კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლენა ჰედი – „300 სპარტელისა” და „სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი

ინგლისელი კინომსახიობი ლენა ჰედი ცნობილია ბრუტალური როლებით მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, მათ შორის, 300 სპარტელზე გადაღებული ეპიკური ბლოკბასტერის „300” და ფილმის მეორე ნაწილით – „300: იმპერიის აღზევებაში” შესრულებული დედოფალი გორგოს როლით. მსახიობს საინტერესო ბიოგრაფია აქვს.

* ლენა ჰედი დაიბადა 1973 წლის 3 ოქტომბერს, ბერმუდის კუნძულებზე. მამა, ჯონ ჰედი, იორკშირის პოლიციის ოფიცერი, სამსახურიდან კუნძულებზე გაგზავნეს და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახი ბერმუდებზე ცხოვრობდა, სადაც დაიბადა მომავალი მსახიობი. 

* ბავშვობაში ლენა არ ინტერესდებოდა კინოთი, არ დადიოდა დრამატულ წრეზე და მხოლოდ პარიკმახერის პროფესიაზე ოცნებობდა.

* 17 წლის ასაკში ლენა ჰედი ქუჩაში აგენტმა შეამჩნია და ქასტინგზე მოიწვია. ასე მოხვდა ლენა ჰედი ფილმის – „წყალთან” გადასაღებ მოედანზე. ეს იყო ლენას დებიუტი კინოში, რომელმაც აღიარება მოუტანა. ამას მოჰყვა როლები გახმაურებულ ფილმებში: „ჯუნგლების წიგნი;” ტარზანზე გადაღებული ბლოკბასტერი, „ძმები გრიმები”, „მოსამართლე დრედი”, „წითელი ბარონი” და სხვა.

* თავისუფალ დროს ლენა ჰედი კრივით არის დაკავებული. ის ვეგეტარიანელია და იოგათი არის გატაცებული.

* 1994 წელს ფილმ „ჯუნგლების წიგნის” გადასაღებ მოედანზე ლენა ჰედიმ მსახიობი ჯეისონ ფლემინგი გაიცნო, რომელსაც შემდეგ 9 წელი ხვდებოდა. ლენას ხელზე ტაილანდურ ენაზე ტატუირებაც კი აქვს გაკეთებული – მას „ჯეისონი” უწერია. გარდა ამისა, ლენას სხეულს ათამდე სხვადასხვა ფორმის ტატუ ამშვენებს.

* 2007 წელს ლენა ჰედი ცოლად გაჰყვა პიტერ პოლ ლოუგრენს. 2010 წელს წყვილს  ვაჟი – უაილ ელიოტი ეყოლა, ხოლო 2012 წელს ლენა და პიტერი ოფიციალურად განქორწინდნენ.

* სერიალ „სამეფო კარის თამაშების” გადაღებების დროს, პარტნიორი, ბრიტანელი მსახიობი შონ ბინი ლენას ბუტერბროდებს ჰპარავდა. 

* „ძმებ გრიმებში” გადაღებების დროს, როლიდან გამომდინარე, ლენა ჰედის ბოცვერისთვის ტყავის გაცლა და გაფატვრის სწავლა მოუწია.

* ლენა ჰედი, კინემატოგრაფის პარალელურად, ტელევიზიაშიც აქტიურად არის დაკავებული, მის სახელს ორი პოპულარული ტელესერიალი უაკვშირდება: „ტერმინატორი: სარა კონორის ქრონიკები”, სადაც ის სარა კონორს ანსახიერებდა და, ასევე, მეგაპოპულარული სერიალი – „სამეფო კარის თამაშები”, სადაც იგი უარყოფით პერსონაჟს, სერსეი ლანისტერს თამაშობს.

* მსახიობი დიდ დროს ატარებს გადაფრენებში: ლენას ორი სახლი აქვს – ლოს-ანჯელესსა და ლონდონში; გარდა ამისა, „სამეფო კარის თამაშების” გადაღებები ბელფასტში მიმდინარეობს და მსახიობს ხშირად უწევს თვითმფრინავით გადაადგილება.

 

скачать dle 11.3