კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან გია ჯაჯანიძის ავი ანგელოზები

„პალიტრა TV“ ექვსი მაისიდან ახალ გადაცემას იწყებს. გადაცემა უჩვეულო ფორმატისაა – მას ეყოლება სამი წამყვანი – გია ჯაჯანიძის, მაკა შალიკაშვილისა და ნატა ტყეშელაშვილის სტუმრები იქნებიან ჩვეულებრივი ადამიანები, მაყურებლები, რომლებიც თავისი ცხოვრების ისტორიას მოყვებიან. პატარა რჩევებს ამა თუ იმ უხილავ რესპონდენტს, წამყვანები თავად მისცემენ, მოყვებიან ანალოგიურ ისტორიებს და საშუალება ექნებათ, ღამის ეთერში, ესა თუ ის თემა ფართოდ გაშალონ. 

 

 გია ჯაჯანიძე: ერთი წელი სატელევიზიო პაუზა მქონდა და „პალიტრა TV-ში“ მივიტანე გადაცემის პროექტი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. იქნება სამი წამყვანი და არც ერთი სტუმარი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სტუმრის გარეშე ვიქნებით გარკვეული პერიოდი მაინც. პირდაპირ მაყურებელთან გვაქვს კონტაქტი და იქნება ზარები. ადამიანი ყვება თავის ისტორიას და შემდეგ უკვე ჩვენ ვშლით თემას. თემა იქნება არჩეული და დაანონსებული და მის გარშემო ვისაუბრებთ. ეს არის სიყვარული, ღალატი, განშორება, ტკივილი, წარმატება-წარუმატებლობა, ძალიან გავრცელებული ნევროზი და სხვა.

– ხომ არ იქნება მაყურებლის მოყოლილი ამბები სტერეოტიპული, როგორ ფიქრობთ?

– იქნება სტერეოტიპულიც და სრულიად მოულოდნელი ისტორიებიც, რადგან ყველა ამბავი უნიკალურია. 

– რაც შეეხება თანაწამყვანებს, რის მიხედვით შეირჩნენ? მაკასთან მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება გაქვს...

– როგორც კი პროექტზე ფიქრი დავიწყე, მოვიაზრებდი მაკას და კიდევ ერთ მამაკაცს, უფრო ახალგაზრდას. დიდხანს ვსაუბრობდით და ვფიქრობდით ამ თემაზე. ხომ იცი, ვგიჟდები ექსპერიმენტებსა და მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე. ძალიან ხშირად, თითქმის ყველა ტელევიზიაში, როდესაც ჯერი წამყვანის არჩევაზე მიდგება, იწყება ფიქრი ცნობად სახეებზე, სხვას არც განიხილავენ. ვიფიქრე, მაყურებელს ეს ცნობადი სახეები ყელში ჰყავს ამოსული და მრავალფეროვნებისთვის, წავედით ექსპერიმენტზე – ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანი იქნება ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც კარგად არის ნაცნობი სატელევიზიო სივრცეში. ვნახოთ, როგორ გაამართლებს. გადაცემის მომზადების პროცესში იყო „ჩეპეები”, მოხდა განხეთქილება, ჯახიც და ეჭვქვეშ დადგა საერთოდ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი. 

– მაკა უკვე მიჩვეულია შენთან მუშაობას და კომპრომისებზეც მიდის.

მაკა შალიკაშვილი: კი, გიასთან უკვე ვიცი, რამდენიც არ უნდა ვიჩხუბო და არ დავეთანხმო, მაინც ისე გადაწყვეტს, როგორც საჭიროა და მასთან კომპრომისებზე მივდივარ. ყველაფერს ვუჯერებ უკვე. ბოლოს ვხვდებოდი ხოლმე, რომ მაინც მართალია. თუმცა, ვცდილობ, ცოტა ჩუმად მაინც ვიბრძოლო.

გია: ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მაკას მამა ვარ, იმდენჯერ მყავს ნაცემი, ოღონდ არა პირდაპირი მნიშვნელობით. თან, საშინლად ცელქია, ხის კენწეროდან რომ ვერ ჩამოიყვან და თუ ჩამოიყვან, მეორე ხეზეა. საშინლად მამწარებდა, ყველა ის კადრი მახსოვს. 

– გაგვაცანი ნატა უფრო კარგად, როგორ მოხვდა გადაცემაში?

გია: ნატა სატელევიზიო ბიზნესში იყო, მაგრამ კამერის უკან მუშაობდა წლების განმავლობაში.

ნატა ტყეშელაშვილი: 2005 წელს დავბრუნდი საქართველოში მოსკოვიდან. იქ ვსწავლობდი და ვმუშაობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავიწყე მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო სამსახურში და რვა წლის განმავლობაში ვიმუშავე.

– ერთია, როცა რაღაცას ყიდი და მეორე, როცა გასაყიდს ქმნი ან შენ გყიდიან.

– დიახ ასეა, თავად გავხდი გაყიდვის საგანი. მაგრამ ვიცი, რა სჭირდება მაყურებელს და როგორი უნდა იყოს პროდუქტი, რომ მას რეიტინგი ჰქონდეს. ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და ამავე დროს ამაღელვებელიც, რადგან დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ამხელა გამოცდილებამ დამანახვა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს, ვინც ეთერში ჯდება. 

