კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოინახულა სტალინმა სოხუმში უდედმამო ბავშვთა სანატორიუმი

სტალინს გულჩვილობას ნამდვილად ვერ დავწამებ, დიდი ბელადი საკმაოდ მტკიცე და რა დასამალია, ზოგჯერ ძალიან სასტიკიც იყო. მაგრამ, მან მშვენივრად იცოდა, სად რა დოზით გამოეყენებინა საკუთარი ძალაუფლება, რაც, ჩემი აზრით, მისი დიადი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო იყო. 1942 წლის ზაფხულისთვის წითელი არმია სწრაფად იკრებდა ძალებს. ფრონტები ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ „სწორდებოდა“ და, შესაბამისად, სტალინს არც მშვიდობიანი ცხოვრება ავიწყდებოდა – შეძლებისდაგვარად, ისე აკეთებდა, რომ ზურგის მშრომელებს ყველანაირი პირობები ჰქონოდათ. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, დიდი ბელადის სპეციალური განკარგულებით, საბჭოთა კავშირის ეგრეთ წოდებულ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ათეულობით ბავშვთა სახლი გაიხსნა. იქ ფრონტზე დაღუპულთა შვილები მოათავსეს და ყოველმხრივ პატრონობდნენ. „ბავშვები ჩვენი მომავალია“ – სტალინის ეს ლოზუნგი ერთბაშად აიტაცეს ქვეყანაში და ათეულათასობით ობოლს მისცეს თავშესაფარი. ივლისის დასაწყისში სტალინი საქართველოში გაემგზავრა, რათა კავკასიის დაცვის სისტემა საკუთარი თვალით ენახა. დიდ ბელადთან ერთად, ბერია და ვოროშილოვიც იმყოფებოდნენ. სტალინი თბილისში ორი დღე გაჩერდა, გორშიც შეიარა რამდენიმე საათით და შემდეგ შავიზღვისპირეთისკენ ავიღეთ გეზი. სამი დღე გაგრაში, სტალინის აგარაკზე გავჩერდით, სადაც დიდ ბელადს ინტენსიური შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ანტიფაშისტური მოძრაობის ლიდერებთან. ერთ დღეს დიდმა ბელადმა სოხუმში ინება გამგზავრება, მაგრამ მკაცრად გაგვაფრთხილა: ყოველგვარი ხმაურისა და ყურადღების მიქცევის გარეშე წავალთო, თან გზების ბლოკირებაც აგვიკრძალა. უთენია დავადექით გაგრა-სოხუმის ტრასას. ქალაქში ცხელოდა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე პატრული მორიგეობდა, მაგრამ ჩვენი „საეჭვო“ მანქანა არავის გაუჩერებია, რადგან ბერიას უკვე მოესწრო „საქმეში ჩართვა“. მისი უწყების ხალხი შორიახლო მოგვდევდა. ერთ-ერთ სანაპიროზე სტალინმა უამრავ ბავშვს მოჰკრა თვალი, რომლებიც რამდენიმე ზედამხედველის მეთვალყურეობით ნებივრობდნენ. მეგზურობას ადგილობრივი პარტორგანიზაციის ერთ-ერთი არამაღალჩინოსანი გვიწევდა (ასე ისურვა სტალინმა). ის მიტკალივით გაფითრებული იჯდა დიდი ბელადის გვერდით და სხაპასხუპით პასუხობდა მის კითხვებს:

„ესენი უდედმამო ბავშვებია, ამხანაგო სტალინ. სტალინმა სურვილი გამოთქვა, პირადად მოენახულებინა ბავშვთა საცხოვრებელი და ჩვენ სწორედ ერთ-ერთი სანატორიუმისკენ ავიღეთ გეზი. სანატორიუმ „საქართველოში“, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მივედით და დარაჯს, რომელიც ჩვენს მანქანას გადაუდგა წინ, თავდაპირველად, არც კი უნდოდა ჩვენი შეშვება: ვინ ხართ და რა მიზნით გინდათ შემოსვლაო, – მოგვახალა ულვაშა მოხუცმა, რომელიც სურნელოვან აფხაზურ თამბაქოს აბოლებდა. სტალინმა შუშა ჩასწია. სანამ ხმას ამოიღებდა, დარაჯს მანამდე ჩაუვარდა ენა. შესუნთქულმა კვამლმა კინაღამ დაახრჩო, რადგან ბელადის დანახვაზე საშინელი ხველა აუტყდა. მან ელვის სისწრაფით გაგვიღო კარი, თავად სარივით გაიჭიმა და პირველი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, გაკრიალებულ, თეთრად მოკირწყლულ შენობას მივადექით. სულ ათიოდე ადამიანი ვიყავით, მაგრამ შენობაში შევედით თუ არა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვთა სახლის დირექტორი დაგვეტაკა და ბუზღუნ-ბუზღუნით გადაგვიღობა გზა: ამხანაგებო, რა უფლებით მოდიხართ. აქ ჩვენ ბავშვები გვყავს, თქვენ კი ბაცილები შემოგაქვთ და აქედან „აახვიეთო“. მაგრამ, საბრალო ქალს სიტყვა შუაზე გაუწყდა და მონუსხულივით მიაჩერდა დიდ ბელადს, რომელიც ულვაშებში იღიმებოდა. ერთი სიტყვით, თეთრი ხალათები ჩავიცვით, ფეხზე ფლოსტები მოვირგეთ და დიდ ოთახში შევედით, რომელიც ცარიელი იყო.

