კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  18 წლის გოგონა ორი დღეა, დილაობით ამჩნევს, რომ ნერწყვს მოჰყვება მცირე რაოდენობით შერეული სისხლი. რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი? ეს კბილის გახეხვამდე შეიმჩნევა და არ არის ღრძილებიდან წამოსული სისხლი.

პასუხი: თუ პირის ღრუ ჯანმრთელი აქვს (ღრძილები, კბილები), მაშინ, შესაძლოა, ეს იყოს ცხვირიდან გადადინებული სისხლი, მაგრამ, დასაზუსტებლად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს მიმართეთ.

კითხვა:  ძალიან მაწუხებს თმის ცვენა და ფრჩხილებიც მეფცქვნება. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, რომელია უკეთესი საშუალება თმის ცვენის შესაჩერებლად – მეგაშელკალი თუ პერფექტალი? ამასთანავე, მაქვს ჩიყვიც და ვსვამ ელთიროქსინსა და იოდოფოლს...

პასუხი: თმის ცვენისა  და ფრჩხილების მტვრევის მიზეზი იქნება ჰიპოთირეოზი, რომელიც თქვენ გაქვთ. მიმართეთ ენდოკრინოლოგს და გადაამოწმეთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა. ჩვენ გირჩევთ პრეფექტალის მიღებას, მაგრამ, მხოლოდ ეს საშუალება თქვენს პრობლემას ვერ მოაგვარებს, მთავარია, მოწესრიგდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება.

კითხვა: რას ნიშნავს ტერმინი „ხარის გული“?

პასუხი: „ხარის გულის” (კორ ბოვინუმ) – ბუკარდიის დროს, კუნთოვანი ქსოვილის ჰიპერტროფიის გამო, გული ძალიან არის გადიდებული და შესახედავად ხარის გულს წააგავს. ასეთი გულის წონა, შეიძლება, 1 კილოგრამს აღწევდეს, იშვიათ შემთხვევაში კი – უფრო მეტს. „ხარის გული” გვხვდება თანდაყოლილი მანკების, აორტის სარქვლების უკმარისობის, რევმატიზმისა და ზოგიერთი სხვა დაავადების შემთხვევაში.

კითხვა: ლუდის დალევის შემდეგ მემართება ფაღარათი, სხვა ალკოჰოლის მიღებისას კი არანაირი პრობლემა არ მაქვს. რატომ, მაინცდამაინც ლუდი, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი: მსგავსი ჩივილი იშვიათი არ არის და აიხსნება ლუდში კონსერვანტების, საღებავების, არომატიზატორებისა და არასასურველი დანამატების სიჭარბით (ასეთ დანამატებს შეუძლია კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და ისეთი გვერდითი ეფექტის გამოწვევა, როგორიცაა დიარეა); ასევე, ლუდში ალკოჰოლის დოზით (ადრე ალკოჰოლის მაჩვენებელი 2 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 6-7 პროცენტამდე გაიზარდა).

კითხვა: ვსვამდი ანტიბიოტიკებს, რამაც ჩემი აზრით გამოიწვია ფაღარათი და ეს პრობლემა ერთი თვეა მაწუხებს. ვიღებ ბისეპტოლს, ლევომიცეტინს, ნახშირს, მაგრამ ამ წამლებით ეს პრობლემა ვერაფრით ვერ მოვაგვარე. ძალიან გთხოვთ, იქნებ მირჩიოთ რამე.

პასუხი: სავარაუდოდ, ანტიბიოტიკებმა დისბაქტერიოზი გამოიწვია, ხოლო თქვენ ისევ ანტიბიოტიკებით ცდილობთ პრობლემის მოგვარებას. დაანებეთ მათ თავი და მიმართეთ გასტროენტეროლოგს, რომელიც ადეკვატურ მკურნალობას დაგინიშნავთ.

კითხვა: ჩემს 8 წლის ბიჭს დაუსვეს ჰიპოპიტუიტარიზმის დიაგნოზი. რა დაავადებაა ჰიპოპიტუიტარიზმი და რა ახასიათებს მას?

პასუხი: ჰიპოპიტუიტარიზმი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვით. ბავშვებში დაავადება უფრო ხშირად გამოიხატება   ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეფერხებით, შესაძლებელია მეორადი ჰიპოთირეოზი.

 

скачать dle 11.3