კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ამერიკაში ერთ-ერთ პოპულარულ რეალითი შოუში 25 ათას კონკურსანტს შორის გამარჯვებული თეა ცუცქირიძე და რატომ დადიან მისი კერძების გასასინჯად ამერიკელი კონგრესმენები

თეა ცუცქირიძე წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ჯერ კიდევ პატარა იყო, ნიუ-იორკში ცხოვრებაზე რომ ოცნებობდა. ეს ოცნება მან მოგვიანებით აისრულა. რაც მთავარია, მან ამერიკაში კულინარიული ნიჭი გამოავლინა და ცნობილ კულინარიულ რეალითი შოუში 25 ათასი მონაწილედან 4 საუკეთესოში მოხვდა. სულ მალე, ის ძალებს ფინალურ შოუში მოსინჯავს. რაც მთავარია, თეა კერძების მომზადებისას აუცილებლად იყენებს ქართულ რეცეპტს, ქართულ სულს დებს მათში და ამიტომაცაა, რომ მისი მომზადებული კერძები ცნობილ შეფებს განსაკუთრებულად მოსწონთ. გარდა ამისა, თეა მაყურებელშიც დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. რადგან თეა დღეს ძალიან დაკავებულია და საფინალო შოუსთვის ემზადება, ამიტომ მის შესახებ საუბარი თეას მეგობარს, ხათუნა აბაშიძეს ვთხოვეთ. 

 

ხათუნა აბაშიძე: თეა იმერეთში დაიბადა და გაიზარდა, იქ დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა უცხო ენების ინსტიტუტში გააგრძელა. 7 წლის იყო, დედას რომ ეხმარებოდა საჭმელების მომზადებაში. თან, ინგრედიენტებსაც თვითონ არჩევდა, იგონებდა, ამატებდა და სხვანაირად ამზადებდა. პატარაობიდან უყვარდა ფუსფუსი სამზარეულოში, როგორც ჩანს, ეს ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა. თან, ისე ლამაზად აფორმებდა კერძებს... ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჯერ კიდევ 10 წლის ბავშვს ოთახში ნიუ-იორკის ფოტო ეკიდა, მამას აჩვენებდა და ეუბნებოდა: მე აუცილებლად წავალ ნიუ-იორკშიო. მაშინ ამერიკაში წასვლა არ იყო ასეთი მარტივი, მაგრამ თეას მიზნად ჰქონდა დასახული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ამერიკაში წავიდა, რომ ენა უკეთესად შეესწავლა. მანჰეტენზე არის ინტერნაციონალური კოლეჯი, სადაც ის სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას და ისტორიას. რადგან სტუდენტი იყო, თავის გატანა სჭირდებოდა, ამიტომ თავიდან ერთ-ერთ ოჯახში მზარეულად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის ჩასული იყო ამერიკაში, ავტობუსის გაჩერებაზე ერთი ბიჭი რომ დაინახა და როგორც თავად ამბობს: მაშინვე მივხვდი, ის „ის“ იყო და ის მიხვდა, რომ მე „მე“ ვიყავიო. გაიცნეს ერთმანეთი, 6 თვის განმავლობაში ჯოზეფმა ისეთი რაღაცეები გააკეთა, საბოლოოდ, მოხიბლა თეა. შემდეგ დაქორწინდნენ. 

– ამერიკელია თეას ქმარი? 

– თეას მეუღლე ჯოზეფ ევანსი ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს, თუმცა დედა ჰყავს იტალიელი, მამა – ბრიტანელი. ძალიან კარგი პიროვნებაა, ყურადღებიანი. დღემდე ყოველ კვირა უგზავნის თეას ყვავილებს. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად უყვარს მეუღლე. თეა რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას, დედა ჰყავდა ცუდად და ამას ძალიან განიცდიდა. ამიტომ, ჯოზეფი თეას გარეშე ჩამოვიდა საქართველოში. ისე მოეწონა, რომ თეას გარეშე მეორედაც ჩამოვიდა. შემდეგ მცხეთაში ჯვარი დაიწერეს, მანამდე კი ჯოზეფი, რომელიც კათოლიკეა, მართლმადიდებლურად მოინათლა. მას იმდენად მოსწონს საქართველო და უყვარს, რომ გადაწყვიტა, საქართველოში სხვა მისიით ჩამოვიდეს. ამიტომ, დაიწყო მეცადინეობა კონსულის გამოცდების ჩასაბარებლად. თუმცა, ერთი რამ უკვე გადაწყვეტილი აქვთ: პენსიაზე რომ გავლენ, უნდათ, საქართველოში იცხოვრონ. ამერიკაშიც, თავის სახლში, თეას ყველაფერი ქართულად აქვს გაკეთებული – საკუთარი ხელით გააკეთა რემონტი, ფარდები შეკერა – ქართული სული ტრიალებს მათ ბინაში. ახლა ორი შვილი ჰყავს – ეშლი და სოფია. რადგან თეას ძალიან უნდოდა და ოცნებად ჰქონდა გადაქცეული კულინარიის სკოლაში ჩაბარება, ამიტომ ჩააბარა მანჰეტენზე კულინარიულ სკოლაში. 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. მას ასწავლიდნენ საფრანგეთსა და ნიუ-იორკში ცნობილი შეფ-მზარეულები. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში ის არაერთ ცნობილ შეფ-მზარეულს შეხვდა. 

