რის გამო იხდიან სექსში უფრო მეტს ქართველი ქალები და რამდენს ითხოვენ სპორტსმენი ბიჭები ქალთან სექსის სანაცვლოდ
შედარებით ადვილია, იპოვო რესპონდენტი მეძავი ქალი, გეი ან ტრანსვესტიტი, მით უფრო – ზოგადად ისაუბრო ამ თემებზე, მაგრამ, საკმაოდ რთული აღმოჩნდა მეძავი ნატურალი მამაკაცის პოვნა, რომელიც ქალებს ემსახურება. გარდა ამისა, ინფორმაცია მათ შესახებ ძალიან მწირია. ამიტომ, ასეთი რესპონდენტის საპოვნელად ბევრი ბერკეტი გამოვიყენე, მათ შორის, ცირკთან მდგარ ტრანსსექსუალებთანაც მომიწია რამდენიმე კვირის განმავლობაში მეგობრული (ოღონდ, არა სექსუალური) ურთიერთობის დამყარება. მომავალში მათ გულახდილ საუბარსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი ზედაპირულ, მაგრამ, საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ სპორტსმენ ბიჭთან, რომელიც ქალებთან სექსში იღებს ფულს.
– რისკი იმისა, რომ ამ ინტერვიუთი, შესაძლოა, „ოქროს თევზი” დაკარგო, რეალურად არსებობს. მსგავს ინტერვიუებს, ძირითადად, პოპულარობის გამო იძლევიან ხოლმე, მაგრამ, ამ შემთხვევაში შენ შენს რეალურ სახელსაც არ მეუბნები და, საინტერესოა, რატომ დამთანხმდი ინტერვიუზე?
– თუ გინდა, არ დაგთანხმდები (იცინის). იმ ადამიანს ვენდობი, ვინც ჩემთან მოგიყვანა, თანაც, უკვე ბევრი რამ მოუყოლია შენთვის და უარს რაღა აზრი აქვს. გარდა ამისა, ჩემი კლიენტები სხვანაირი მენტალიტეტის ქალები არიან და, არა მგონია, ამის გამო ვინმემ ჩემთან სექსზე უარი თქვას.
– ეს ის შემთხვევაა, როცა ერთბაშად ბევრი რამ მინდა გკითხო, მაგრამ, შეკითხვის ფორმის შერჩევა მიჭირს. მოდი, ყველანაირი შელამაზების გარეშე დაგისვამ კითხვებს და შენც ასევე მიპასუხე. მე შენი მომხმარებლების მენტალიტეტი მაინტერესებს – რა კატეგორიის ქალები გაკითხავენ?
– ძირითადად, ბიზნესმენების ცოლები ან თვითონ ბიზნესმენი ქალები, რომლებიც წარმატებულები არიან საკუთარ საქმეში და პირადი ცხოვრება მეათე პლანზე აქვთ გადატანილი. ასეთ ქალებს გრძელვადიანი რომანებისთვის არ სცალიათ, ან, არ სურთ, მათზე სუსტ ტიპთან ჰქონდეთ ურთიერთობა, ძლიერს კი ვერ პოულობენ. ამიტომაც, ურჩევნიათ, ერთჯერადად დაიკმაყოფილონ სექსუალური ჟინი, დაიცალონ ემოციებისგან, თავისუფალი სექსით დაკავდნენ და მოახდინონ საკუთარი ფანტაზიების ასი პროცენტით რეალიზება.
– და შენ ასი პროცენტით უმართლებ მოლოდინს?
– ჯერ არ მქონია შემთხვევა, ვინმე ჩემთან ერთხელ დაწოლილიყო და ხშირი კლიენტი არ გამხდარიყო.
– აშკარად თავდაჯერებული და თვითკმაყოფილი ხარ, თუ, მეჩვენება?
– თავდაჯერებულიც ვარ და თვითკმაყოფილიც, იმიტომ, რომ ეს ნაღდია. ქალი, იმენა, მაგრად მევასება და, რაც უფრო ასაკშია, უფრო მაგარი სექსი მაქვს. ხშირად „ვიაგრასაც“ ვიყენებ, მაგრამ, უფრო ხშირად მე ვღლი ხოლმე მათ, ვიდრე ისინი – მე. ქალს რომ სიამოვნებისგან დაღლი, ჩათვალე, ის ქალი მთლიანად შენია.
– მთლიანობაში რას გულისხმობ?
– იმას, რომ კიდევ დაგირეკავს და უფრო მეტს გადაგიხდის, ვიდრე წინაზე გადაგიხადა.
– ერთ საათში რამდენს გიხდიან?
