კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავით ნაფეტვარიძე – ერთი წელი დიდუბელების სამსახურში და საყვარელი უბნის ხმა საკრებულოში

  საარჩევნო მარათონი თბილისში  ძალებს იკრებს.  დიდუბის რაიონში საკრებულოს მანდატისთვის 29 წლის დავით ნაფეტვარიძე იბრძვის – ენერგიული და საქმიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც წლების განმავლობაში  საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მეკარე იყო.  სპორტული აზარტი არც ცხოვრებაში აკლია, სულ ერთი წელი იყი დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე და მის „ანგარიშზე” დიდუბის მოსახლეობისთვის გაკეთებული უამრავი კარგი  საქმეა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ  დიდუბესა თუ პლეხანოვზე, ცოტა თუ მოიძებნება ვინმე, მას არ იცნობდეს. ტრადიციულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა,  საყვარელ უბანში ყველა ქუჩა და ჩიხი ზეპირად იცის. საზოგადოებრივი საქმიანობის „დებიუტი” ძალიან პატარა ასაკში ჰქონდა, როცა მეგობრებთან ერთად საკუთარ ქუჩაზე პატარა სკვერის გაკეთება დაიწყო. ამბობს, რომ არ უყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება,  დღეს ბევრად უფრო დიდი გეგმები აქვს, რომელთა განხორციელებასაც დიდუბის და პლეხანოვის მოსახლეობას უკვე საკრებულოს მანდატით ჰპირდება.   

 

– ბატონო დავით, რატომ გადაწყვიტეთ საკრებულოს მძიმე საარჩევნო  ბატალიებში ჩართვა და დიდუბის რაიონის  დეპუტატობა? 

– დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე ვარ დაბადებული და გაზრდილი. 29 წელია, ამ რაიონში ვცხოვრობ, შესაბამისად, მთელი ჩემი ცხოვრებით დიდუბესთან ვარ დაკავშირებული. აქ ყველა ქუჩა, და ჩიხი ზეპირად ვიცი.  ბავშვობიდან  აქტიური  ვიყავი, სახლში ვერ მაჩერებდნენ. საკმაოდ  პატარა ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად  მირცხულოვას ქუჩაზე  სკვერის გაკეთება რომ გადავწყვიტე. მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს და გამოგვივიდა. ეს იყო ჩემი პირველი „საზოგადოებრივი საქმე”. ცოტა გავიზარდე და უბნის პრობლემების მოგვარებით ხან ვის ვაწუხებდი, ხან – ვის.  დედაჩემი საბავშვო ბაგა-ბაღის  დირექტორია, მამა – ეკონომისტი, მაგრამ არ მუშაობს. დიდუბეში ცხოვრობს ჩემი ოჯახი, აქ იზრდება ჩემი ორი შვილი, მყავს დიდი სამეგობრო. ჩვენს ოჯახსაც იგივე პრობლემები აწუხებს, რაც ყველა ჩვეულებრივ ოჯახს, საშუალო დონის მცხოვრებ თბილისელს. ჩვენი სახლის კარი, ყოველთვის ღიაა მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის – ამ ურთიერთობებით  ვარ გაზრდილი. ასე რომ, შორს წასვლა არ მჭირდება იმის გასაგებად, დიდუბელებს რა აწუხებთ. პირადი ურთიერთობებით საქმეში ბევრი რამ უფრო იოლად გვარდება და ეს საკუთარ მაგალითზე მაქვს გამოცდილი. ერთი  წელი  ვიყავი დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე. ამ პერიოდში უფრო ღრმად ჩავიხედე პრობლემებში. ზუსტად ვიცი, რომელ ქუჩაზე რა უჭირს ხალხს.   თუ საშუალება მომეცემა და გავხდები საკრებულოს დეპუტატი დიდუბის რაიონიდან, ჩემს გუნდთან ერთად მე მოვაგვარებ იმ პრობლემებს, რაც ასე მნიშვნელოვანია დიდუბისთვის. ჩემი ამ ერთწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი უბნისთვის მე აქამდეც ვიყავი „ხმა“ დედაქალაქის ხელმძღვანელობაში. მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ჩართვას. საკუთარ თავში ვხედავ ძალას, რესურსსა და სურვილს, გავაკეთო საქმე, რომელიც აქაურობას სჭირდება.   

– ერთი წელი იყავით გამგებლის მოადგილე. ამ ერთ წელიწადში რა  არის თქვენს „ანგარიშზე” თქვენი რაიონისთვის?

