კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ძაღლი გვყავს, რომელიც სულ სახლშია. ამ შემთხვევაში მაინც აუცილებელია ვაქცინაციის გაკეთება მისთვის? 

პასუხი: ცხოველს ვაქცინაცია აუცილებლად უნდა გაუკეთდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა პირობებში ცხოვრობს ის. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ, თუ ცხოველი იმყოფება ოთახის პირობებში, არ საჭიროებს ვაქცინაციას ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში, დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან, ინფექცია გადადის არა მარტო ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტით, არამედ, საგნებიდანაც, რომლებთანაც ძაღლს შეხება აქვს. ასევე, დაავადება შეიძლება გადავიდეს პატრონის ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან, რაც ქმნის ცხოველის დასნებოვნების ყველა პირობას.

კითხვა: ცხოველი აუცილებლად შეჯვარებული უნდა იყოს? როგორც გვითხრეს, ეს მისი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. თქვენ რას გვეტყვით?

პასუხი: მცდარია მოსაზრება, რომ ცხოველი ერთხელ მაინც უნდა შევაჯვაროთ, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუ თქვენ არ ეწევით სანაშენე საქმიანობას და არ იღებთ პასუხისმგებლობას ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით, უმჯობესია, ცხოველს ჩაუტაროთ კასტრაცია, რაც მოგცემთ საშუალებას, თავიდან აიცილოთ უამრავი გართულება.

კითხვა: როგორ ავარიდოთ ცხოველი თვალის ინფექციებს? ბოლო დროს ჩემს ძაღლს ხშირად უწითლდება თვალი და ამიტომ მაინტერესებს.

პასუხი: თვალის ინფექციის წარმოშობის თავიდან აცილება მარტივად არის შესაძლებელი, თუ რეგულარულად მოუვლით ცხოველის თვალებს და უზრუნველყოფთ მათ სისუფთავეს – ეს  აუცილებელია. თუ ძაღლი გრძელბეწვიანია, თვალების გარშემო აუცილებლად რეგულარულად უნდა შეჭრათ ბეწვები. ამ პოცედურისთვის უნდა გამოიყენოთ ისეთი მაკრატელი, რომელსაც არ ექნება ბასრი წვეტი, ან, უმჯობესია, გქონდეთ სპეციფიკური მაკრატელი, რომელიც გამოიყენება აღნიშნული პროცედურისთვის. ისე კი, უმჯობესია, რეგულარულად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პროცედურის ჩატარებაში. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაატარებთ, ამით თავიდან ააცილებთ ძაღლს თვალში ბაქტერიების მოხვედრას. ასევე, რეგულარულად შეამოწმეთ თვალების კუთხეების ლორწოვანის მდგომარეობა, რადგან, ბაქტერიები სწორედ ამ ლორწოვანათი იკვებებიან და მერე აქედან ხვდებიან თვალის ლორწოვანში. თვალის კუთხეებიდან ლორწოვანი ნადების რეგულარული მოშორება განაპირობებს ინფექციის განვითარების თავიდან აცილებას. ამ პოცედურისთვის შეიძლება გამოიყენოთ სპეციალური ლოსიონები და წვეთები, რომლებიც იყიდება ვეტერინარულ აფთიაქებში; ან – გვირილის ან ჩაის სუსტი ნაყენი. ჩაწვეთების შემდეგ თვალი ბინტით გაუწმინდეთ გარეთა კუთხიდან ცხვირისკენ მიმართულებით. უმჯობესია თუ ამ დროს ბამბას არ გამოიყენებთ, რადგან, ბამბამ შეიძლება დატოვოს თავისი ბოჭკოები და გამოიწვიოს თვალის მექანიკური გაღიზიანება. აღნიშნული პროცედურების რეგულარულად ჩატარება ხელს უწყობს ცხოველის თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 

კითხვა: როდის არის ძაღლის გასეირნება უკეთესი – ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?

პასუხი: გახსოვდეთ, რომ ძაღლის სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გაყვანა საჭიროა ჭამის წინ და არა ჭამის მერე. ჭამის შემდეგ ძაღლი ფიზიკურად არ უნდა დატვირთოთ. სეირნობის დროს თქვენი ლეკვი აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ უცხოებთან მშვიდ და წყნარ ურთიერთობას. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უცხოებს იმის უფლება, რომ თქვენს ლეკვს ისე ეთამაშონ ან მოეფერონ, როგორც პატარა ბავშვს. 

 

 

скачать dle 11.3