მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს. ერთ კვერცხში კი დაახლოებით 260-270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა.
თუ გსურთ წონაში არ მოიმატოთ ჭამეთ უცხიმო ხორცი, თაფლი და სვით წითელი ღვინო
ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც, ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გარეთ გამოიყოფა. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა სისხლის შრატში მიმოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას, ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს. ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ძირითადად ქალებში აღინიშნება. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს მშობლებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე. თუმცა, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.
ხშირად ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხიმები. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთია ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი; ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები. ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.
მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს. ერთ კვერცხში კი დაახლოებით 260-270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა.
უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია. ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ ყავის ხშირად სმას, რადგან მასში დუღილის დროს წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამაღლებს.
ასევე, კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიშები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა.
ჯანმრთელობის გაუმჯობესება სწორად შერჩეული საკვებითაც შეგიძლიათ
თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, თანაც – ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება საკვებითაც შეგიძლიათ:
ნიორი – აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.
პომიდორი – ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.
ნიგოზი – თუ ნერვები მოშლილი გაქვთ, მიირთვით ნიგოზი. მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.
ბანანი – ენერგიის წყაროა. ეს ხილი ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომაც, მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნალექები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს. მასში შემავალი კალიუმი კი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.
სტაფილო – მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების გაახალგაზრდავების წყაროა. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე „ზრუნავს“. ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.
რძის ცილა – შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან. ასევე, ამაგრებს თავის კანს, რაც თმის ხარისხზე სასიკეთოდ მოქმედებს.
ხახვი – ამ ბოსტნეულში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს ორგანიზმს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.
რა სიმპტომები ახასიათებს კუჭის წყლულს
ადამიანის ორგანიზმს სისტემატურად ესაჭიროება საკვები ნივთიერებების, წყლის, მინერალური მარილების, ვიტამინების მიღება-მიწოდება. ეს ფუნქცია საჭმლის მომნელებელ სისტემას ეკისრება და, საკმარისია, რომელიმე ნივთიერების ნაკლებობა გაჩნდეს, თავს იჩენს ბევრი პრობლემა, რომელთაგან ყველაზე სერიოზული წყლულოვანი დაავადებაა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვან გარსში, უფრო ხშირად კი, თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყის ნაწილში, წყლულის გაჩენა, რაც ძნელად ხორცდება. ამ დაავადების დროს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ ფსიქოემოციურ გადაძაბვას, კვების არეულ რეჟიმს, უხეშ, გამაღიზიანებელ საკვებ პროდუქტებს და ასე შემდეგ.
დაავადების ძირითადი ნიშნებია: გულძმარვა, ტკივილი კუჭის არეში, ასევე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და გულთან. ადამიანს ეს მოვლენები ეწყება კვებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ზოგჯერ კი, დილით, უზმოზე. საერთოდ, წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით ხასიათდება. ამ დროს საჭიროა კუჭის წვენის გამოკვლევა, რადგან წყლულოვან დაავადებას ხშირად თან ახლავს კუჭის წვენის სიმჟავის მომატება. ამ დროს ავადმყოფმა ისეთი საჭმელი უნდა მიიღოს, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს არ გააღიზიანებს, არ გამოიწვევს მაღალი მჟავიანობის მქონე კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულების შემთხვევაში, აუცილებელია მკაცრი დიეტის დაცვა.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის დროს ეფექტურია წყალში გახსნილი სოდის მიღება, კერძოდ, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ.
წყლულის მკურნალობისას, ავადმყოფს კატეგორიულად ეკრძალება თამბაქო და ალკოჰოლიანი სასმელები. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის ბულიონი, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ძეხვეული, მჟავე, ცხარე, მლაშე საჭმელი. ასევე, მაგარი ჩაი, ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელები. ავადმყოფმა უნდა ჭამოს გახუხული პური, კარაქი, ხაჭო, უმარილო ყველი, გაწურული მაწონი, მოხარშული თევზი, ქათმის ან საქონლის მოხარშული ხორცი, კარტოფილის და სტაფილოს პიურე, უხორცო სუპი, ფაფები. შეუძლია, ასევე, მიირთვას თოხლო კვერცხი.
საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, ხილი და ბოსტნეული ჭამოთ მოხარშული ან მისგან გამოწურული წვენი დალიოთ.
თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი და თევზი
ბევრი ადამიანი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას. შრომამ რომ ძალიან არ გადაგღალოთ და თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები. კერძოდ:
* ყოველ საღამოს დაიზილეთ ტანი ცივ წყალში დასველებული პირსახოცით და მიიღეთ B ვიტამინი. ძილის წინ კი გაიკეთეთ ფეხების აბაზანა;
* დიდი რაოდენობით მიირთვით კალცით მდიდარი საკვები, მაგალითად: ნედლი ბოსტნეული, ხილი, რძე, კვერცხის გული;
* თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი, ნუში და თევზი;
* თუ საღამოს ფეხებში ტკივილი იგრძენით, ესე იგი, სისხლძარღვების სპაზმი გაქვთ. ეს ძირითადად იმათ აწუხებთ, ვისაც დიდი ხნით უწევს სამსახურში ფეხზე დგომა. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით ნახევარი საათით, დაჯექით სკამზე და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყვეთ;
* ყოველ დილით დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. კარგია, პიტნის ჩაიც;
* დალიეთ დღეში ერთი ჩაის ჭიქა, წყალში გაზავებული ყურძნის ნატურალური წვენი ან ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
* ინტელექტუალური შრომით გამოწვეული თავის ტკივილის მოსახსნელად კარგია, სადილად ქაშაყის ჭამა.
* სისხლძარღვების გასამაგრებლად სასურველია, ორი კვირის განმავლობაში ჭამოთ დღეში ერთი კბილი ნიორი. ეს უზმოზე უნდა მოახერხოთ. სისხლძარღვების გამაგრებით ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგეხსნებათ. ასევე, სისხლძარღვების გასამაგრებლად და ნერვული სტრესის დროს, თბილ რძეში გახსენით კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღეში ორჯერ.
ჰიპერტონიის დროს ჭამეთ კანიანად შემწვარი კარტოფილი
მენიუში კარტოფილის ჩართვით, თქვენს ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებთ, განსაკუთრებით კი, ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.
სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100-120 გრამი კარტოფილი. ძველი, ხალხური მედიცინის რეცეპტით, მის წვენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განსაკურნებლად იყენებდნენ.
კიდურების შეშუპების დროს, გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ შესიებულ ადგილზე და შეიხვიეთ.
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად მიირთვით აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი.
ოსტეოქონდროზის დროს კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. კომპრესი დაახლოებით საათ-ნახევარი უნდა გაიჩეროთ.
თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი, დღეში ორჯერ, ნახევარი ჭიქა. თუ კარტოფილის წვენს სტაფილოსა და ნიახურის წვენსაც შეურევთ, ორგანიზმს წიდებისგანაც გაწმენდთ.
სამკურნალოდ კარტოფილის სახამებელიც გამოიყენება. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მას ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ.
მძიმე ფორმის მოწამვლისას კი, მხოლოდ მოხარშული კარტოფილის ჭამა წამლად შეგერგებათ.