კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლამაზი ფეხები – ყველა ქალის ოცნება

პრაქტიკულად, ზაფხული დაიწყო. ბევრმა თქვენგანმა შარშანდელი თხელი კაბები, სარაფნები, მაისურები, ბრიჯები და შორტები გამოალაგა კარადიდან, ბევრმაც, ალბათ, ახალი ტანსაცმლით გადაახალისა გარდერობი.

ყველა ქალს უყვარს, როცა მუხლსქვემოთ მაინც უჩანს ფეხები, მით უფრო, როცა აქვს ის, რითაც შეუძლია, მოიწონოს თავი – ანუ ლამაზი ფეხები. მაგრამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სქელ კოლგოტებში, შარვლებსა თუ გრძელ ქვედაბოლოებში ჩათბუნებულებს, ნაკლებად გვიფიქრია იმაზე, რომ ფეხებს მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სისტემატური მოვლა. ხშირად მხოლოდ გაზაფხულის დადგომისას გვახსენდება, რომ მალე ღია ფეხსაცმლის ჩაცმის დრო მოვა და მხოლდ მაშინ ვიწყებთ ფეხების მოწესრიგებას და ზრუნვას მათ სილამაზეზე, მაგრამ, ვინაიდან მთელი ზამთრის განმავლობაში „მიშვებული“ გვქონდა ეს საქმე, სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ.

სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე რიტმი თავის შეზღუდვებს გვიწესებს და როგორც არ უნდა ვოცნებობდეთ სპა-სალონებში სიარულზე, მასაჟებსა და ვარჯიშზე, ხშირ შემთხვევაში ისეთი რეჟიმი გვაქვს, რომ მთელი დღის განმავლობაში ან ერთ ადგილზე ვსხედვართ, ან შეუსვენებლად დავრბივართ საქმეებზე, ამიტომ, აღარ უნდა გაგიკვირდეთ, თუ საღამოს, სახლში მისვლისას, შეგაწუხებთ შეშუპება, სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება.

იმისათვის, რომ ფეხები წლის ნებისმიერ სეზონზე ფორმაში გქონდეთ, და ნებისმიერ დროს შეგეძლოთ მოკლე კაბის ან წვრილქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

ა) თუ თქვენ ისეთი სამსახური გაქვთ, რომ მთელი დღე გაუნძრევლად ჯდომა გიწევთ, დღეში რამდენჯერმე ჩაატარეთ შემდეგი ვარჯიშები:

* სკამზე ჯდომისას ფეხები დადგით ვერტიკალურად. ქუსლები დააყრდენით იატაკს და ტერფების წინა ნაწილი 10-ჯერ ასწიეთ და დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას.

* ააცილეთ ტერფი იატაკს (ჯერ ერთი ფეხის, მერე – მეორის) და 10-ჯერ დაატრიალეთ ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მიმართულებით.

ბ) თუ თქვენი სამუშაო დღე ძირითადად „სირბილისგან“ შედგება, მოგიხდებათ ვარჯიშების შემდეგი კომპლექსი:.

* დადექით იატაკზე და რამდენიმე წამით დააფიქსირეთ სხეულის მდგომარეობა (5-ჯერ).

* დადექით სწორად და სხეულის სიმძიმე მონაცვლეობით გადაიტანეთ ჯერ ტერფების გარეთა, შემდეგ კი შიგნითა ნაპირებზე (5-ჯერ).

* დადექით სწორად და ნელ-ნელა წამოიწიეთ ფეხის წვერებზე და ასევე, ნელ-ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას (10-ჯერ).

გარდა ვარჯიშებისა, კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ზღვის მარილიანი წყლის თბილი აბაზანები, შემდეგ კი წაისვით ფეხის კრემი და მთელი ტერფი მსუბუქად დაიმასაჟეთ.

скачать dle 11.3