კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ხრიკაძე

ესაა სიტყვა ხრიკიდან ნაწარმოები გვარი.

ხრიკი ნიშნავს ხერხს რამის მისაღწევად; ასევე, შესაკრავ კავს, დუგმას. ხრიკას კუთხურად ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელსაც უძახიან.

ვარაუდით, ხრიკაძეთა წინაპრები ორშიმოს ხელოსნები იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით გაუგვარდათ სიტყვა ხრიკა. სახელი ხრიკა ხშირად გვხვდება აღმოსავლეთ მთიანეთში. 

ხრიკაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ჩანან თეთრი წყაროს რაიონში.

საქართველოში 283 ხრიკაძე ცხოვრობს: ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24. არიან სხვაგანაც.

ალელიშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ალელი, რომელიც საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვაა.

გადმოცემის მიხედვით, ალელიშვილების ადრინდელი გვარი ნოზაძე ყოფილა. ისინი სოფელ ალიდან მესხეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს არდელანის უწოდებენ, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ისინი სოფელ არალიდან არიან, ადიგენის რაიონიდან. ალელიშვილი მოიხსენიება 1713-1838 წლებში, დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შვილიშვილის, დავითის მიერ ბეჟანა ნაზარაშვილის სახელზე გაცემული ყმის, სახლ-კარისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.

საქართველოში 298 ალელიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 111, გარდაბანში – 63, ახალქალაქში – 28. არიან სხვაგანაც.

ჩხაიძე

გვარის ფუძეს – ჩხა-ს, ვაზს უკავშირებენ. მიჩნეულია, რომ, ვაზის ისეთი ჯიშები, როგორიცაა ჩხავერი და ჩხაბერძულა, ამ გვარის წევრებმა გადაარჩინეს და ამის მიხედვით მათ ჩხაიძეობა გაიგვარეს. ჩხა ძირით რამდენიმე ქართული გვარი გვაქვს: ჩხაბელია, ჩხაბერიძე, ჩხაპელია, ჩხატარაშვილი, ჩხატარაიშვილი, ჩხარჩალია და სხვა.

ჩხაიძეთა გვარის თიკუნებია: თავპაიჭა, კიტოვანი, ჯვარისა, პეტრეშვილი, ალალვიშვილი, გიორგჩხაიშვილი, თვალყიშვილი და სხვა. ჩხაიძეებს ერთმანეთისგან ასხვავებენ მეტსახელებით: კურდღელა, მჭედელა, კოხომირა, თავპაიჭა, მარგალიტა და ასე შემდეგ.

ჩხაიძეთა სოციალური მდგომარეობის მიმანიშნებელი მასალა ძალიან მწირია. არის მინიშნებები, რომ ჩხაიძეები მეფის განსაკუთრებულ სამსახურში არიან ჩართული; შუალედი (თავისუფალი) ფენებიდან დაწინაურებულნი და ზოგჯერ ყველაზე მაღლა აღზევებულნიც ყოფილან.

„მსახურიონთა” ჯგუფის ძირითადი ბირთვი – „მეფის მდევარი“ – საყრდენი სამეფოს ძლიერი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკოსი სამეფო კარზევე იყო უფროსი ძმა ესე ჩხაიძისა – მანასე ხუცესი, ფრიად პატივცემული ადამიანი, მწიგნობარი, განათლებული...“

ლეგენდის მიხედვით, ჩხაიძეები ქვემო ქართლელ ორბელთა საგვარეულოდან მოდიან, კერძოდ, დიდთავადი ბარამისგან. ბარამისგან ქალს მოწიფული ქალ-ვაჟი დარჩა. ეს ქვრივი გაიტაცა ბარამმა და გადაიხვეწა გურიაში. თავისუფალ ახალ სოფლად. „ესე ჩხაიძის ნაგრამი გურიაში დღესაც სახლობს“ და მათი სახელია მსახურიშვილები. ესეს ნაგრამი პირველი ცოლიდან იმერეთს გამრავლდა და წარმოჩნდნენ უმეტესად სასულიერო და მწიგნობრულ არეალზე“.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარში, რაოდენობის მიხედვით ჩხაიძეები 35-ე ადგილზე არიან.

სულ საქართველოში 6 977 ჩხაიძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 2 025, თბილისში – 1 443, ოზურგეთში – 1 176. არიან სხვაგანაც.

ნაცარიშვილი 

გვარის ფუძეა სიტყვა ნაცარი. ონის რაიონის სოფელ გლოლაში დაფიქსირებულია საკუთარი სახელი – ნაცარა. ამ ფუძიდანაა წარმოშობილი გვარი – ნაცარაშვილი.

გვარმოდენილობით ამ ორ გვარს – ნაცარაშვილსა და ნაცარიშვილს საერთო არაფერი აქვს.

ნაცარიშვილი, ცხოვრებისეული პირობების გამო, ხელოვნურადაა გამოგონილი და ამ გვარს დადიანების ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოსთან მივყავართ.

აჭარის მიდამოებში, კერძოდ, ქობულეთის მაღალმთიან სოფელ ხინოში, საუკუნეების წინათ სამეგრელოდან მოსული დადიანები დასახლებულან. გვარში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა: ჯემალ დადიანმა ხუნდებით წამებას ვერ გაუძლო, ტყეში გადაიკარგა და სოფელ ხინოდან 80 კილომეტრზე იპოვეს ნაცარში ამოგანგლული. მას ალამბარელებმა (სოფელია) ჯერ ნაცარა შეარქვეს, ხოლო, როცა ოჯახი შექმნა, „დადიანის ნაცარიშვილად“ მონათლეს. ასე რომ, სწორედ დადიანის გვარმა დაუდო სათავე ნაცარიშვილის გვარს – ამ მცირერიცხოვანი გვარის წინაპრები დადიანები იყვნენ.

საქართველოში 37 ნაცარიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 22, თბილისში – 10, ბათუმში – 5.

ხიზაძე

გვარის ფუძით – ხიზანა-ხიზანი – ნაწარმოებია ქართული გვარები: ხიზანაიძე, ხიზანიშვილი, ხიზანაშვილი, ხიზანეიშვილი, ხიზაძე.

ხიზაძეთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილად იხსენიება სოფელი კუნცა (ასპინძის რაიონი). იმავე რაიონში ხიზაძეები დღეს სხვაგანაც ცხოვრობენ, კერძოდ, სოფელ აწყვიტაში.

საქართველოში 66 ხიზაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 32, თბილისში – 7, ახალციხეში – 6. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3