Gino Paradise Tbilisi – გართობისა და დასვენების ახალი სტილი
Gino Paradise Tbilisi ის ერთადერთი ადგილია, სხვათა შორის, არა მხოლოდ თბილისსა და საქართველოში, იმიერსა თუ ამიერკავკასიაში, არამედ – მთელ აღმოსავლეთ ევროპაშიც კი – სადაც წელიწადის დროები არ იგრძნობა და რელაქსაციისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება ისეთივე წარმატებით შეიძლება ზაფხულში, როგორც ზამთარში, შემოდგომასა თუ გაზაფხულზე.
Gino Paradise Tbilisi – მრავალფუნქციური აკვა-პარკი – 22 ჰექტარზეა განთავსებული და ერთდროულად შეუძლია, მოემსახუროს ნებისმიერი ასაკის 10 000-მდე ვიზიტორს დღის განმავლობაში. რაც მთავარია, შეუქმნას სრული კომფორტი, მიანიჭოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და შესთავაზოს შეგრძნებების ისეთი სპექტრი, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
Gino Paradise Tbilisi –ში თქვენ გელით უმაღლესი სტანდარტის ღია და დახურული, სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი აუზები სხვადასხვა ეგზოტიკური და მოულოდნელი ატრაქციებით; სხვადასხვა ფორმისა და არომატის ჯაკუზები როგორც ღია, ისე დახურულ არეალში. აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე სწრაფი და მაღალი – 31-მეტრიანი ტოპოგანით – რომლის დახმარებითაც თქვენ საათში 60 კილომეტრს განავითარებთ და რაც ადრენალინის აქამდე არნახულ მოზღვავებას განგაცდევინებთ. ასევე, თქვენ გელით გემი „ჯინო“ – მარილიანი წყლის ჯაკუზით და ბარით გემბანზე, სადაც უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს დააგემოვნებთ.
Gino Paradise Tbilisi-ს ველნეს და სპა ცენტრში თქვენს განკარგულებაშია 12 სხვადასხვა ტიპის საუნა, არჩევანი თქვენზეა: „რომაული საუნა“ ძველი ელინების მომაჯადოებელი სურნელით აგავსებთ; „მცენარეული საუნა“ გაზაფხულსა და მზის არომატით დაათრობს თქვენს სხეულს; „მარილის საუნა“ ტოქსინებისგან გაგათავისუფლებთ; „ინფრაწითელ საუნაში“ იმავდროულად გაირუჯებით; „საუნა მელიის სორო“ თავს ზღაპრული სამყაროს პერსონაჟად გაგრძნობინებთ; „სურნელოვანი საუნა“ სურნელოვანი არომატებით გააჯერებს თქვენს სხეულს, „მენთოლის საუნა“ გაგარილებთ და ინჰალაციის შეუდარებელ ეფექტს მოახდენს, კლასიკურ „ფინურ საუნაში“ კი დახვეწილი დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები მოგხიბლავთ. საუნების მოგზაურობიდან შეგრძნებებს ცივი და თბილი წყლებით სავსე ქვიანი სავალი ბილიკი გაგიმძაფრებთ. გამოგაფხიზლებთ შხაპი გაზაფხულის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ეფექტით, ისევე, როგორც გამოქვაბული წყაროს ცივი წყლით. ბოლოს კი, ტეპიდარიუმში მოისვენებთ – მიღებული შთაბეჭდილებების სრულად აღსაქმელად.
თქვენს ორგანიზმს კი რეგენერაციაში ალექსანდრე მაკედონელის 24-კარატიანი ოქროს ტახტის ზუსტი ასლი დაეხმარება.
Excellent ზონაში პრივატული „ფინური საუნით“ ისარგებლებთ და ზაფხულის მზის მცხუნვარე სხივებს „ყინულისა და თოვლცვენის ოთახში“ გააგრილებთ.