– როცა შემომთავაზეს გამგებლის მოადგილეობა, არც დავფიქრებულვარ. ეს არ იყო ბიუროკრატიული სამსახური. მე მეძლეოდა შანსი, ბევრი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა ჩემი უბნისთვის. ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ მოვახერხეთ და შევძელით. დაახლოებით 7 000-მდე ადამიანს გავუწიეთ სოციალური დახმარება, მედიკამენტები, გამოკვლევა, ოპერაცია, მკურნალობა. თითოეულ მათგანს ვხვდებოდი და პირადად ვიცი, 7 000 ოჯახის პრობლემა. უფრო მეტსაც გეტყვით, ალბათ, არ არსებობს დიდუბეში ოჯახი, რაიმე ტიპის შეხება რომ არ მქონოდა.  ჩართული ვიყავი ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რაც ჩვენს რაიონში კეთდებოდა. არ გეგონოთ, ამას კაბინეტიდან ვაკვირდებოდი, არა, ყველაფერში პირადად ვიყავი ჩართული. როცა რაიონის ხელმძღვანელი ხარ, ვალდებული ხარ,  ათენო ღამეები. პირადად გააკონტროლო ის, რაც კეთდება  და ნახო, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, ვისთვისაც ეს  ყველაფერი კეთდება.     

ამ ერთი წლის განმავლობაში ოთხასამდე სტუდენტს დავეხმარეთ სწავლის  ღირებულების გადახდაში. ეს ძალიან პრობლემური თემა იყო. ამ სტუდენტების ოჯახებს არ ჰქონდათ საშუალება, შვილებისთვის სწავლის ხარჯები დაეფარათ. ეს ჩემთვის ღირსების საქმეა. მეც ვიყავი ახალგაზრდა, მეც ანალოგიური პრობლემები მქონდა, როცა სტუდენტი ვიყავი. თავად მაქვს გამოვლილი ყველა გაჭირვება. როცა  ფეხბურთს ვთამაშობდი, სახლიდან  დიღმის სტადიონამდე   დღეში სამჯერ გავსულვარ ფეხით, როცა გზის ფული არ მქონდა. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც სპორტსმენისთვის, ასმაგად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი. მე ვიცი, ჩემი თაობის  რამდენი კარგი ახალგაზრდა შეიწირა ალკოჰოლმა, ნარკოტიკმა, ცხოვრებაში გადადგმულმა არასწორმა ნაბიჯებმა. რაც უფრო მეტი ჯანმრთელი და განათლებული ახალგაზრდა იქნება ჩვენ გვერდით, მით უფრო მეტი სიკეთე გაკეთდება უბნისთვისაც, ქალაქისთვისაც, ქვეყნისთვისაც. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ის, რაც ჩვენ   დიდუბის ბავშვთა საფეხბურთო  გუნდისთვის გავაკეთეთ. ამ გუნდს სამი ღირსეული ადამიანი წვრთნიდა, ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე. ჩვენ გვერდით დავუდექით ამ ბავშვებს და ყველა პირობა შევუქმენით ვარჯიშისთვის, ფეხბურთის თამაშისთვის. ჩვენ ეს ბავშვები გავუშვით  საფეხბურთო შეკრებაზე  ბაკურიანში. ამ ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, ეს დიდი თანადგომა იყო. ჩვენ ასევე,  გვერდში დავუდექით კალათბურთის გუნდს, რომელიც დაკომპლექტებული იყო დიდუბელი ახალგაზრდებით. მათ  მიეცათ საშუალება, უსასყიდლოდ მიეღოთ მონაწილეობა  მოყვარულთა ლიგის თამაშებში. კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გვქონდა დაგეგმილი რაიონში,  მაგრამ გახსოვთ, მერე რაც მოხდა ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ამის გამო კი  ბევრი დაგეგმილი პროექტი შეჩერდა.     

 – თქვენ რა მოგცათ სპორტში გატარებულმა წლებმა, რაც ახლა ყველაზე მეტად გადგებათ?

 – სპორტმა მომცა  ადამიანების გატანის, გამძლეობის, პრობლემების გადაჭრის უნარი. გამხადა მიზანდასახული, მასწავლა გამარჯვების ფასი.  ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს გადაჭრილი, სპორტული აზარტით.  ათი წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შევედი. დიდუბეში ყველა ბურთს დასდევს, სტადიონის „ხათრით” (იცინის). მე იმ დროს ,,ერისიონში” ვცეკვავდი – არჩევანი ცეკვის ან ფეხბურთის სასარგებლოდ უნდა გამეკეთებინა. მე გადავწყვიტე, ფეხბურთს გავყოლოდი, რამაც ძალიან საინტერესო წლები და ცხოვრება მაჩუქა. როცა წლების შემდეგ, ტრავმის გამო, ფეხბურთს ჩამოვშორდი,  ეს ძალიან რთულად გადავიტანე. თუმცა, როგორც კი შანსი და თავისუფალი დრო  გამიჩნდება, სტადიონს ვუბრუნდები და ფეხბურთს ვთამაშობ.  ამ ბოლო დროს აღარ მცალია  არც ფეხბურთისთვის და არც ოჯახისთვის.  ჩემი ბიჭები პლაკატზე თუ ხედავენ მამას.  ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს.  მათ კარგად ესმით ჩემი და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩემს საქმიანობას, რაც ძალიან მეამაყება – დროებით სახლიდან  „გახიზნული” ოჯახის საყოფაცხოვრებო თემებისგან გამათავისუფლეს  (იცინის).       

