კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ვაზ 2107”, 25 წლის. მაინტერესებს, რამდენს უნდა წვავდეს ას კილომეტრზე? ასევე, ზამთრისა და ზაფხულის წვას შორის არის თუ არა რაიმე სხვაობა?

პასუხი: ასე, ერთმნიშვნელოვნად, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ლიტრი საწვავი შეიძლება, დაწვას თქვენმა ავტომობილმა ას კილომეტრზე. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს – გააჩნია, მართვის რეჟიმს და იმ ადგილებს, სადაც მოძრაობა გიწევთ. ამას ემატება ასაკი, შესაბამისად, დეტალების ცვეთა, რომელიც საწვავის მომატებას აუცილებლად გამოიწვევს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ ავტომობილს ყოველ ას კილომეტრზე შეიძლება, დააწვევინოთ როგორც 9, ასევე 15 ლიტრი საწვავი. რაც შეეხება სეზონურ წვას, ის, რა თქმა უნდა, იცვლება. ზამთარში ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში, რადგან ტემპერატურის იმ კონდიციას, როცა მინიმალური საწვავი სჭირდება, ის გვიან აღწევს, ანუ გვიან თბება.

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რას მირჩევთ, მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატური? არის თუ არა უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ეს ავტომობილი ოჯახისთვის?

პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს ის მექანიკურია თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში, ტურბირებულ ძრავას მინდა, გავუსვა ხაზი. ის საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოვთხოვოთ და საკმაოდ გაუმაძღარი იმისთვის, რომ ეკონომიური იყოს. შესაბამისად, თუ ოჯახზე ზრუნავთ და არა ავტომობილის სიმძლავრით საკუთარი სურვილების  დაკმაყოფილებაზე, მაშინ უმჯობესია, არატურბირებული ძრავათი აღჭურვილი „სუბარუ” შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება. ან, სულაც, რაიმე სხვა მოდელი შეარჩიოთ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი“, „ცე“ კლასი. მინდა, შევიძინო შედარებით მაღალი გამავლობის ავტომობილი და დავამონტაჟო მათზე გაზის აპარატურა. ეს გამომადგება თბილისშიც, ქალაქგარეთაც და ოჯახისთვისაც შეღავათი იქნება. იქნებ მირჩიოთ, საქართველოს პირობებში 3 500–4 000 დოლარის ფარგლებში რომელი ავტომობილი შევიძინო?

პასუხი: მაღალი გამავლობის ავტომობილისთვის, ანუ „ჯიპისთვის”, ეს თანხა საკმაოდ მცირეა, რომ კარგ ფორმაში იყოს. „ჯიპის” ტიპის მანქანის, „კროსოვერისთვის” კი ეს თანხა მეტ-ნაკლებად ნორმალურია. შეგიძლიათ, შეიძინოთ „სუბარუ ფორესტერი”, „ჰონდა HRV”, „ტოიოტა” რავ 4-ის” ძველი მოდელი. ყველა ჩამოთვლილ ავტომობილს, ამ თანხით უფრო საღსა და კარგ მდგომარეობაში შეიძენთ, მაგრამ ალბათ, უფრო მარჯვენასაჭიანს. 

 

скачать dle 11.3