– რა იყო თქვენ შორის სკანდალის მიზეზი?

– ამის კომენტარისგან თავს შევიკავებ.

– გია, შენ მომიყევი, შენ არ იკავებ ხოლმე თავს...

გია: გია თავშეუკავებელი (იცინიან). ამ შემთხვევაში, ორი განსხვავებული ადამიანი მუშაობს ჩემთან ერთად. მაკამ ეკრანის სპეციფიკა კარგად იცის, იცის რა არის საჭირო. ნატამ კი ეს მხოლოდ თეორიულად იცის. წინასწარ ვიცი, ამ სამეულის ეთერში დაჯდომას რაც მოჰყვება. დაიწყება ამბიციები, გახდება მოწყვეტილი ვარსკვლავი, შეიფერებს ამ ყველაფერს და მერე იქნება მარცხი, გარდაუვალი მარცხი, რომელიც ყველა წამყვანმა გავიარეთ. მაგრამ, ტელევიზიას ერთი საოცარი თვისება აქვს – თუ მიგიღო, ბოლომდე გიღებს და თუ არადა, რაც არ უნდა მაგარი იყო, მაინც გაგდებს. ძალიან ბევრი წამყვანი ყოფილა და ტელევიზიას მასთან ურთიერთობა დაუმთავრებია. გმირებად მიმაჩნია ისინი, წლები რომ მუშაობენ ეთერში. ამას უდიდესი შინაგანი ძალა სჭირდება. რაც შეეხება სკანდალს, ამ საქმეში ჭიპი მაქვს მოჭრილი და არ გამოვრიცხავ, თავად შევუწყვე ამას ხელი. კონფლიქტის დროს ადამიანები თავს ამჟღავნებენ და კარგი ტესტია რაღაცეების გამოვლინებისთვის.

– შენ გინდოდა, რომ ნატა ბევრზე წამსვლელი აღმოჩენილიყო?

ნატა: ბევრზე არა, ყველაფერზე.

გია: ამას რომ მასშტაბური სახე მიეღო, შეურაცხმყოფელი ყოფილიყო, გადაცემა შესაძლოა, ეთერში გასულიყო, მაგრამ უფრო სხვა სახით.

– თქვენც მოყვებით ანალოგიურ ისტორიებს, ალბათ.

– რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება. შესაძლოა, მე უფრო მეტი, ასაკის გამო, მაგრამ მოსაყილი ნამდვილად ბევრია და ვფიქრობ, მოვერევით. 

– როგორ ფიქრობთ, ვართ მზად იმისთვის, რომ საჯაროდ მოვყვეთ ჩვენი ძალიან ინტიმური და პირადი ისტორიები?

მაკა: გიამ მიაჩვია (იცინიან). 

ნატა: თან, ეს სრულიად კონფიდენციალურია. მათი იდენტიფიკაცია ვერანაირად ვერ მოხდება. 

გია: გადაცემა გადის ღამის ეთერში, სამშაბათს და პარასკევს თერთმეტის ნახევარზე. ეს ის დროა, როცა ადამიანი გულახდილობის ხასიათზე დგება. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც ცოლ-ქმარი ფსიქოლოგთან მიდის, ერთი და იმავე ისტორიას სრულიად განსხვავებულად ყვებიან. გადაცემას ჰქვია „1002 ღამე“. მაკა ღამე მირეკავს და ისტორიებს მიყვება ხოლმე...

– შენი შეჰრაზადაა?

– შეჰრაზადა არა, ჯაჯოს ავი ანგელოზები არიან.

ნატა: მე რატომ ვარ ავი?

გია: რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, მაინც საჭიროა მოთელვის და ერთმანეთთან შეჩვევის დრო. თავიდან ვერაფრით გაიგებს ან იმას თუ რა არის საჭირო. მე ვიქნები ბედნიერი, რომ ამათმა ერთმანეთი დაჭამონ და მე სეირს ვუყურებ. 

ნატა: აქ გასათვალისწინებელი ჩემი ხასიათია - როდესაც კონფლიქტი იწყება, ვჩუმდები და მეღიმება. ესაა ჩემი იარაღი. ვარ აბსოლუტურად გაწონასწორებული, უკონფლიქტო ადამიანი, არანაირ ინტრიგას არ ვეგები. მოთმენა ჩემი იარაღია.

გია: ძალიან გთხოვთ, ეს დიდი ასოებით გამოიტანეთ რა ჟურნალში. რაც თქვა, ეს იცი, როდის ხდება?! აი, ძალიან დიდი ჩხუბის, ყვირილის შემდეგ. რომ გაგიჟდება და თავიდან სკალპს გადაიძრობს, მერე ჩუმდება და ხდება მოკრძალებული. მანამდე ვერ ვცნობ (იცინიან). ასე რომ, როგორ იქნება ეს ყველაფერი, უყურეთ კვირაში ორჯერ, საღამოს 22:30 საათზე. კარგად გაერთობით.

 

скачать dle 11.3