მხოლოდ ფაქტები
* დრუიდები, ძველი კელტების ქურუმები ახალ წელს ოქტომბრის ბოლო კვირას აღნიშნავდნენ. ახლა ამ დღეს ჰელოუინი აღინიშნება.
* მეცხრამეტე საუკუნეში ლონდონის ჰაიდ-პარკში უზარმაზარი სკულპტურა აღმართეს, რომელიც აქილევსს გამოსახავდა, თუმცა, რადგან ძეგლი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარების მეთაურს, ვატერლოოს ბრძოლის გმირს ართურ ველსლი ველინგტონს მიეძღვნა, აქილევსის თავი მისი სკულპტურული პორტრეტი იყო.
* აპარტეიდი ერთ-ერთ აფრიკულ ენაზე „გაყოფილად ცხოვრებას“ ნიშნავს.
* 1972 წლის დეკემბერში იტალიურ ქალაქ ბოლცანოში უნდა ჩატარებულიყო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ბრონქოპულმონარული გართულებები გრიპის შემდეგ“, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიდო, რადგან კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა გრიპით დაავადდა.
* გასული საუკუნის ბოლოს ორნიტოლოგებმა, როდესაც კოლუმბიის მთიან, ძნელად მისადგომ ადგილებს იკვლევდნენ, ნახევარი მილიონი დოლარი აღმოაჩინეს... თუთიყუშებთან. ეს ფრინველები თურმე ნარკომაფიოზებისთვის მოპარული დოლარებით ბუდეებს იშენებდნენ.
* ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტრან რასელი დიდად ერუდირებული ადამიანი იყო. მაგალითად, მან კარგად იცოდა საზღვაო სიგნალების ალმების ანბანი. ამბობენ, რომ სწორედ ამ ანბანის გამოყენებით შექმნა „ბირთვული განიარაღების“ სიმბოლო. აიღო მისი პირველი ასოების სიგნალების სილუეტები და სილამაზისთვის წრეში ჩასვა.
* 1817 წელს გერმანიის ქალაქ ბადენში მთავარმა მეტყევემ, სხვათა შორის, ტიტულით ბარონმა, კარლ ფრიდრიხ ფონ დრეზერმა ხის ოთხთვალათი 14 კილომეტრი გაიარა და საყოველთაო აღტაცებაც გამოიწვია. ეს იყო ველოსიპედის პირველი კონსტრუქცია.
* General Motors-ის სპეციალისტებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელიც უდიდესი ძალით ისვრის ჰაერში ფრინველების გვამებს... და თვითმფრინავების გამოსაცდელად გამოიყენება.
* ინდიელები კუნძულ იამაიკას „წყაროს კუნძულს“ უწოდებდნენ. ამბობენ, სწორედ ამ კუნძულზე დაამზადეს პირველად სასმელი „რომი“.