შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 29 ოქტომბერს. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატებები ბარიერების გარეშე?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე; ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინია; თურქეთის დასავლეთი ნაწილი და ბელორუსია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. რაც მეტად აქტიური, ენერგიული, მიზანსწრაფული, მებრძოლი და უშიშარი იქნებით, მით უკეთ შეძლებთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას; ამავდროულად, თუ გამოავლენთ კეთილშობილებასა და ოპტიმიზმს და დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მით უკეთ შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და მიაღწევთ წარმატებას. ასევე, იყავით მაქსიმალისტი, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა, ხარჯეთ ფული ყაირათიანად და გახადეთ ურთიერთობები სტაბილური.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 11 ნოემბერს. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელ პროფესიებში ვიქნები წარმატებული?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საავიაციო ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, სასტუმროების ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 16 აპრილს, დილის 6 საათზე. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი იქნება ჩემთვის მისაღები სასიყვარულო კუთხით?
პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა ვერძთან, ქალწულთან, ტყუპებთან, ლომთან ან მშვილდოსანთან. არ არის სასურველი სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მორიელთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 22 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ სამშობლოს პატრიოტი, კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შეინარჩუნოთ სტაბილური საოჯახო, პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ისწავლოთ საიდუმლოს დაცვა. ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული და ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდეთ ნებისყოფიანი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი, ხარჯოთ ფული ყაირათიანად – ყოველივე ეს თქვენთვის გამარჯვების მომტანი ფაქტორებია.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 4 იანვარს, დილის 8 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი სასიყვარულო-საოჯახო კავშირი?
პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მისაღებია შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან: მორიელთან, თევზებთან, კუროსთან ან ქალწულთან. არ გირჩევთ ურთიერთობას მშვილდოსანთან. პროფესიებიდან კი მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტიზმი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, მანქანების ბიზნესი, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.