება.
1871 – რომი გახდა გაერთიანებული იტალიის სამეფოს დედაქალაქი.
1905 – დაარსდა ქალაქი ლას-ვეგასი.
1928 – ეკრანებზე პირველად გამოჩნდა უოლტ დისნეის ანიმაციური გმირი – მიკი მაუსი.
16 მაისი
1920 – კათოლიკურმა ეკლესიამ ჟანა დარკი წმიდანად შერაცხა.
1928 – ზაირში (აფრიკა) მოინადირეს დღემდე ცნობილი ყველაზე დიდი გორილა (სიმაღლით 195 სანტიმეტრი).
1961 – მოხდა სამხედრო გადატრიალება სამხრეთ კორეაში.
1975 – იაპონელი იუნკო ტაბეი გახდა პირველი ქალი, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა.
17 მაისი
1814 – ნორვეგია ოფიციალურად გამოეყო დანიას და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1846 – ბელგიელმა ადოლფ საქსმა დააპატენტა ახალი სასულე ინსტრუმენტი – საქსოფონი.
18 მაისი
1291 – ეგვიპტის მამლუქებმა აიღეს ჯვაროსანთა უკანასკნელი დასაყრდენი წმინდა მიწაზე – ციხესიმაგრე აკრა.
1642 – დაარსდა ქალაქი მონრეალი.
1721 – მარია კირილიო გახდა ინკვიზიციის უხუცესი მსხვერპლი – ის კოცონზე დაწვეს 96 წლის ასაკში.
1896 – პეტერბურგში გაიხსნა რუსეთში პირველი კინოთეატრი.
1923 – ფრანგმა არტურ ბარნაიმ მიიღო პატენტი ტელეფონზე ნომრის დისკოსებრი ასაკრეფით.