რა მოხდა ამ დღეს
5 მაისი
1865 – ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ოჰაიოში მსოფლიოში პირველად მოხდა მატარებლის ძარცვა.
1891 – ნიუ-იორკში გაიხსნა ცნობილი საკონცერტო დარბაზი „კარნეგი ჰოლი“.
1912 – გამოვიდა გაზეთ „პრავდის“ პირველი ნომერი.
1961 – კოსმოსში გაფრინდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი.
6 მაისი
1527 – „საღვთო რომის იმპერიის“ ჯარებმა აიღეს და სასტიკად ააოხრეს ქალაქი რომი.
1682 – ვერსალი ოფიციალურად გახდა საფრანგეთის მეფეთა რეზიდენცია.
1953 – ქირურგმა ჯონ ლიბონმა ოპერაციის დროს პირველად წარმატებით გამოიყენა დანადგარი „ხელოვნური გული-ფილტვები“.
1994 – საზეიმოდ გაიხსნა გვირაბი ლა-მანშის სრუტის ქვეშ, ინგლისსა და საფრანგეთს შორის.
7 მაისი
1298 – დაიწყო ბარსელონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. დასრულდა მხოლოდ 1885 წელს.
1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის თანამგზავრები – იო, ევროპა და აგნიმედე.
1824 – ვენაში შედგა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის პრემიერა.
8 მაისი
1429 – ფრანგულმა არმიამ ჟანა დარკის სარდლობით, დაამარცხა ინგლისელები და აიძულა ისინი, ქალაქ ორლეანისთვის ალყა მოეხსნათ.
1970 – გამოვიდა „ბითლზის“ ბოლო ალბომი – „ლეთ ით ბი“.
9 მაისი
1502 – დაიწყო ქრისტეფორე კოლუმბის ბოლო, მეოთხე მოგზაურობა.
1812 – ნაპოლეონი ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში „დიდ არმიას“, რომელიც რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.
1945 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გამოიტანეს გასაყიდად ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.
10 მაისი
1857 – ინდოეთში დაიწყო სიფაების აჯანყება ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ.
1869 – დასრულდა ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობა. ამ რკინიგზამ შეაერთა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროები – ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე.
1872 – ვიქტორია ვუდჰალი გახდა პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, დამარცხდა.
11 მაისი
330 – რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად ქალაქი კონსტანტინეპოლი (ახლა სტამბული) გამოაცხადა.
1867 – ლუქსემბურგი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1927 – დაარსდა ამერიკის კინოაკადემია, რომელმაც 1931 წლიდან „ოსკარების“ მინიჭება დაიწყო.