კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ღალატობს ზოგიერთი კაცი ცოლს მეგობრების წაქეზებით

ამბობენ, რომ მამაკაცის პატიოსნება და ერთგულება მხოლოდ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ანუ, თუ სათანადო გარემოება შეექმნა, ყველაზე ერთგული ქმარიც კი ვერ გაუძლებს ცდუნებას და ღალატით სულს დაიმძიმებს. იქნებ ეს მხოლოდ თავის მართლების ორიგინალური ფორმაა და მამაკაცები ამით ცდილობენ, ღალატზე ინდულგენციის მოპოვებას... ყოველ შემთხვევაში, ადამიანი ნამდვილად არის „სიტუაციური“ არსება. თუმცა, ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

 

ავთო (34 წლის): დიდი მექალთანე არასოდეს ვყოფილვარ. იმის თქმა მინდა, რომ ქალთან ურთიერთობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა ტრაბახის, თავის მოწონების თემა, ზოგიერთი ჩემი მეგობრისგან განსხვავებით.

– თქვენი მეგობრები ტრაბახობდნენ ქალებთან ურთიერთობით?

– მარტო ჩემი მეგობრები კი არა, ძალიან ბევრი მამაკაცი იწერს ამით „ქულებს“ და მე ეს მართებულად არ მიმაჩნდა. თუმცა, ქალები მეც მყავდა და ამაში გასაოცარი არაფერია. ვცდილობდი, ერთგული ვყოფილიყავი არც ისე სერიოზული ურთიერთობის დროსაც კი. ეტყობა, ბუნებით არ ვარ მოღალატე.

– ანუ, ბუნებით მოღალატე კაცები ცალკე კატეგორიაა?

– არ გჯერათ, რომ ღალატი ზოგიერთი ადამიანის ხასიათის ნაწილია? მნიშვნელობა არ აქვს, ქალია თუ კაცი. თუ ღალატი არაფრად მიგაჩნია და მარტივად უყურებ ამ ამბავს, მაშინ ამ საქციელს ღალატს არც ეძახი. ბევრ ქალთან ინტიმური ურთიერთობა, რა გამარჯვებაა – დღესაც არ მესმის. ოღონდ,  გულწრფელად გეუბნებით ამას. მეღიმებოდა, როცა ჩემი მეგობრები ყვებოდნენ, როგორ „აბამდნენ“ ქალებს.

– არ გჯერათ?

– საქმე  ამაში არ არის. შეიძლება, მჯეროდა და ისინიც სიმართლეს ყვებოდნენ, მაგრამ ზოგადად, ქალის მიმართ დამოკიდებულება არ მომწონდა. თუ ვინმეს დავშორებივარ, მე უფრო მინერვიულია, ვიდრე იმას.

– იქნებ თქვენ ფიქრობთ ასე, რეალობა კი სხვაა?

– არა, რატომ? რეალობაც ესაა. ჩემს ყოფილ შეყვარებულთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის უცხონი ვიყავით და დავშორდით. იმან სხვა იპოვა და მასთან თავს ბედნიერად გრძნობს.

 მერე მეც შევხვდი იმას, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. ოცდარვა წლის ვიყავი მაშინ და პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ის ჩემი ბედისწერა იყო. მეგობრები დამცინოდნენ – უნახავივით დაფეთდიო. მე ასე არ მიმაჩნდა და საერთოდაც, არასოდეს მიმიქცევია დიდი ყურადღება სხვების ლაპარაკისთვის. მთავარი იყო, მე რას ვგრძნობდი და რას განვიცდიდი. საკუთარ თავს ვუთხარი, ეს არის შენი ცხოვრების ქალი, რომელსაც არასოდეს უღალატებ და გვერდიდან არ მოიცილებ-მეთქი. ჩემი ოცნების ქალი სხვებს არ ჰგავდა. ლამაზი იყო, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე, გამგები, კეთილი და უბრალო. სანამ ახლოს გავიცნობდი, ცოტათი მეშინოდა მისი. უფრო სწორად, ვერ ვენდობოდი მის სექსუალურობას და მომხიბვლელობას... თუმცა, როცა ცოტა ახლოს მიმიშვა, მივხვდი, რომ საოცარ ადამიანთან მქონდა საქმე. არც მიფიქრია ბევრი – ორ თვეში ცოლად შევირთე... რატომ გიყვებით ამ ყველაფერს, მინდა, თქვენთან ერთად გავარკვიო, რამე სხვა მიზეზი ხომ არ იყო, რამაც საშინელი საქციელი ჩამადენინა. დღესაც ვნანობ, ყველაფერს გეფიცებით. ცოლობა რომ ვთხოვე, სერიოზულად მეშინოდა, რომ უარს მეტყოდა.

– რა შეიძლება, ყოფილიყო მისი უარის მიზეზი?

– არ ვიცი. ალბათ ის, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი იყო და მეც არ მჯეროდა, ასეთი ბედნიერების ღირსი თუ ვიყავი. შინაგანად მეშინოდა და ვუფრთხოდი ცოლქმრულ ურთიერთობას. მაგრამ, ჩემმა ცოლმა შეძლო და ქორწინების პირველივე დღეებიდან ბედნიერი გამხადა, საოცარი იყო ოჯახში მისი ფუსფუსი და მზრუნველობა. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. სამი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვიჩხუბია სერიოზულად, არ მომხდარა ასეთი რამ. ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ უკეთეს ცოლს ვერასოდეს ვიპოვიდი. ამიტომ, მართლა ვცდილობდი, არ დამეკარგა.

– რატომ უნდა დაგეკარგათ?

