კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაიწუნა „ფოჩოჩიალა“ კაბის გამო ნუცა ბუზალაძე და რის გამო ეწყება სიგიჟე მას „ახალი ტალღის“ კონკურსის წინ

ახალგაზრდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე მაყურებელმა კონკურსებიდან გაიცნო და შეიყვარა. შარშან, მისმა გარდასახვამ ტინა ტერნერად და ალა პუგაჩოვად პროექტ „ერთი ერთში”, ნამდვილი ფურორი მოახდინა. წელს კი ნუცა, საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულმა რევზინმა, მელაძემ და მუხინამ, იურმალაში „ახალი ტალღის” კონკურსისთვის შეარჩიეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. როგორც თავად ამბობს, ბავშვობიდან მღერის, სცენას შეჩვეულია და, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, კონკურსზე წარმატებებს ადვილად მიაღწევს. ჩვენ, რასაკვირველია, ნუცას წარმატებებს ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, მისი წინამორბედი, ქართველი კონკურსანტების მსგავსად, ისიც გამარჯვებული დაგვიბრუნდება.

 

ნუცა ბუზალაძე: ბავშვობიდან ვმღერი და სულ ვოცნებობდი, რომ გავიზრდები მომღერალი გამოვალ-მეთქი. ანუ, დღეს ის ვარ, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი (იცინის). წლინახევრის ვიყავი, როცა ავმღერდი და დღემდე ვმღერი. მახსოვს, ხან სავარცხელი მეჭირა ხელში მიკროფონის მაგივრად, ხან ფუნჯი, ხან რა და ხან რა (იცინის). ძალიან თამამი ბავშვი ვიყავი და სადაც მივყავდი დედას – ბაღში, მაღაზიაში თუ სტუმრად, ყველგან, მორიდების გარეშე ვცეკვავდი და ვმღეროდი. ძალიან თავისუფალი და უკომპლექსო ვიყავი და მგონი, დღემდე ასეთად დავრჩი. ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური ნიჭი, უფრო ღმერთის საჩუქარია, ვიდრე გენეტიკის ბრალი. სულ ვამბობ, ბევრი ოცნება ავისრულე, მაგრამ წინ კიდევ ბევრი დამრჩა ასახდენი-მეთქი.

– ბავშვობიდან მღერი, მაყურებელმა კონკურსებიდან გაგიცნო და შეგიყვარა. ვფიქრობ, 17 წლის ასაკში, საკმაოდ ბევრს მიაღწიე და ახლა უკვე საერთაშორისო კონკურსის მონაწილეც გახდი. ეს იღბლის ბრალია თუ შენი შრომისმოყვარეობისა და აქტიურობის?

– ხუთი წლის ვიყავი დედამ „მართვეში” რომ მიმიყვანა, რვა წლისა „მზიურის” მეშვიდე თაობა გახლდით, ათი წლისამ  „ანა-ბანაში” მივიღე მონაწილეობა, მანამდე კი ფესტივალზე „ხმა საქართველოდან” ვმონაწილეობდი. მოკლედ, რაც კი ფესტივალი ტარდებოდა, ყველგან გამოვდიოდი. ფართო საზოგადოებამ კი, მაინც პროექტ „ნიჭიერიდან” გამიცნო. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. თუმცა, ახლანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ მაშინ არ ვიყავი მზად კონკურსისთვის, გამოუცდელი ვიყავი. ეს პირველი დადგომა იყო დიდ სცენაზე და ვფიქრობ, საკმაოდ იღბლიანი. შემდეგ, ქასთინგი გამოცხადდა ბერას სტუდიაში, ლელა წურწუმიამ მირჩია, შეიტანე შენი მონაცემებიო. ასეც მოვიქეცი და უამრავ განაცხადებას შორის, რამდენიმე აარჩიეს. ამერიკელი პედაგოგები გვასწავლიდნენ და ბერას სტუდიამ უზარმაზარი გამოცდილება, ცოდნა და ნამდვილი ამერიკული „ლეიბლი” მომცა. ამერიკული თავისუფლება მომანიჭა და ჩემი სტილი მაპოვნინა. ბერასთან მეგობრობაც ამ სტუდიიდან დაიწყო. დღეს ის ამერიკაშია და არ იცის, „ახალი ტალღის” კონკურსანტიც რომ გავხდი. წარმომიდგენია, რომ გაიგებს, როგორ გაუხარდება და იამაყებს ჩემით. მოკლედ, ყოველდღე დავდიოდი, არ მიზარმაცია, მთელი ჩემი ენერგია ჩავდე. აქედან მოვხვდი პროექტში „ერთი ერთში”, სადაც ალა პუგაჩოვას და ტინა ტერნერის ტყავშიც „ჩავძვერი” და 16 წლის ბავშვმა ნამდვილი შოკი განვიცადე. ეს ჩემი ყველაზე წარმატებული ნომრები იყო. 16 წლის უცბად, ერთ დღეში, რომ 60 წლის გახდები, რთულია, თუმცა არა – შეუძლებელი. 

– როგორც ვიცი, გასულ წელსაც იყავი „ახალი ტალღის” შესარჩევ კონკურსზე, თუმცა, მაშინ ვერ გახვედი. წელს თავად გადაწყვიტე ქასთინგზე გასვლა, თუ ეს ვინმეს იდეა იყო?

