კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთგულების სინდრომი

გარღვევა პრეზერვატივების დეფიციტში

 

მართალია, ყოფილები განგაშის ზარებს არისხებენ, ეკონომიკა გაჩერდა და ჩამოშლის პირასააო, რასაც, თუ თვით „ენ დი აის“ გამოკითხვებით ვიმსჯელებთ, დიდად არ იზიარებს ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ, ცნობილი გახდა, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, წელს პრეზერვატივების იმპორტი შემცირებულა (ანუ გარღვევა გვაქვს დეფიციტში). 

სახელდობრ, თუკი 2013 წლის ამავე პერიოდში ქვეყანაში 11,6 ტონა პრეზერვატივი შემოსულა, 2014 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 6,4 ტონა, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლები პრეზერვატივი შემოუტანიათ. 

ჩვენ არ ვიცით, იმოქმედა თუ არა ამ სტატისტიკაზე ჩვენი რჩეულების მიერ ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვის ადგილების შეზღუდვამ (სხვათა შორის, არც ის ვუწყით, რა წილი უჭირავს პრეზერვატივების საერთო იმპორტში ამ კონკრეტულ სახეობას), მაგრამ თავად საქსტატი მომხდარს იმპორტიორთა სიიდან მალაიზიისა და სომხეთის ამოვარდნას უკავშირებს. თუმცა, მეორე მხრივ, გაზრდილა კონტრაცეპტივების იმპორტის მაჩვენებელი, რაც გვაიმედებს, რომ, განა საქართველოში სექსი არ არის, უბრალოდ, ის კონტრაცეფციასაა მიძალებული.

მეორე მხრივ, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ დაუცველი სქესობრივი კავშირი საქართველოში სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი გზაა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შიდსით დაინფიცირებული 4 308 ადამიანიდან 40 პროცნტზე მეტი სწორედ დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად დაავადდა.

ასეა თუ ისე, შესაძლოა, პრეზერვატივების კონტრაცეფციით ჩანაცვლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ქართულ ურთითერთობებში ერთგულების მოტივებიც შემოვიდა?! 

 

скачать dle 11.3