კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ტონალურ კრემს ვყიდულობ ყოველთვის მაღაზიაში და არა ბაზრობაზე, თან, არცთუ იაფს ვიხდი, მაგრამ, კანზე თანაბრად არ მესმევა და ხანდახან კანს მიღიზიანებს კიდეც. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ყიდვისას აუცილებლად წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და შეიძინეთ მხოლოდ ის ტონალური კრემი, რომელიც შედგება ნატურალური აქტიური ინგრედიენტებისგან, რომლებზეც ალერგია არ გაქვთ.

კითხვა: რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს კანის ლაზერულ გაწმენდას?

პასუხი: ლაზერული გაწმენდის დადებითი მხარეებია: ა) მკვეთრად გამოხატული ესთეტიკური ეფექტი; ბ) ეს მეთოდი ითვლება ნაოჭებთან ბრძოლის რადიკალურ საშუალებად.

უარყოფითი მხარეები: ა) შესაძლებელია, კანის ზედაპირი გახდეს უსწორმასწორო და გაჩნდეს ნაწიბურები; ბ) ზოგჯერ, ლაზერით დამუშავებულ და დაუმუშავებელ ზონებს შორის, შესაძლოა, გაჩნდეს დემარკაციული ხაზი; გ) შეხორცების პროცესი არის მტკივნეული და ხანგრძლივი – ერთი თვე ან უფრო მეტი პერიოდი.

კითხვა: მინდა ლაზერული ლიპოსაქციის გაკეთება. მაინტერესებს, აქვს თუ არა ამ პროცედურას უკუჩვენებები?

პასუხი: როგორც წესი, ლაზერულ ლიპოსაქციას უკუჩვენებები არ ახასიათებს, თუ დაიცავთ ყველა მითითებას, რასაც ექიმი გეტყვით პროცედურის შემდეგ. არ დაგავიწყდეთ კომპრესული სახვევების გაკეთება და შეეგუეთ იმას, რომ ხანგრძლივია სარეაბილიტაციო პერიოდი – ორი კვირიდან ზემოთ.

კითხვა: როგორ კანს უხდება გარგარის ზეთი?

პასუხი: გარგარის ზეთი ნამდვილი სასიცოცხლო ელექსირია მშრალი, აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის, მაგრამ, განსაკუთრებით ეფექტურია კანის გაუწყლოების სამკურნალოდ; ასევე, კარგად „მუშაობს“ მაკიაჟის მოსახსნელი საშუალებების შემადგენლობაშიც.

 

скачать dle 11.3