კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მესამე ზედმეტია!

 

არავინ არ უნდა ჩაერიოს წყვილის ურთიერთობაში. ზოგიერთების მოსაზრება, რომ – მესამე არ ანგრევს ოჯახს, მცდარია. ჯერ ერთი, ღალატი ღალატია. მნიშვნელობა არა აქვს, რა ხდება ცოლ-ქმარს შორის. შეიძლება, კაცს ჰგონია, რომ ხანმოკლე, არასერიოზული რომანი არაფერს აშავებს, მაგრამ რეალურად, ცოლი ადრე თუ გვიან მაინც იგებს ასეთ „ცელქობებს“ და სკანდალი გარდაუვალია. ჩვეულებრივ, საქმე არც მხოლოდ სკანდალით მთავრდება ხოლმე. რამდენიმედღიანი კოშმარი ცოლსა და ქმარს ერთნაირად აზარალებს. თუმცა, ქალებს კიდევ უფრო მეტად, იმიტომ, რომ ის ვერ წარმოიდგენდა ასეთ შედეგებს, მაგრამ ეს ტყუილია. მაშინ, რატომ ცდილობდა ის ყველაფრის საგულდაგულოდ დამალვას?! ანუ, სჯობს, მამაკაცმა თავიდანვე გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ჰქონდეს სერიოზულ, დაოჯახებულ კაცს. მაშინ, რატომ შექმნა მან ოჯახი?

დადანაშაულება მესამე პირისა მომხდარში საკმაოდ უღირსი საქციელია. თუმცა, ის „მესამეც“ არ არის უდანაშაულო და გარემოებათა მსხვერპლი. „მათ შორის ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო“ – ეს სირაქლემას პოზაში ყოფნაა და ვერაფრით გაამართლებს. მას აუცილებლად მიეწერება „გამშორებლის“ იარლიყი და არის კიდეც „გამშორებელი“. შეიძლება, ცოლ-ქმარმა იჩხუბოს, იკამათოს, დაეძაბოთ ურთიერთობა, მაგრამ, როცა კაცს შორიახლოს თავზე ხელის გადამსმელი არ ეგულება, ეს პრობლემები მოგვარებადია.

 

სახლშიც და სამსახურშიც...

 

დიდი ხანია, ოფიციალურად გამოცხადებულია სქესთა გენდერული თანასწორობა და ძალიან სერიოზულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა კანონით დაადგინეს, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია. თუმცა, რეალურად, მამაკაცების უმრავლესობა მაინც დარწმუნებულია, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. მან უნდა მოუაროს ქმარს და გაზარდოს ბავშვები. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ქალებიც უწყობენ ხელს ამ სტერეოტიპის გამყარებას, მაშინაც კი, როცა სამსახური და წარმატებული კარიერა აქვთ. ასე ხდება, როცა გვერევა პრიორიტეტები. ზუსტად უნდა იცოდეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების თითოეულ და კონკრეტულ ეტაპზე. რა იყო თქვენი ცხოვრების მიზანი. რა გააკეთეთ ამ მიმართულებით და კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგებით, რომელსაც მიაღწიეთ.

სამწუხაროდ, ქალი ძალიან ხშირად დგას არჩევნის წინაშე – სამსახური ან ოჯახი და ეს საშინელებაა. ინგრევა მისი პიროვნება, მახინჯდება ფსიქიკა და უარესდება ხასიათი. შედეგად, ქალი ვეღარც ოჯახში „ბრწყინავს“ და ვერც სამსახურში. ბუნებრივიც არის, რომ საკუთარი თავის რწმენა დაკარგოს. გინდათ, ხალისიანი, მხიარული, ღიმილიანი და აქტიური მეუღლე გყავდეთ? – მაშინ შეაქეთ ხშირად და მიეცით საშუალება, აკეთოს საყვარელი საქმე. ამით მხოლოდ კმაყოფილი დარჩებით.

 

სიჩუმე თუ სიმართლე?!

 

ქალებმა ცუდი მეგობრობა იციანო... ასე ამბობენ, თუმცა, ვინ იცის – იქნებ მართალიც იყოს, რადგან ზოგჯერ საერთოდ არ გვესმის ჭეშმარიტი მეგობრობის არსი. მაგალითად, როცა შემთხვევით ვიგებთ იმას, რაც არ უნდა გვცოდნოდა და რასაც თქვენს საყვარელ მეგობარსაც საგულდაგულოდ უმალავენ: უცებ დაინახეთ თქვენი მეგობრის ქმარი ვიღაც მომხიბვლელ ქალბატონთან ერთად და ინფორმაციაც მიიღეთ, რომ მათ შორის რაღაც ხდება. თქვენი თვალით ნანახიც საკმარისი იქნებოდა იმის მისახვედრად, რომ თქვენს მეგობარს ატყუებენ. მზად ხართ, მთავარი როლი შეასრულოთ სხვისი ოჯახის დრამაში? აუცილებლად კარგად დაფიქრდით ამაზე. საკმარისია, მეგობარი საქმის კურსში ჩააყენოთ, რომ დრამა აუცილებლად დატრიალდება. რთული ბრძოლა მოგიწევთ საკუთარ თავთან და სინდისთან, რომ ორივე დაარწმუნოთ იმაში, – ეს ყველაფერი მოგელანდათ ან ისეთი არაფერი ყოფილა...