– იმიტომ, რომ მეც, როგორც ყველა კაცი, სტერეოტიპებისა და კომპლექსების მონა ვიყავი. რატომ არ ვეუბნებოდი ჩემს ცოლს, რომ ვგიჟდებოდი მასზე, რომ ის ჩემი ბედნიერება იყო – ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ცხოვრებაში გამაჩნდა?!

– ფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია?

– დიახ. ნამდვილად აუცილებელია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. იმიტომ რომ, როცა დავაშავე რაღაც და მინდოდა, ცოლისთვის პატიება მეთხოვა, ჩემი სიტყვები ყალბად და არადამაჯერებლად ჟღერდა. ჩვენი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე იყო დამყარებული. ანუ, მე გავაფუჭე მთავარი – რაც ჩვენ გვაერთიანებდა და გვკრავდა. არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ ვინმე უნდა გამოვიყვანო მთავარ დამნაშავედ. ყველამ თავის სისულელეებზე უნდა აგოს პასუხი. თუმცა, ჩემი მაგალითით მტკიცდება, რომ მამაკაცი მაინც სიტუაციური „ცხოველია“. ამას ვაღიარებ. ჩვენ დამოკიდებულები ვართ რაღაც-რაღაცეებზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შინაგანად, საკუთარი ნების წინააღმდეგ მივდივართ. ყველაფერი ძალიან კარგად გვქონდა და უცებ... ერთ-ერთ მეგობრულ თავყრილობაზეე, რომელზეც მარტო მამაკაცები ვიყავით, ლაპარაკი ქალებზე დაიწყო... ყველა ამბობდა, რომ რამდენიმე ქალი აუცილებლად უნდა ჰყავდეს კაცს, რომ თავდაჯერებული იყოს. ეს თურმე საჭიროა იმ საყვარელი ქალისთვისაც, რომელიც გვერდით გყავს. თავდაჯერებული მამაკაცი მას მეტ სიამოვნებას მიანიჭებს და „გახსნის“ ბოლომდე, როგორც ქალს. მერე ითვლიდნენ, ვის რამდენი ქალი ჰყავდა და უცებ... შემრცხვა. ჩემი ცოლი ჩემთვის მეორე სექსუალური პარტნიორი იყო. მე არც ერთხელ არ ვყოფილვარ ქალთან მხოლოდ ვნებით ანთებული. ვნების ცეცხლი – ერთწუთიანი სურვილი და სხვა არაფერი. უცებ მომინდა, ეს განმეცადა... უცებ ავდექი და წამოვედი მათგან. მნიშვნელოვანი საქმეები მოვიმიზეზე. სინამდვილეში არანაირი საქმე არ მქონდა, მაგრამ საკუთარ თავზე ვიყავი გაბრაზებული.

– გაბრაზებული იმიტომ, რომ ცოლს არ უღალატეთ?

– პრინციპში, ჰო. ადრე არასდროს შემრცხვენია იმის გამო, რომ ერთი ქალის ერთგული ვიყავი და არ მქონდა სურვილი, ცოლისთვის მეღალატა. ჩემი მეგობრების ლაპარაკმა გულში ეჭვის მარცვალი ჩამითესა, რომ სწორად არ ვიქცეოდი.

– ეს ხომ არალოგიკურია?

– გეთანხმებით, არ არის ლოგიკური და ჩემი მხრიდან არასრულფასოვნების გამოვლინებას ჰგავს. მაგრამ, ფაქტი ესაა და ვეღარსად გავექცევი.

– ამ ფორმით ხომ არ ცდილობთ თქვენი ღალატის გამართლებას?

– არა. ჩემი დანაშაული სრულიად მაქვს გაცნობიერებული. უბრალოდ, აკრძალული ხილის გასინჯვის ცდუნება იყო ძალიან დიდი, რომელსაც ვერ მოვერიე და ძალიან მრცხვენია ამის. იმიტომაც, რომ საკუთარ თავთან შემიქმნა პრობლემები. არავითარ შემთხვევაში, არ მინდოდა, გული მეტკინა ჩემი ცოლისთვის. ძალიან მინდა, კარგად გამიგოთ. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე გამოვიდა, მაგრამ ფიქრებით უკვე ვღალატობდი ჩემს ცოლს. ვფიქრობდი სხვა ქალთან ინტიმზე და ვეძებდი ამ ურთიერთობას. იდიოტური კითხვებიც მომდიოდა თავში – ერთხელ რომ ვუღალატო, ეს იქნება ღალატი-მეთქი? ვიცი, რომ ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს, მაგრამ... რომ „დავიპროგრამე“ თავი, ლოგიკურ შედეგამდეც მივედი. ვეძებდი და ვიპოვე, თუმცა ამან ვერც თვითკმაყოფილება მომგვარა და ვერც ბედნიერება მომიტანა.

– არ გქონდათ იმისი შიში, რომ ცოლი გაიგებდა თქვენს ამბავს და მერე რა მოხდებოდა, ამაზე თუ იფიქრეთ?

– როგორ არ ვიფიქრე და ახლა სწორედ მაგას ვნერვიულობ. თანაც, ვნერვიულობ უკვე ავადმყოფურად. ეს ამბავი თავის ტკივილად მექცა.

– სამაგიეროდ, თქვენც გაქვთ სატრაბახო მეგობრებთან.

– ამას უკვე აღარ აქვს აზრი. იმდენად მაწუხებს სინდისი და ისე ცუდად ვგრძნობ თავს. მათი ბრალია, რომ ახლა ამ დღეში ვარ.

 

скачать dle 11.3