„ბავშვები ახლა სადილობენ, – მოკრძალებით ჩაილაპარაკა დირექტორმა და დასძინა, – შემდეგ ცოტას წაითამაშებენ და უნდა დავაძინოთ“. სტალინმა ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა მას. თან, ყურადღებით ათვალიერებდა ყველაფერს. ამასობაში, ბავშვების ჟრიამული გაისმა და მაძღარი პატარები ოთახში შემოცვივდნენ. მათ კი ახალგაზრდა ძიძები მოსდევდნენ უკან. სტალინის დანახვისას მათაც იგივე დაემართათ, რაც დარაჯსა და დირექტორს. მხოლოდ ბავშვები იქცეოდნენ უშუალოდ. ცნობისმოყვარეობით გვიყურებდნენ, შემდეგ კი თამაში დაიწყეს და ჩვენც ამ ფერხულში ჩაგვაბეს. სტალინმა გვანიშნა, მიდითო და ჩვენც ბავშვების ნებას დავყევით. თავად კი საბავშვო სახლის დირექტორთან ერთად ადევნებდა ჩვენს მხიარულ თამაშობებს თვალს. ყველაზე ძალიან ბავშვებს ბერია მოეწონათ, რომელსაც თვალები აუხვიეს და კუკუდამალობანას ეთამაშებოდნენ. უშიშროების შეფი თვალახვეული დასდევდა მოჟრიამულე ბავშვებს, მაგრამ მისდა გასაოცრად, ვერც ერთი ვერ მოიხელთა. სტალინს ამაზე გულიანად გაეცინა და გადასძახა: „ეჰ, ლავრენტი, ლავრენტი, შენ ეგენი ფაშისტი ჯაშუშები ხომ არ გგონია, ასე ადვილად მოიხელთო, ხედავ, რა მშვენიერი თაობა გვეზრდება?!“ ბერიას კი სულაც არ ეხუმრებოდა,  ხვითქი გასდიოდა ამ ონავარი ბავშვების დევნაში. უეცრად, სტალინმა ერთ პატარა ბიჭუნას მიაპყრო მზერა, რომელიც ოთახის კუთხეში, ფანჯარასთან იჯდა ჩაფიქრებული და მოწყენილი იყურებოდა გარეთ. დიდი ბელადი პატარასთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და გამოელაპარაკა. პატარამ მოწყენილი თვალებით შეხედა სტალინს და კოპებშეკრულმა უპასუხა. დიდმა ბელადმა ბავშვი მუხლებზე დაისვა მოეფერა და ცოტა ხნის შემდეგ ისე აატიტინა, ბავშვის მოწყენილობა მთლად გაქრა. პატარა უკვე ულვაშებს უპრეხდა უცნობ, კეთილ ბაბუას. როგორც გაირკვა, ოთხი წლის კოსტიას მთელი ოჯახი თვალწინ დაეღუპა სტალინგრადში, თვითონ კი სასწაულებრივად იყო გადარჩენილი სიკვდილს. ამხანაგო სტალინ, – უთხრა დირექტორმა დიდ ბელადს, – ბავშვი არავის ეკარებოდა აქამდე და თქვენ პირველი ხართ, ვისაც გამოელაპარაკაო.

ამასობაში ბავშვების ძილის დრო დადგა. ჩვენც უნდა წავსულიყავით და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. სტალინმა ბავშვი აიყვანა, მოეფერა, აკოცა, ძირს დასვა, გამოემშვიდობა და ის-ის იყო, უნდა წამოსულიყო, პატარა ბიჭუნა კალთაზე ჩამოეკიდა და ატირდა: „ბაბუ, ბაბუ, არ წახვიდე, ჩემთან დარჩი, არ მიმატოვო“.

უხერხულობა შეიქმნა, ყველას ენა ჩაუვარდა, მომსახურე პერსონალს კი მკვდრის ფერი დაედო. დირექტორი ბავშვთან მივიდა და ხელში აყვანა სცადა, რომ სტალინისთვის მოეშორებინა, მაგრამ კოსტია ორივე ხელით ჩააფრინდა „ბაბუას“ და უფრო ხმამაღლა ატირდა. სტალინმა ბავშვი ხელში აიყვანა, მოეფერა და როცა პატარა დამშვიდდა, ხელებზე გადაიწვინა, სკამზე ჩამოჯდა და ნამდვილი, მზრუნველი ბაბუასავით დაარწია. თან, რაღაც იავნანასმაგვარ სიმღერას (რუსულად) ღიღინებდა ჩუმად. ყველანი გაშეშებულები ვუმზერდით დიდ ბელადს. ბავშვს კი ამასობაში ჩაეძინა და სტალინმა თავისი ხელით ჩააწვინა საწოლში. მხოლოდ ამის შემდეგ წამოვედით იქიდან. ჩვენი მცირე კორტეჟი უკვე კარგა მანძილით იყო დაშორებული ბავშვთა სახლს, როცა სტალინმა უკან დაბრუნების ბრძანება გასცა. კვლავ ეზოში რომ შევბრუნდით, დიდი ბელადი მარტო გადავიდა მანქანიდან. შენობაში შევიდა და ათი წუთის შემდეგ, მძინარე კოსტია მაკეევით ხელში დაბრუნდა უკან. ბავშვი ფრთხილად მოვათავსეთ დიდი ბელადის მანქანის უკანა სავარძელზე და გეზი სადგურისკენ ავიღეთ, სადაც უკვე სრულ მზადყოფნაში გველოდებოდა სტალინის სპეცმატარებელი. კოსტია მაკეევი კრემლში დასახლდა და დიდი ბელადის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. მოსკოვში დაბრუნებისთანავე, სტალინის სპეციალური განკარგულებით, მისი პირადი ფონდიდან ოცდაათი მილიონი მანეთი გამოიყო, რომელიც ობოლი ბავშვების საჭიროებისთვის დაიხარჯა.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით 

 

скачать dle 11.3