კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა გახეხილი უმი კარტოფილის ნიღბის გაკეთება სახესა და ხელებზე?

პასუხი: გაიკეთეთ კანიანად მოხარშული თბილი კარტოფილის ნიღაბი, ოღონდ, წინასწარ შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით მკვებავი. გახეხილი უმი კარტოფილის მასა სახის კანს გაგიშავებთ.

კითხვა: ვარ საკმაოდ შავგვრემანი (ყველას ჰგონია, რომ სოლარიუმში დავდივარ) და მაქვს სწორი, გრძელი თმა (მუქი ფერის). რამდენიმე დღეში წასვლა მომიწევს საქმიან შეხვედრაზე სოლიდურ ადამიანებთან, ოღონდ ეს შეხვედრა უნდა შედგეს რესტორანში. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორი მაკიაჟი და ვარცხნილობა გავიკეთო, რომ ერთდროურად ელეგანტურად და მიმზიდველად გამოვიყურებოდე (ვარ 30 წლის, საშუალო სიმაღლის და ოდნავ პუტკუნა).

პასუხი: საქმიან შეხვედრაზე წასასვლელად არანაკლებ მნიშვნელოვანია ტანსაცმლის შერჩევა: თქვენი ფიზიკური მონაცემების, შეხვედრის ადგილისა და დანიშნულების გათვალისწინებით, სასურველია, ჩაიცვათ ღია ნაცრისფერი თხელი ქსოვილისგან შეკერილი სწორი ქვედაბოლო (თუ კარგი ფეხები გაქვთ – მუხლებამდე სიგრძის, თუ არა – შუა წვივამდე. ასეთ საღამოს უხდება წელში გამოყვანილი, ყელთან ოვალურად ამოჭრილი ზედატანი, პატარა „ლიპებით“. თმა უკან გადაივარცხნეთ და კეფაზე რგოლად დაიხვიეთ. სახეზე გაიკეთეთ მსუბუქი მაკიაჟი, ტუჩებზე კი წაისვით მუქი შინდისფერი პომადა. სასურველია, ჩანთა და ფეხსაცმელი ერთი ფერისა და მასალის იყოს (მაგალითად, შავი ლაკის). ძალიან მნიშვნელოვანია სამკაული და სუნამო. ბევრი ბეჭედი და სამკაული არ აისხათ, არც ჭაღისხელა საყურეებია საჭირო. თუ სამაჯურები ძალიან გიყვართ, გაიკეთეთ ოქროსფერი, საშუალო სისქის ძეწკვი-სამაჯური, პატარა ზომის, ასევე ოქროსფერი საყურეები და წვრილი ოქროსფერი ძეწკვი ყელზე (პაწაწინა კულონიც დასაშვებია), ბეჭედი კი ერთიც საკმარისია, ოღონდ, ისიც ოქროსფერი უნდა იყოს (ამ შემთხვევაში იაფფასიანი ბიჟუტერია არ გამოგადგებათ). რაც შეეხება სუნამოს, რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ, უნდა ჰქონდეს ცივი და ნაზი სურნელი და ამდენი უნდა მიისხუროთ, რომ ეს სურნელი ოდნავ იგრძნობოდეს.

 

скачать dle 11.3