კლეოპატრას ოქროთი მოპირკეთებული აბაზანებში მიიღებთ, შამპანურის, ღვინის, მენთოლის, ყვავილების ან რძის სარელაქსაციო აბაზანას. ნატურალური ხის ჯაკუზ „ლუდის კათხაში“ შემთბარ ლუდში ინებივრებთ, იქვე კი, თუ ამის სურვილი გექნათ, ცივ ლუდსაც დააგემოვნებთ.
Gino Paradise Tbilisi სპა-ცენტრში შეგიძლიათ, ჩაიტაროთ ევროპაში აღიარებული ბრენდის – „სტენდერსის“ პროდუქციის პროცედურები: სარელაქსაციო, არომა და გამაჯანსაღებელი მასაჟი; სხეულის პილინგი და გადახვევა 100-პროცენტიანი ნატურალური პროდუქტებით. ჰიდრომასაჟი, სამასაჟე ოთახები როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილებისათვის, საპნის, ანუ ეგრეთ წოდებული - თურქული მასაჟი. მასაჟის ოთახში კი Gino Paradise Tbilisi-ს მასაჟის ჯადოსნურხელებიანი ვირტუოზები უამრავი ნაირსახეობის მასაჟს შემოგთავაზებენ, რომელთა ხანგრძლივობა 10 წუთიდან იწყება და ორ საათზე მეტხანს გრძელდება: დამიჯერეთ, ეს აუცილებლად უნდა გამოსცადოთ!
რაც მთავარია, Gino Paradise Tbilisi-ს სხვადასხვა ტიპის პაკეტის შეძენა შეგიძლიათ (ECONOM, STANDART, BUSSINESS, VIP, EXELLENT), რაც ნებისმიერი შეძლების ადამიანს აძლევს საშუალებას ისარგებლოს ამ გრანდიოზული აკვა-პარკის მომსახურებებით.
გარდა ზემოჩამოთვლილი მომსახურებებისა, Gino Paradise Tbilisi-ში არაერთი სოციალური თუ გასართობი ღონისძიება გაიმართა.
სიყვარულის დღეს, დიზაინერ ანუკი არეშიძის ინიციატივითა და Gino Paradise Tbilisi-ს ის ორგანიზებით, ჩატარდა აქცია ონკოლოგიური პრობლემების მქონე ქალბატონებისთვის: მათ ჯანმრთელობის გასაკაჟებელი პაკეტები საჩუქრად გადაეცათ და ამიერიდან საცურაო აუზითა და გამაჯანსაღებელი ვარჯიშებით უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ.
24 აპრილს ხელოვნების სახლის მონაწილეობით, ზალიკო ბერგერისა და ანა ჩანგიანის ორგანიზებით, ახალი საბავშვო კოლექციისთვის ფოტოსესია გაიმართა. 4 მაისს Gino Paradise Tbilisi-ს სტუმრები ზალიკო ბერგერის საბავშვო მოდების ჩვენებას დაესწრნენ, გაჯერებულს უამრავი სიურპრიზით როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის. ღონისძიება თათია სვანიძემ გააფორმა. ასევე, ჩატარდა კონცერტი, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ალბათ, უკვე იცით, რომ Gino Paradise Tbilisi-ს ყველაზე ცნობილი და პოპულარული პროექტის - „ცეკვავენ ვარკვლავების“ მეოთხე სეზონის ოფიციალური პარტნიორია და მისი მონაწილეებიც ყოველ კვირას ესტუმრებიან აკვა-პარკს. Gino Paradise Tbilisi პარტნიორებთან ერთად მომავალშიც გაანებივრებს თავის სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და საინტერესო ღონისძიებებით. თქვენ კი გირჩევთ: ნუ გვენდობით სიტყვაზე, უბრალოდ ეწვიეთ ამ საოცარ ადგილს თბილისის ზღვაზე!
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 599–88–09–89, +995 322 15–85–85
ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს www.ginoparadise.ge და „ფეისბუქის“ გვერდს Gino Paradise Tbilisi