კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გორგოშიძე

გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.

გორგი უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება.

ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.

სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.

გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში დაწერილ ერთ-ერთ ნაწარმოებს გვარს – გორგაეთს.

ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელია და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვიდან – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.

გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძისა და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.

გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.

გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ, მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.

ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ კორნათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ, აქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.

1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.

საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.

როსტობაია-უგვარია

როსტობაიას ადრინდელი გვარი იყო უგვარია. 

ვარაუდით, გვარის ფუძე წარმოიშვა ვინმე უგვარო კიცისგან, რომელსაც შემდეგ უგვარია გაუგვარდა.

ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უგვარიების ნაწილმა გვარი როსტობაიებად გადაიკეთა. როგორც ჩანს, გვარის ფუძედ აიღეს საკუთარი სახელი – როსტომი.

უგვარია 1834 წლის საბუთებში მოიხსენიება.

საქართველოში 383 როსტობაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 205, სენაკში – 32, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.

მანგოშვილი

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი მანგო. 

ქართულ საისტორიო წყაროებში გვხვდება, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი – მანგია.

ამავე ფუძისაა გვარი მანგიაშვილი.

მანგიაშვილები მთიულები არიან და ქართლის მთიანეთში ცხოვრობენ, მანგოშვილები კი კახელები არიან.

საქართველოში 607 მანგოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 167, სიღნაღში – 145, რუსთავში – 85. არიან სხვაგანაც.

გოგაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგა. 

ამავე ძირისაა გვარები: გოგაშვილი, გოგიძე, გოგიშვილი, გოგია, გოგილავა, გოგილაშვილი, გოგინაშვილი, გოგისვანიძე, გოგიტაური, გოგიჩაიშვილი, გოგლიჩიძე, გოგლიძე, გოგმაჩიძე, გოგიბერიშვილი, გოგნელაშვილი და ასე შემდეგ.

ილია მაისურაძის ვარაუდით, გოგა, გოგი – გიორგის შემოკლებულ სახელად ითვლება, მაგრამ, ირკვევა, რომ ის უძველეს ხანაში დამოუკიდებელი სახელი უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს ამ ძირეული სახელის ფართოდ გავრცელება და მისგან წარმოქმნილ ფორმათა სიუხვე. ის ეთნონიმური წარმოშობის ანთროპომად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოში 1 025 გოგაძე ცხოვრობს: თბილისში – 205, ვანში – 168, ქობულეთში – 83. არიან სხვაგანაც.

თეიმურაზიშვილი-თეიმურაზოვი

გვარის ფუძეა ირანული საკუთარი სახელი თეიმურაზი, რაც „სხეულით ძლიერს“ ნიშნავს. მისი უძველესი ფორმაა ინდური სახელი თაჰმაურუპა, რაც „ძლიერ მელიას“ ნიშნავს.

თეიმურაზის კნინობითი ფორმებია: თემო, თემუკა, თემიკო.

1791 წელს ვაშლოვანში მოხსენიებულია ეშიკაღაბაშის ყმა – ფარსადან თეიმურაზიშვილი.

მოგვიანებით თეიმურაზიშვილები თეიმურაზოვებად ჩაუწერიათ რუსული დაბოლოებით.

საქართველოში 35 თეიმურაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, გარდაბანში – 3, დედოფლისწყაროში – 2. არიან სხვაგანაც. 

176 თეიმურაზოვი.

მაცაბერიძე

გვარის ფუძეა რთულად შედგენილი საკუთარი სახელი მაცაბერი. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი მაცი. ამ სახელისგან ნაწარმოები გვარებია: მაციშვილი, მაცაკიძე, მაციაშვილი, მაცუკიშვილი.

„ძლიერ ძველად ჩანან მაცაბერიძე, მაციშვილი და მისთანანი, რომელშიც მაც ძირია საგულვებელი.”

ჭონიხიტების საგვარეულოს წარმომადგენლებს ჰქონიათ დიდი მეჯინიბეთუხუცესის წოდება. ამავე თანამდებობის პირი ყოფილა იმავე დროს მაცეპას ოლქის ჯარის უფროსი.

1941 წელს მაცაბერიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად და იქ დაფუძნებულან.

საქართველოში 797 მაცაბერიძე ცხოვრობს: თბილისში – 352, ამბროლაურში – 77, ზესტაფონში – 60. არიან სხვაგანაც.

ბიძინაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბიძინა. ეს სახელი მომდინარეობს სიტყვიდან ბიძა. ადრე ეს გვარი იწერებოდა როგორც ბიძინასშვილი. 

„ბიძინასშვილი, ქალაქს მცხოვრები მეწისქვილე, ერთი კომლი, შაჰნავაზმა მისი წყალობა განუახლა ეინალ მირიმანაშვილს” (1661 წელი).

„ბიძინაშვილი, ერთი კომლი, მამულით, კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ უწყალობა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძეს” (1698 წელი).

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, ბიძინაშვილებს რაოდენობით 520-ე ადგილი უჭირავთ.

ბიძინაშვილები ცხოვრობენ სამეგრელოშიც. ადგილობრივი ვარიანტია ბიძნასქუა. ასევე, გვხვდება საბიძნასქუო – დასახლებული უბანი გალენწყაროს ნაპირას (დარჩელი). გვარი დასტურდება მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებშიც.

ბიძინაშვილები ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში. არის როგორც დამოუკიდებლად გაჩენილი, ისე ჯანდიერიშვილ-ჯანდიერიდან, ავალიშვილიდან და სხვა გვარებიდან ნაწარმოები შტო-გვარიც.

„ბიძინაშვილი ნიკოლა, კარბს მცხოვრები, ჰყავს ძმა ბეჟუა, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე ყმა” (1700 წელი).

„ბიძინაშვილი თამაზ, ქარელს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, ის და მისი განაყოფი ბერა, მამულებით, წილად ხვდნენ ედიშერს” (1688-1703 წლები).

საქართველოში 1 785 ბიძინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 525, გორში – 270, თელავში – 171. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3