კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გათხრების შედეგად ბრიანსკის მხარეში ნაპოვნი ჯარისკაცის ნათესავებს საქართველოში ეძებენ

ეძებენ: მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული ჯარისკაცის, ბაგრატ ხაშევის ნათესავებს.

ისტორია: მაძიებელთა ჯგუფმა, რომელიც ბრიანსკის მხარეში გათხრებს აწარმოებდა, იპოვა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ნეშტი. ჩატანებული ჰქონდა კოვზი, რომელზეც ქართული წარწერაა გაკეთებული და დათარიღებულია 1941 წლით. ვთხოვ ჩვენს მკითხველს, ყურადღებით გაეცნოს სტატიას და, თუკი ვინმეს ეცნობა სტატიაში მოხსენიებული სახელი და გვარი ან იცნობს ჯარისკაცის ნათესავებს, დაგვიკავშირდეს.

ინტერვიუ მაძიებელთა ჯგუფის წარმომადგენელთან, ვალენტინა ვერბოვსკაიასთან:

– როგორც ვიცი, ბრიანსკის მხარეში მაძიებელთა ჯგუფი მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა ცხედრების ამოცნობით და მათი ნათესავების მოძიებით არის დაკავებული.

– დიახ, უკვე წლებია, რაც ამ პროგრამით მაძიებელთა კლუბის „ბრიანსკის ფრონტის“ ხელმძღვანელი და ძიების ინიციატორი მაქსიმ ვოლკოვი მუშაობს. მაქსიმმა და მისმა ჯგუფმა გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომმა უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და ჩვენთვის ისინი გმირები არიან. დიდი სურვილი გვაქვს, რითაც შეგვიძლია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. გადავწყვიტეთ, დახმარება თქვენთვის გვეთხოვა, რადგან ამა წლის გასულ თვეში, ბრიანსკის მხარეში გათხრების შედეგად აღმოვაჩინეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ნეშტი, რომელსაც ჩაყოლებული ჰქონდა რკინის კოვზი, მასზე კი ქართული წარწერაა გაკეთებული: „ბაგრატა ხაშევი. 1941 წელი.” ვვარაუდობთ, რომ კოვზის პატრონი ჯარისკაცი სწორედ საქართველოდან იყო და, შესაძლებელია, მას იქ დღემდე ჰყავს ნათესავები, რომლებმაც არც კი იციან ამ ჯარისკაცის ბედის შესახებ. შესაძლებელია, გვარი შემოკლებულია. ამ ყველაფერს ჩვენ მხოლოდ ჯარისკაცის ნათესავების პოვნის შემთხვევაში გავიგებთ. ჯერჯერობით კი ჩვენს ხელთ მხოლოდ ის გვაქვს, რომ კოვზზე წარწერა ქართულ ენაზეა გაკეთებული, მაშასადამე, მისი მფლობელი ან ქართველი იყო, ან ქართული კარგად იცოდა და, შესაბამისად, საქართველოდან იყო. გვინდა, ვიპოვოთ მისი ნათესავები და დავეხმაროთ მათ ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაში. ეს იქნება ის მინიმუმი, რაც შეგვიძლია, ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად გავაკეთოთ. პროგრამა, როგორც ხვდებით, საქველმოქმედო ხასიათისაა და კეთილ საქმეს ემსახურება. ჩვენ უკვე შევძელით და ვიპოვეთ უამრავი ადამიანი, რომლებმაც არც კი იცოდნენ, თუ სად ან როგორ დაიღუპნენ მათი წინაპრები მეორე მსოფლიო ომის დროს.

– თუ არსებობს რამე სხვა მანიშნებელი იმისა, რომ ნაპოვნი ჯარისკაცი ქართველი იყო ან მას საქართველოსთან ჰქონდა კავშირი?

– ჩვენს ხელთ მხოლოდ ნაპოვნი კოვზია ქართული წარწერით. თავისთავად ცხადია, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, დაზუსტებით ვამტკიცოთ, რომ დაღუპული ჯარისკაცი ქართველი იყო, მაგრამ, სხვა ინფორმაციის უქონლობის გამო, ისღა დაგვრჩენია, ამ ქართულ წარწერას დავეყრდნოთ. არის ორი ვარიანტი: ერთი, რომ კოვზის მფლობელი თავად იყო ქართველი ან საქართველოდან წასული და თავად გააკეთა ეს წარწერა; მეორე ვარიანტია, რომ მისმა მეგობარმა გაუკეთა საჩუქარი და მანვე მიაწერა კოვზს ჯარისკაცის სახელი და გვარი. თუმცა, მეორე ვარიანტის შემთხვევაშიც კი აღსანიშნავია, რომ ბაგრატმა იცოდა ქართული. შესაბამისად, ის ან ქართველი იყო ან – საქართველოდან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ, ის ხალხი, ვისაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული ან დაღუპული ჰყავს ახლობელი, ყურადღებით წაიკითხავს ამ სტატიას და გამოგვეხმაურება.

– რას აპირებს მაძიებელთა ჯგუფი ჯარისკაცის ნათესავების პოვნის შემთხვევაში?

– სურვილი გვაქვს, დავეხმაროთ ჯარისკაცის ნათესავებს მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაში. ეს საშუალებას მისცემდა მათ, ომში დაღუპული ჯარისკაცი მშობლიური მიწისთვის მიებარებინათ.

– სულ რამდენი ჯარისკაცი გყავთ ნაპოვნი ბრიანსკის მხარის ტერიტორიაზე?

– 27 ადამიანის ნეშტი ვიპოვეთ, 15-ის ვინაობა უკვე დადგენილია, 7 მათგანის ნათესავებს კი მივაგენით და ზოგიერთს თავის სამშობლოში გადასვენებაშიც დავეხმარეთ.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3