კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს ცოლს და-ძმამ ყველაფერი წაართვა

ცოლი ცოტა გვიან შევირთე. მანჩოც შუათანა შვილი იყო თავისი მშობლების (უფროსი და და უმცროსი ძმა ჰყავს) და მეც. მე და ჩემს და-ძმას დღემდე ისეთი ურთიერთობა გვაქვს, მთელ უბანში, საახლობლოსა და სამეგობროშია სალაპარაკო. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ, ერთმანეთით ვსუნთქავთ და ვარსებობთ, რაც ჩემს ცოლს ყოველთვის ძალიან უკვირდა (თუმცა, ვაღიარებ, რომ მოსწონდა და თვითონაც კარგად იყო ჩემიანებთან), რადგან, იმავეს თქმა, თავის და-ძმაზე ნამდვილად არ შეეძლო. მისი უფროსი და, ნუცა, ძალიან თავისებური ქალია – ოფიციალური, უემოციო. ყოველთვის ისე ეჭირა თავი, ზედმეტად ტელეფონით დარეკვასაც კი ვერ გაუბედავდი, არათუ თანადგომას ან დახმარების თხოვნას. სხვათა შორის, თვითონაც არ იცოდა ხშირად შეწუხება, მაგრამ, თუ რამე დასჭირდებოდა, ისე ახერხებდა თქმას, აქეთ გაგიხარდებოდა, ოღონდ კი მისთვის რამე გაგეკეთებინა. შვილებიც ასეთები გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მისი შვილები თითქმის თანატოლები იყვნენ და ერთ სკოლაშიც სწავლობდნენ, დეიდაშვილებს პრაქტიკულად, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ ერთმანეთთან. ჩვენც, ძირითადად, მხოლოდ ნათესავების ქორწილებში ან პანაშვიდებზე თუ ვხვდებოდით ხოლმე და მაშინაც არაფერი გვქონდა სალაპარაკო. რაც შეეხება უმცროს ძმას, ის ჩემი და მანჩოს დაქორწინებიდან ორ წელიწადში, გერმანიაში წავიდა სამუშაოდ, მერე იქაური ქალი შეირთო ცოლად და თითქმის ოცი წლის განმავლობაში სამჯერ თუ ოთხჯერ ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენ რომ არ ვენატრებოდით, ასე თუ ისე გასაგები იყო, მაგრამ, უკვე მოხუც მშობლებს, რომლებიც პენსიის ამარა არიან დარჩენილები, ახალგაზრდა კაცმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს? მით უმეტეს, რომ ჩემს სიდედრსაც და სიმამრსაც სიცოცხლის ბოლომდე მასზე ამოსდიოდათ მზე.

ისე მოხდა, რომ მანჩოს მშობლებმა თითქმის სამ-სამი წელი იავადმყოფეს (ლოგინად იყვნენ), თან, ასაკის გამო ორივეს საშინელი სკლეროზი ჰქონდა, პლუს, ჩემმა სიდედრმა ლოგინში ფეხი მოიტეხა და, მოგეხსენებათ, როგორია ასეთი მოხუცების მოვლა, მით უფრო, როცა არ გაქვს სტაბილური შემოსავალი (ჩემი სამსახური დაიხურა, მანჩო კი ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანეს) და ორი სტუდენტრი შვილიც სარჩენი გვყავს. ისე აეწყო, რომ რადგან ჩემმა ცოლმა ითავა მშობლების მოვლა, მისმა დამ, რომ იტყვიან, ხელები დაიბანა, დედ-მამის სანახავადაც კი არ კადრულობდა მოსვლას, აღარაფერს ვამბობ მატერიალურ დახმარებაზე. სხვისი ქონება არასდროს დამითვლია, მაგრამ, ნუცა ძალიან კარგად ცხოვრობდა – მის ქმარს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა და ცოლ-შვილს ხელისგულზე ატარებდა, იმ დონეზე, რომ თვეში ერთხელ ხან სად მიემგზავრებოდნენ კრუიზით და ხან – სად. საწყალ მოხუცებს ენატრებოდათ, მაგრამ, ძალიან „დაკავებული იყო“ და მეზობელი კვარტლიდან ვერ ახერხებდა მათ ნახვას, მიუხედავად იმისა, რომ ბინაც და მისი ქმრის ბიზნესის წამოწყებაც, მთლიანად ჩემი სიდედრის დამსახურება გახლდათ: უფროს ქალიშვილს თავისი მშობლების ბინა აჩუქა და სიძეს საკმაოდ დიდი თანხა მისცა საქმის დასაწყებად. რაც შეეხება ძმას, სულ რამდენჯერმე გამოუგზავნა მშობლებს ას-ასი ევრო და ამით ამოწურა შვილის მოვალეობის შესრულება.  ისე ვუარეთ მოხუცებს მე და მანჩომ წლების განმავლობაში, ერთხელ არ დაურეკავს არც ერთს და არ უკითხავს, როგორ არიანო. მაგრამ, გარდაიცვალნენ თუ არა, ჯერ ნუცამ აგვიტალახა სახლის კარი, შემდეგ კი ის ვაჟბატონიც ჩამოვიდა და მშობლებისეულ ბინაზე ორივემ პრეტენზია განაცხადა. მთავარი კი ის არის, რომ ნუცას დედ-მამის მიცემული ბინის გარდა, კიდევ სამი ბინა აქვს თბილისის ცენტრში, ვახო კი (ძმა) საერთოდ აღარ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. მაგრამ, წილი მაინც უნდა (თუმცა, ოროთახიანი ბინა მასაც უყიდა მამამისმა თავის დროზე, რომელიც მერე ვალების გამო გაყიდა). მოკლედ, მოვიდნენ ჩვენთან ნუცა და ვახო, დასხდნენ, მოილაპარაკეს და დაადგინეს: ავეჯი (რომელიც არაფრად აღარ ვარგა) – მანჩოს, ბინა კი უნდა გაყიდონ და ფული თვითონ გაიყონ, ან, ორ ერთოთახიან ბინაზე გადაცვალონ.

ყველაზე საოცარი კი ამ ისტორიაში ის არის, რომ, წილის მოთხოვნის დროს ნუცამ განაცხადა, მე ყველაზე მეტი მეკუთვნის, რადგან, თამარა დედაჩემი არ იყო, მე მამაჩემის მოყოლილი შვილი ვარო. მანჩოსაც და ვახოსაც პირი დარჩათ ღია – არც ერთმა არ იცოდა, რომ ნუცა მათთვის ნახევარდა იყო. არადა, საწყალი თამარა ისე ანებივრებდა, მანჩომ თქვა, მთელი ბავშვობა ვეჭვიანობდი, დედაჩემს ნუცა ჩვენზე მეტად უყვარდაო. სწორედ იმ დღეს „გამოგვიტყდა“ ნუცა, რატომაც არ მოდიოდა თამარას სანახავად – დედაჩემი არ იყო და მე რატომ უნდა მიმეხედაო. საწყალი თამარა, დედისგან მიტოვებული ბავშვი საკუთარი შვილივით გაზარდა, ამან კი ერთხელ სანახავად მოსვლაც არ იკადრა; სამაგიეროდ, მისი სამკაულები მთლიანად თვითონ წაიღო და მისი ბინიდან ნახევარი წილი მოითხოვა. მანჩო კი ვითომ არც ყოფილა თავისი მშობლების შვილი, ისიც კი არ უკითხავს, არც დას და არც ძმას, ლოგინად ჩავარდნილი ორი მოხუცის მოვლასა და რჩენას რით ახერხებდითო.

ნუგზარი, 51 წლის.

скачать dle 11.3