კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ხმამაღლა დაწერილი“

„მუქთა იყოს, კუბო იყოს“

 

იყო დრო, როდესაც ქართველ ლიბერტარიანელთა მამად წოდებული ბ-ნი ბენდუქიძე, იმას გარდა, რომ ყველაფრის გაყიდვას გვაძალებდა, შემდეგსაც უბნობდა: „ივანიშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვა იქნება უფასო. მთავრობა ამბობს, რომ იქნება საყოველთაო და ხელმისაწვდომი დაზღვევა. ხომ არის განსხვავება? ერთ შემთხვევაში, მე, კახა ბენდუქიძე, საავადმყოფოში რომ მივალ, უფასოდ უნდა მიმკურნალონ; მეორე შემთხვევაში, მექნება ჩემი ფულის დამატებით შეძენილი ძალიან კარგი, როგორიც მომეწონება ისეთი, სადაზღვევო პაკეტი. როგორ, ამაში განსხვავება არ არის?“

მოკლედ რომ ვთქვათ, იგი ამბობდა, რომ უფასო ჯანდაცვა უდიდესი ბოროტება იქნებოდა ბიუჯეტთან მიმართებაში (კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „ჩვენი ხარჯები ჯანმრთელობის დაცვაზე 1 მილიარდ 500 მილიონზე მეტი იქნება“).

თუმცა ეს მაშინ იყო, ახლა კი „გურია-ნიუსმა“ გაარკვია, რომ ზემოხსენებულ ბატონს ფრიად წარმატებით უსარგებლია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.  კერძოდ, სახელმწიფომ 1 200-ლარიან ოპერაციაში მას 840 ლარი აუნაზღაურა.

ჩვენ არ ვიცით, რა გახდა ბ-ნი ბენდუქიძის ამგვარი საკვირველი მოქცევის მიზეზი (იმის გათვალისწინებით, რომ 840 ლარს ცალ ყურში ისხამს) – ღირებულებათა სისტემა შეიცვალა თუ საქმე გაცილებით მარტივადაა: მუქთა იყოს, კუბო იყოს, არათუ ბიუჯეტის ხარჯზე ჯანმრთელობის გაკაჟებაო?!

скачать dle 11.3