– ერთი საათით არ ვმუშაობ. შეხვედრაში 300 დოლარს ვიღებ და დრო შეუზღუდავია – მანამდე ვარ მასთან, სანამ თვითონ არ დაიღლება.
– 300 დოლარი მაგარი ფულია. დღეში რამდენს შეგიძლია, შეხვდე?
– ძალიან ბევრი ხომ არ გაინტერესებს? რა იყო, ჩემი კონკურენტი ხომ არ გინდა, გახდე? (იცინის) რა ვიცი, ხან ისეა, ხან – ასე. ზოგჯერ, შეიძლება, მთელი კვირა ისე გავიდეს, არაფერი მოხდეს, ზოგჯერ კი, შეიძლება, დღეში რამდენიმე ქალის გული გავახარო.
– მაგას ქალის „გულის გახარება“ აღარ ჰქვია. ადვილია ასეთი ქალების პოვნა და როგორ ხდება?
– ჩემს შემთხვევაში – ადვილია. ადრე ინტერნეტით ვჩალიჩობდი, ახლა კი, უკვე, პლეხანოვზე ერთი ბარ-რესტორანია, სადაც ყოველდღე მივდივარ. ვინც ამით არის დაინტერესებული, ყველამ იცის ეს ბარი. შესაბამისად, იქ მოსულმა ქალებმა უკვე იციან და, თუ არ იციან, მალევე იგებენ.
– ამ რესტორანში ყველას შეუძლია შემოსვლა?
– კი, მაგრამ, ძირითადად ისეთები შემოდიან, ვინც იცის, რომ იქ კარგი სპორტსმენი ბიჭები არიან; თან, მე ძალიან კარგად ვიცი რუსული, აზერბაიჯანული და თურქული. ქალების უმრავლესობას უცხოელად ვეცნობი და, ამიტომ, ჩემთან უფრო გახსნილები არიან.
– ქართველს მართლა არ ჰგავხარ, მაგრამ, არ გიჭირს, ბოლომდე უცხოელის როლის თამაში?
– პირიქით, ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებ. ისეთ რაღაცეებს მიყვებიან, რასაც ქართველთან ვერ იტყვიან. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ქართულად სიყვარულით მლანძღავენ: „რა კარგი ხარ, შენი დედა...“, „მიდი, ასე ქენი, ისე ქენი“... და ასე შემდეგ. ერთხელ ერთმა ქალმა მთელი ღამე სასქესო ორგანოს სახელი მეძახა. დღემდე ვერ ვიგებ, რა მუღამი ჰქონდა.
– შენს სიაში ცნობილი ქართველები არიან?
– კი. რამდენიმე საკმაოდ სერიოზულ ქალბატონს ვიცნობ, ზოგი დღესაც ჩანს ტელევიზორში, ზოგიც დაიკარგა.
– ფარული ვიდეოების „ბუმმა” შენს თავზეც გადაიარა?
– გადაიარა, ოღონდ, მსუბუქად. ვგულისხმობ იმას, რომ ამით არავის დავუშანტაჟებივარ, უბრალოდ, ვიცოდი, რომ რაღაც ჩანაწერები არსებობდა ამ ცნობილი ქალბატონების შესახებ, მაგრამ, როცა ეს ყველაფერი აქტუალური გახდა და, ამის გარდა, კიდევ ბევრი რამე გაირკვა, მაშინ აღვიქვი გამძაფრებულად და უფრო შემეშინდა.
– მერე რიღასი შეგეშინდა?
– არ ვიცი. თავის დროზე ეს ინფორმაცია მძაფრად ვერ აღვიქვი, მაგრამ, როცა გავიგე, რომ ამას მასობრივი და სერიოზული სახე ჰქონია. წარმოვიდგინე, რა პრობლემები შეიძლებოდა შემქმნოდა და ამაზე ვინერვიულე.
– ქალებს, რომლებიც კაცთან სექსში ფულს იხდიან, ალბათ, საკუთარი მოთხოვნებიც აქვთ, ისევე, როგორც კაცებს, რომლებიც ქალს უხდიან. ყველაზე უცნაური ან დასამახსოვრებელი მოთხოვნა რა გქონია?
– ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო, როცა ქალმა მაღაზიაში წამიყვანა, მიყიდა ახალი საცვლები, ფეხსაცმელი, თეთრი „საროჩკა“ და შარვალ-კოსტიუმი, მერე კი მითხრა, საღამოს „რედისონში“ მივსულიყავი ამ ტანსაცმელში გამოწყობილი და 1 000 დოლარს მომცემდა, ოღონდ, მთელი ღამე უნდა დავრჩენილიყავი მასთან. როცა ნომერში შევედი, თვითონ საპატარძლო კაბაში დამხვდა და ქორწინების პირველი ღამის ინსცენირება მოაწყო.