– სულ ახალხან, თეა ძალიან ცნობილ სატელევიზიო რეალითი შოუში მონაწილეობდა, რომელიც ძალიან პოპულარული და წარმატებულია ამერიკაში. 

– ამერიკაში არის ასეთი არხი Food Channel, სადაც გადის ცნობილი რეალითი შოუ Chopped, უკვე რამდენიმე სეზონი იყო. თეა ამ რეალითი შოუში მონაწილეობდა. ჯოზეფმა გაგზავნა მისი მონაცემები და მიიწვიეს. საბოლოოდ, გასაუბრებაზე 25 ათასი კონკურენტიდან 150 აარჩიეს და მათ შორის იყო თეა. მას ისეთ შეფ-მზარეულებთან ერთად გამოსვლა მოუწია, რომლებიც ცნობილ რესტორნებში მუშაობენ. თეამ ყველა ეტაპი წარმატებულად გადალახა და საბოლოოდ, გაიმარჯვა – ფინალში გავიდა. პირველი დავალება იყო „აპეტაიზერის“ მომზადება. გამოაცხო ქართული ლავაში, რომელშიც ჩადო მომზადებული ღვიძლი, რაც ძალიან მოეწონათ. მათთვის უცხო იყო. ამის შემდეგ 4 მონაწილედან, სამი დარჩა. შემდეგ შეწვეს იხვის ჭუკები – თეამ  ქართულად შეწვა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სუნელები არ ჰქონდა, ისე აურია ყველაფერი, რომ ჟიურის გაოცებაც გამოიწვია. მათ აღნიშნეს – აშკარად გეტყობათ, განსხვავებული და სპეციფიური ქვეყნიდან რომ ხართო. ამის შემდეგ, უკვე ორი მონაწილე დატოვეს, რომლებსაც მესამე რაუნდში ნამცხვარი უნდა გამოეცხოთ და საბოლოოდ, თეამ გაიმარჯვა.  ყოველ კვირა ტარდება შეჯიბრება და ირჩევენ გამარჯვებულ შეფებს, საბოლოოდ, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ფინალისთვის 200-დან უნდა აერჩიათ 4 გამარჯვებული და სწორედ მათ შორის მოხვდა თეა. მასზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. მისი განსახვავებული რეცეპტით მომზადებული კერძები ძალიან მოეწონათ. აღნიშნეს, რომ ძალიან გემრიელი იყო და სწრაფი ხელიც ჰქონდა. პლუს – ხალხის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ რეიტინგებში პირველი ადგილი დაიკავა და შანსი არავის დაუტოვა. გარდა ამისა, თეას 26 აპრილს ჰქონდა წინასაფინალო კონკურსი, გასაუბრება ჟიურის წევრებთან, სადაც 5 რჩეული მზარეული ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ინდივიდუალურად ხდებოდა გასაუბრება და თითოეული ჟიურის მიერ დავალებულ კერძს ამზადებდა, თან კითხვებს პასუხობდა. თეამ წარმატებულად გაართვა თავი. ახლა ფინალისთვის ემზადება, სადაც ძალიან ძლიერი კონკურენტები ეყოლება. მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ იქაც გვასახელებს ჩვენი თეა. საპრიზო ფონდიც ძალიან დიდია, გამარჯვებული სერიოზულ თანხას იგებს. თეას ძალიან უნდა, საკუთარი, პატარა რესტორნის გახსნა და იმედია, ამ ოცნებას აისრულებს. თან, ფინალში რა კერძის მომზადებას დაავალებენ, ჯერ არ იცის. მანამდეც ასე ხდებოდა: შოუს დაწყებამდე ყველას აძლევენ ერთი და იგივე ინგრედიენტებს და უნდა მოამზადონ კერძი. ასე იქნება ფინალშიც – ეს სიურპრიზია ყველასთვის. სხვათა შორის, ამ შოუს შემდეგ თეა ძალიან პოპულარული გახდა. სხვა შოუშიც მიიწვიეს და მუშაობა დაიწყო ხუთვარსკვლავიან რესტორანში Fire Fly – „ციცინათელაში“. რესტორანში ხალხის ნაკადი არ წყდება, თეას მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ, წინასწარ ეწერებიან და გარდა ამისა, თეასთან ერთად იღებენ ფოტოებს, ავტოგრაფებს ართმევენ. ეს გადაცემა ამერიკაში ძალიან პოპულარულია, ამიტომ რესტორნის წინ დიდი რეკლამაც იყო თეას ფოტოთი.  რაც მთავარია, ამ რესტორანში თეამ ბევრი ქართული კერძი შეიტანა, მათ შორის, ისპანახი, ჭარხალი, ხაჭაპური, ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა, ხორციანი ბლინები. თან, ამ ყველაფერს ძალიან ლამაზად აფორმებს და ეს განსაკუთრებულად მოსწონთ. ზოგჯერ ხინკალსაც აკეთებს, თხის მაწონს, ყველს, სახლში ქართულ პურსაც აცხობს. ყველამ იცის, რომ რესტორნის შეფ-მზარეული ქართველია და ეს განსაკუთრებულად მოსწონთ, აინტერესებთ. მენიუშიც ყოველთვის მითითებულია რაღაც კერძი ქართულად. ყოველთვის ცვლის მენიუს, თან თავიდან ბოლომდე. სხვათა შორის, ამბობს, თუ ვინმე საქართველოში შემომთავაზებს თანამშრომლობას, აუცილებლად ჩავალ და ჩემს გამოცდილებას გავუზაირებო. რესტორანში, ძირითადად, ქალაქის მერი, კონგრესმენები, ბევრი ცნობილი პიროვნება დადის. მათ ძალიან მოსწონთ ქართული კერძები, განსაკუთრებით ისპანახი, ხინკალიც გასინჯეს. აგვისტოს ომის დროს, თეას შვილები საქართველოში იყვნენ ჩამოსულები, ჩარჩნენ იმერეთში და ვეღარ ბრუნდებოდნენ ამერიკაში. ბავშვები ამერიკლები არიან, ამიტომ მათ ჩამოსაყვანად ამერიკიდან ჩამოვიდა კონგრესმენი, ქრის სმიტი და დაეხმარა ბავშვების ამერიკაში ჩაყვანაში. შემდეგ ჯოზეფიც ჩამოვიდა და ბავშვები ჩაიყვანეს ამერიკაში მშვიდობიანად. სოფია ქართულად ძალიან კარგად საუბრობდა, მაგრამ მას შემდეგ საერთოდ აღარ ლაპარაკობს ქართულად. როგორც ჩანს, მასზე ომის ამბებმა ძალიან იმოქმედა. 

 – თეა რესტორნის გარდა, კერძო ივენთებზეც თუ მუშაობს?

– ზოგადად, თეა იმდენად მიზანდასახულია, რომ ამით არ კმაყოფილდება, უნდა, წინ წავიდეს. თუმცა, ის პირველი ქართველია, რომელიც ასეთ ცნობილ კულინარიულ შოუში მონაწილეობდა და თან, ამდენ ამერიკელში გაიმარჯვა სწორედ თავისი ქართული სულით, ხასიათით. რა თქმა უნდა, როდესაც რესტორანში რაღაც კერძი მოსწონთ, მერე სთხოვენ: ქორწილი მაქვს, დაბადების დღე და თუ მოგვიმზადებ ამ კერძს, ან გამოგვიცხობ ტორტსო. თეაც არ ამბობს უარს, იღებს შეკვეთებს. ტორტსაც კი ქართული რეცეპტით აცხობს და ესეც ძალიან მოსწონთ. თეა დღემდე მიიჩნევს, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს მიუძღვის, რადგან მათი გვერდში დგომით გახდა ასეთი და აიხდინა ოცნება. 

 

скачать dle 11.3