ანეკდოტები
– სოფო, რომ გიღალატო და შენ გაიგო, რას იზამ?
– საფლავზე დავაწერ, მას ნათელი მომავალი ჰქონდა, მაგრამ, ნათელში ყოფნა არჩია-მეთქი.
***
– რატომ აღარ მირეკავ, გადამიყვარე?
– არა, სმას დავანებე თავი...
***
ავტობაზარზე.
– თქვენს ავტომობილში არის რამე დამცავი საშუალება? – ეკითხება მყიდველი გამყიდველს.
– როგორ არა, ორი პრეზერვატივია „აპტეჩკაში“.
***
– თუ რამე პრობლემა შეგექმნება, ჩემი ნომერი ხომ გაქვს?
– მაქვს.
– წაშალე...
***
ღამე ფანჯრიდან კოღოებისგან დამცავი ბადე მომიხსნეს. მეორე ღამეს დააბრუნეს წარწერით: „ჩვენს ფანჯარას არ მოერგო, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის“.
***
– რა განსხვავებაა მამაკაცისა და ქალის ლოგიკებში?
– მამაკაცის ლოგიკა სწორია, ქალის – საინტერესო.
***
– და, საერთოდ, ქორწინება ცუდი ნიშანია – უფულობა იცის...
***
სახელი: მაკა.
გვარი: დაფარულია.
მისამართი: ელ.ფოსტა: zugd.narsia1998@ge
***
– თიკო, დაჯექი, წაგიყვან...
– ვერა, გიო, სამსახურში მაგვიანდება...
***
– მარო, შენი ქმარი ყვირის იმი დროსა?
– ხანდახანა... ამწინეებზე, მთელი უბანი აიკლო გინებითა, მიტუასთან რო მამისწრო...
***
რომის აეროპორტ „რიმინიდან“ აფრენისთანავე თვითმფრინავმა მართვა დაკარგა და ვარდება. გამწარებულმა მოშემ ცოლს დაუწყო ყვირილი:
– ფული ჭკუით უნდა ხარჯო-მეთქი, რამდენჯერ მითქვამს! არა, ჩააგდე ფული ფანტანში, ჩააგდე, ისევ დავბრუნდებით რომშიო...
***
– ცოლთან ქორწინებამდე სექსი გქონდა?
– არა. შენ?
– მე – კი, ოღონდ, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ შენ შეირთავდი ცოლად.
***
– სამწუხაროა, რომ, როდესაც გრძნობებზე იწყებ ლაპარაკს, მაშინვე გეუბნებიან, მთვრალი ხარო...
***
– სანდრო, არ გადამრიო, სიგარეტი მოწიე?
– არა, დე!
– აბა უნიტაზში ნამწვავები ვინ ჩაყარა?
– ალბათ, მეზობლისგან მოხვდა, ისვრიან ხოლმე.
– სულ მამას როგორ დაემსგავსე? იმანაც მეზობლის ტრუსი სარეცხის თოკიდან ქარმა მოწყვიტა და საძინებელში, საწოლის ქვეშ შეაგდოო...
***
– ისეთი ენა აქვს ჩემს ცოლს, გაჭენებულ ცხენს გააჩერებს...
– ენა რათ უნდა, ბიჭო, უმაკიაჟოდ დოუდგეს წინ და მისით გაჩერდება...
***
ბავშვობა – ზღაპარია.
ახალგაზრდობა – რომანი.
მოწიფულობა – ბუღალტრული ანგარიში.
სიბერე – ამბულატორიული ანკეტა.
***
იატაკზე ნოუთბუქი დავდე.
ბებიამ იფიქრა, რომ სასწორია.
მოკლედ, ბებია 1 200 ლარს იწონის.