– დიახ, შარშანაც ვიყავი ქასთინგზე, „ბალეტკებით” და „ფოჩოჩიალა” კაბით. თქვეს, 16 წლის ბავშვი, იურმალის ტიპაჟი არ ხარო. წელს, კი შემეშინდა, გავიდე და ვაიდა, კიდევ უარი მითხრან-მეთქი, მაგრამ გამიმართლა. აღმოჩნდა, ერთ წელში ძალიან გავიზარდე და ჟიურის რუს წევრებს ძალიან მოვეწონე. ჩემსა და ნინი ცნობილაძეს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი და რომ გამოაცხადეს, ნუცა წავაო, ორი დღე არ მიძინია (იცინის). ძალიან ემოციური ვარ და ამ ემოციებისგან დღესაც ვერ დავიცალე. რომ გავიფიქრებ, რომ შეიძლება, იურმალაში ჩავიდე, „ახალი ტალღის” კონკურსზე გავიდე და გავიმარჯვო, სიგიჟე მეწყება (იცინის). ასეთ პატარა ასაკში რომ იურმალაში მივდივარ, ესეც უკვე დიდი გამარჯვება და წარმატებაა ჩემთვის. ჯერ ის ვერ მომინელებია, იქ რომ მივდივარ და მერე, წარმატებასაც თუ მივაღწიე, ვფიქრობ, ვერ გადავრჩები (იცინის). ჩემთვის მთავარია, „ახალ ტალღაზე” ძალიან მაგრად გამოვიდე, ისე, რომ ქართველებმა თქვან, ნუცა, ყოჩაღო და ვინ რა ქულას დამიწერს, დიდად არ მადარდებს. იმაზე ვნერვიულობ და მეშინია, რომ ქართველი მომღერლები ყოველთვის წარმატებებს აღწევდნენ იურმალაში, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის გამოსვლას ყველა დიდი გაფაციცებით ელის და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს როგორი შიშის საფუძველია ჩემთვის? ხანდახან ვფიქრობ, რომ გავიმარჯვო, ალბათ, გული წამივა სცენაზე და რაღა ვქნა, ვინ მომასულიერებს-მეთქი (იცინის). გამარჯვება, ჩემს ცხოვრებაში იქნება მესამე მსოფლიო ომი. 

– თუმცა, მთავარია, შიშმა არ გძლიოს, სათანადოდ მოემზადო, არ ინერვიულო და მაქსიმალურად აჩვენო შენი შესაძლებლობები, რაშიც ეჭვი არ გვეპარება... შენს ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?

– მეც, ასე ვფიქრობ, რომ შიშს არ უნდა ავყვე და არ დავპანიკდე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. სიმღერებში მე ვიმეცადინებ, ჩემს ჩაცმულობას და იმიჯს კი ლელა წურწუმია მიხედავს. ის ზრუნავს ამაზე. ძალიან ენერგიული ვარ – ენერგოვამპირი და მამულიჩა ამბობს: შენ მე მომინელებო (იცინის). ეს ორი ადამიანი ძალიან მიდგას გვერდში და მეხმარებიან. ვფიქრობ, მომღერალი დაკომპლექსებული და ჩაკეტილი არ უნდა იყო. ეს ხელს შეგიშლის სცენაზე. რაც მეტად დახვეწილი ქცევა და მანერები გაქვს, სასიმღერო მონაცემთან ერთად, მით მეტად იქცევ ჟიურის ყურადღებას და მაყურებელსაც მოსწონხარ. დიეტასაც ვიცავ. მინდა, შვიდი კილო დავიკლო და მაგარ ფორმაში ჩავდგე. მინდა, თქვან, სიმღერასთან ერთად, მაგარ ფორმაში იყო, უნაკლო გოგოაო (იცინის). თუმცა, შიმშილს არ ვაპირებ. მკაცრი დიეტა მიუღებელია ჩემთვის. უბრალოდ, სწორად ვიკვებები და იმედია, მოვასწრებ ამ შვიდი კილოს მოკლებას კონკურსამდე.

– ნუცა, შეყვარებული არ ხარ? პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არა, შეყვარებული არ მყავს. ამ ეტაპზე ის ხელს შემიშლის. ამიტომ, მირჩევნია, ჯერ სასიმღერო კარიერას „მივაწვე”. თან, ვფიქრობ, ჯერ ადრეა ჩემი „შეყვარებულობანა”. ამ დროს, დავუთმობ კარიერას, სწავლას, მიზნის ასრულებას და მერე სიყვარულიც მოვა, აბა, სად წავა? (იცინის) თან, გადაწყვეტილი მაქვს, ამერიკაში წასვლა და იქ სწავლის გაგრძელება. ამ ეტაპზე, ამაზე არ ვფიქრობ, მხოლოდ, „ახალი ტალღის” კონკურსზე ვარ ორიენტირებული. ახლა ხდება სიმღერების შერჩევა, იმიჯზე ფიქრი და დიდი ორომტრიალი ჩემს თავში. ამიტომ, სხვა რამეებზე ვერ ვფიქრობ.

– ესე იგი, „ახალი ტალღის” კონკურსისთვის აქტიური მზადება უკვე დაიწყე?

– ასეა, და ძალიან მინდა, გასახელოთ და ვიყო ისეთი, რომ თქვათ: ნუცა ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ჩვენ ვამაყობთ შენითო!

 

скачать dle 11.3