მართლაც, რთული არჩევნის წინაშე დგახართ. დუმილი თუ სიმართლის თქმა? პრინციპში, რატომ უნდა იყოს მოტყუებული თქვენი საყვარელი მეგობარი, რომელზეც გული შეგტკივათ, მაგრამ სიმართლის თქმასაც აქვს უკუჩვენებები... 

როგორ მოიქცეთ?

აჯობებს, პირდაპირ მთავარ დამნაშავეს დაელაპარაკოთ, ანუ, მოღალატე ქმარს და უთხრათ, რომ ყველაფერი იცით... მერე უკვე გამოჩნდება, როგორ მოიქცეთ.

 

ხმოვანი კავშირი

 

ოჯახი რთული მექანიზმია. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ხმასაც კი. ასე მაგალითად, მამაკაცის გულის მოსაგებად, თურმე ქალმა უნდა ისაუბროს გარკვევით, მოკლედ და რაც მთავარია, იშვიათად. ეს შეყვარებულობის პერიოდშიც ასეა და ოჯახში – მით უმეტეს.

იქნებ ფიქრობთ, რომ ვხუმრობთ – სულაც არა! მაგალითად, ქალებსაც ურჩევნიათ პარტნიორებად სიტყვაძუნწი ადამიანები. ურჩევნიათ, თვითონ ილაპარაკონ. თანაც, ზოგჯერ სრულიად გაუგებრად.

მამაკაცების უმრავლესობა კი ეძებს ქალს, რომელიც აღჭურვილი იქნება დროულად გაჩუმების და მოსმენის უნიკალური უნარით. სხვათა შორის, პარტნიორებიდან არც ერთს არ აწყენდა, ესწავლათ ერთმანეთის მოსმენა. მხოლოდ წაადგებოდა ურთიერთობას. პრინციპში, ლაპარაკი უფრო ხშირად აფუჭებს საქმეს, ვიდრე ხელს უწყობს ურთიერთობის გაღრმავებას. სხვა შემთხვევაა, როცა პარტნიორს დიდხანს და ყურადღებით უსმენ. ჯერ ერთი, უკეთესად გესმის მისი, უახლოვდები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ცდილობ, ჩასწვდე მის ხასიათს და სურვილებს, რათა ნაკლებად და იშვიათად აწყენინო. მნიშვნელოვანია ხმის ტემბრიც, რომელსაც უსიტყვოდ შეუძლია, გამოგიყვანოს წყობიდან და დაგაკარგვინოს მოთმინება. ან, პირიქით, დაგამშვიდოს, შენში სენტიმენტალური სიმები შეარხიოს და კეთილგანწყობით შემოგაბრუნოს მისკენ, ვინც ცოტა ხნის წინ გაწყენინა.

 

მარტივი... რთული

გადაწყვეტილება

 

ყოველთვის, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, წინასწარ განაწყვეთ საკუთარი თავი წარმატებისთვის. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ფაქტობრივად, ერთი დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია. აუცილებელი პირობა იმისა, რომ იყოთ წარმატებული, არის ის, რომ შეიყვაროთ საკუთარი თავი. დაქვეითებულ თვითშეფასებას მეტად სავალალო შედეგამდე, კერძოდ კი, პიროვნულ დეგრადაციამდე მივყავართ. საკუთარ თავს მხოლოდ თქვენ თუ დაეხმარებით. ნუ უფრთხით იმას, რომ დაელაპარაკოთ საკუთარ „მეს“. ამის გაკეთება აუცილებელია, თუკი ხვდებით, რომ წარმატების იმედი არ გაქვთ. თანდათან სითამამეც მოგემატებათ, გამოცდილებით კი იმასაც მიხვდებით, რომ დრო შიშში ან წვრილმან ნერვიულობაში არ უნდა გაფლანგოთ.

მალევე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით. ცხოვრება მეტად მშვენიერია, მაგრამ, მისი ხიბლი რომ შეიგრძნოთ, უფრო თამამი უნდა იყოთ.

ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს – გახსოვდეთ ეს!

скачать dle 11.3