კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამსახური და დიეტა

ჩვენს მკითხველს ისევ და ისევ აინტერესებს, როგორ უთავსებენ ერთმანეთს დიეტასა და გადატვირთულ დღის რეჟიმს მეგავარსკვლავები. გთავაზობთ რამდენიმე უცნობილესი და ულამაზესი ქალბატონის ცხოვრების „ოქროს წესს“.

ბრუკ შილდსი: „არანაირი შეღავათი“

მისთვის უცხოა დიეტის დარღვევა მძიმე სამუშაო გრაფიკის მოტივითაც კი. „ჩემი სხეული ჩემი სავიზიტო ბარათია და, უფლება არ მაქვს, მოვდუნდე. გადაღებების დროს არ მაქვს საშუალება, ვიარო სპორტდარბაზში, ამიტომ, ჩემთვის აღნაგობის შენარჩუნების ერთადერთი მეთოდი – სწორი კვებაა: კვების რეჟიმის მკაცრად დაცვა, არაკალორიური პროდუქტები, სასმელი წყალი, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ძილი“, – აცხადებს მსახიობი.

ანჯელინა ჯოლი: „ჩემი საიდუმლო საკვების რაოდენობაშია“

უკვე მრავალი წელია, ანჯელინა ამ მეთოდს იყენებს – იკვებება ხშირად და პატარ-პატარა ულუფებით. მისი აზრით, ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც ქალს სასურველ წონას სამუდამოდ შეუნარჩუნებს. „ამ წესის შეცვლას მხოლოდ მიწისძვრა ან რამე მსგავსი ექსტრაორდინარული მოვლენა თუ მაიძულებს“, – აღიარა ჯოლიმ.

კეტი ჰოლმსი: „ნუ ისადილებ მარტო“

„ვერ ვიტან მარტო ჭამას. ამიტომ, გადაღებების დროს საჭმელს ჩემი კოლეგებისთვისაც ვუკვეთ ხოლმე“. მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთილ კერძებს შორის ხშირად არის ნაყინი, პიცა და კექსები, მსახიობის წონას ეს არ ემუქრება. როგორც თავად თქვა, კოლეგებთან ერთად ჭამის დროს მეტს ლაპარაკობს და ნაკლებს მიირთმევს.

მადონა: „ჩიპსების ნაცვლად – კომბოსტო“

„დაძაბული გრაფიკის დროს მთავარი პრობლემაა სრულყოფილი კვებისთვის არასაკმარისი დრო, – ამბობს პოპ-დივა, – ამის გამო ბევრი ჩემი ნაცნობი განურჩევლად იყრის მუცელში ყველაფერს, შოკოლადით დაწყებული, ჩიპსებით დამთავრებული, რაც შემდეგ ცხიმებად გროვდება მთელ სხეულზე. მე ჩიპსების მაგივრობას ცოცხალი კომბოსტოს ფოთლები მიწევს, ამიტომ, ყოველთვის დამაქვს თან გადაღებებსა და კონცერტებზე“, – ამხელს თავის საიდუმლოს ვარსკვლავი.

პენელოპა კრუსი: „საკუთარ თავს უარს არაფერზე ვეუბნები“

„გადაღებების დროს მე ბოლომდე ვიხარჯები და, ამიტომ, მუდმივად მჭირდება ენერგიის აღდგენა. შემიძლია, სადილად პიცა მივირთვა, ვახშმად კი – ნოყიერი იტალიური „პასტა“. მაგრამ, ძალიან ბევრს ვმოძრაობ, „ვწვავ“ ყველა კალორიას და ამიტომაც არ ვსუქდები“, – გამოუტყდა ჟურნალისტებს პენელოპა.

скачать dle 11.3