– რის გაკეთებას აპირებთ დიდუბისთვის, თუ ამ რაიონის მოსახლეობა თქვენზე გააკეთებს არჩევანს?

– არა მხოლოდ დიდუბისთვის,  ასევე პლეხანოვისთვის, რაც თბილისის ყველაზე პეწიან და ხიბლიან უბნად მიმაჩნია. პლეხანოველი რომ ხარ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ცენტრალურ პლეხანოვზე თვალს და გულს უხარია, ყველაფერი ისეა გაკეთებული. მაგრამ, შიდა ქუჩებზე კვლავ ბევრი პრობლემაა,  ბევრი ავარიული სახლია, რომელთა რეაბილიტაციაც საჭიროა.  დიდუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რკინიგზის თემა. მატარებელი ზოგიერთ ქუჩაზე მართლა სახლებზე გადის. წარმოიდგინეთ, რა მძიმეა იქ ცხოვრება. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი. იმ ტერიტორიაზე  რაც უკავია რკინიგზას,  უნდა დავიწყოთ ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. უმუშევრობა ჩვენი რაიონის მშრომელი ხალხისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ხალხს ენატრება მუშაობა. სჭირდებათ კაცი, ვინც ამ პროცესებს სწორად წარმართავს და მათ გამოადგება.  დიდუბისთვის ასევე, დიდ საფრთხედ მიმაჩნია ეგრეტ წოდებული „ელიავას ბაზრობა”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ხალხი ვეღარ ცხოვრობს. სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის მერიის ახალი პროექტი – „იაფი გათბობა და ცხელი წყალი.” ნიკა მელიას და ჩვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ეს თემა  ამხანაგობებთან ერთად 90-პროცენტიანი თანადაფინანსებით გადაწყდება, რაც დიდი შეღავათი იქნება ხალხისთვის.  ამას გარდა, ამ პროექტის ფარგლებში  თბილისში საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდება. თითოეულ კორპუსში სამი-ოთხი ადამიანი დასაქმდება.  ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ბევრი კარგი პროექტი, რაც სამუშაო ადგილების შექმნას ეხებოდა, მაგრამ ყველასთვის ცნობილმა  პროცესებმა ეს პროექტები შეაჩერა.  ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ეს პროექტი  ბოლომდე იქნება მიყვანილი.      

ყველასთვის ცნობილია, რომ  თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების დროს,  რაიონის ბიუჯეტს ძალიან დიდი თანხა ჩამოაჭრეს.  დატოვებული თანხებით ამდენი სოციალური თემის გადაწყვეტა იოლი არაა.  ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ შეიცვლება.  ხალხი დაღლილია ამდენი პრობლემით – არც პარტია აინტერესებთ, არც ის,  ვინ საითაა. მათ სჭირდებათ დახმარება, წამალი, თანადგომა. ამიტომაც, უნდა იყოს ხელშეუხებელი რაიონის ბიუჯეტი, რომელიც კი არ უნდა შემცირდეს, პირიქით, უნდა გაიზარდოს.  მე იმედი მაქვს, რომ ადამიანები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.  15 ივნისს  არ არის პოლიტიკური პარტიების არჩევნები,  ეს არ არის ბრძოლა პოლიტიკური თანამდებობებისთვის.  ეს  არჩევნები იმისტვისაა, რომ გაკეთდეს  საქმე.  დიდუბემ უნდა აირჩიოს დეპუტატი,  ვინც ახლოსაა თავის ხალხთან და იცის, რა სჭირდებათ მათ.   ყველა ჩემს კონკურენტს დავუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას, მაგრამ იმასაც ვეტყვი, რომ  ჯობია, საქმით შევეჯიბროთ ერთმანეთს.  ხალხიც ალბათ იმ არჩევანს გააკეთებს, რაც მათ  უბანს და საქმის კეთებას წაადგება, ჩვენ ხალხთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს.  იმედი მაქვს, რომ დიდუბეში ყველამ  კარგად იცის, რისი გაკეთება მინდა და რისი გაკეთება შემიძლია.  იმაში,  რომ არც ერთხელ არ მიმიტოვებია ისინი,  ამ ერთი წლის განმავლობაში თავადაც  დარწმუნდნენ.        

 

скачать dle 11.3