კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უძახებდა ყოველდღე სასწრაფოს და სახანძროს რეზო ჩხიკვიშვილისთვის და რას ეძებდნენ მასთან სახლში გოგონები

ბოლო სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე „კალიგულა” იყო, რომელმაც მაშინ მთელი თბილისი აალაპარაკა. ამის შემდეგ ის გერმანიის, კულტურის დედაქალაქად წოდებულ, ქალაქ ესენის თეატრში გასტროლებზე მიემგზავრება და რჩება. მალე საქართველოში მისი უდიდესი წარმატებების შესახებ ვიგებთ. ყველაფერი კი „ოიდიპოს მეფით” დაიწყო, სპექტაკლით, რომლითაც მსახიობები 1992 წელს, აფხაზეთის ომის გამო, გერმანიის წამყვან თეატრს ესტუმრნენ. მაყურებელი და თეატრის ხელმძღვანელობა მისით აღფრთოვანებულია. ესენის თეატრი მას ერთწლიან, მერე კი  გრძელვადიან კონტრაქტს უდებს. ასე შემორჩა ის გერმანიას ოცი წელი. ეს, თბილისელი ქალბატონების ყველაზე სიმპათიური, საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილია. მოდი, ერთად გავიგოთ როგორია რეზო ჩხიკვიშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხული” გერმანიაში.                  

სად ვარ, ვინ ვარ…  

„გერმანელებმა მნახეს ქართულ-გერმანულ პროექტში – „ოიდიპოს მეფე“ და მაშინ გადაწყვიტეს, მოვეწვიე. ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც  იყო ჩემთვის, გეტყვით: „ოიდიპოს მეფეში“ რომ უნდა მეთამაშა, პრემიერამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და ამ დროს თბილისიდან მირეკავს ჩემი და – მამა დაეცა და ფეხი იტკინაო. ვიფიქრე, თუ მამაჩემი დაეცა და ფეხი იტკინა, ამის გამო არ დამირეკავდნენ-მეთქი. ავტეხე რეკვა – რაღაც არ მასვენებდა შინაგანად. ჩემს სიმამრთან დავრეკე – მეუბნება, არაფერიაო. ჩემს დასთან დავრეკე, დედაჩემთან... – მათაც იგივე მითხრეს – ისეთი არაფერიაო. რომ წამოვედი, კაცი საღ-სალამათი დავტოვე, ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. მოკლედ, ჩემს აფორიაქებას საზღვარი არ აქვს. პრემიერა ვითამაშეთ. ფაქტობრივად, ამან გადაწყვიტა ჩემი ბედი. ჩამოვდივარ თბილისში, მოვდივარ სახლში და რომ შევედი, კედელზე ვხედავ სურათს. მამაჩემი უკვე დაკრძალული იყო. ეს ტკივილი,  რომ სიმართლე დამიმალეს, მთელი ცხოვრება გამყვება. გამოვაღე კარადა, გამოვიღე მისი პერანგი და ცხარე ცრემლით ავტირდი. ესეც ბედი იყო, ალბათ – რომ ჩამოვსულიყავი, ის პროექტი აღარ შედგებოდა და დღეს აქ არ ვიქნებოდი. როცა ჩამოვედი, პირველი  პერიოდი რთულად დაიწყო, გამომდინარე იქიდან, რომ ენა არ ვიცოდი. ამას ყველაფერს რაღაცნაირად დაძლევს ადამიანი, მაგრამ, ყველაზე რთული საქართველოდან წასვლა იყო. ამდენი ხნით არ დამიტოვებია თბილისი. გავიდა ერთი თვე, ორი თვე და ვხედავ, შემოვრჩი სხვა გარემოს, სხვა კულტურას და ამას ძალიან განვიცდიდი. საოცარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. ნელ-ნელა დავიწყე გერმანული კულტურის შესწავლა, მაგრამ, ჩემს თავს ვერ ვხედავდი ისე, როგორც ქართველი ქართულ ხელოვნებაში. სად ვარ, ვინ ვარ, ვის ვაინტერესებ აქ? ამას მოჰყვა შინაგანი დეპრესია, უძილობა, მიუხედავად იმისა, რომ შვილებიც აქ მყავდა. წესით, უნდა გიხაროდეს ადამიანს, როცა შენი შვილები გერმანულ ბაღში და სკოლაში დადიან. ბავშვებმა მალე ისწავლეს ენა, მაგრამ, მე აღარ მინდოდა აქ. არ ვიცოდი, როგორ მომეშორებინა დეპრესია. ერთი კარგი გერმანელი მეგობარი მყავს, მოვიდა და მეუბნება – ახლა მე შენ დეპრესიიდან უნდა გამოგიყვანო, დავლიოთ და ყველაფერი დაგავიწყდებაო. ეგ რომ საქმეს შველოდეს-მეთქი...  

ჩხიკვიშვილის გალაკტიონი ბარათაშვილის სტრიქონებით გერმანიაში 

წასვლისას მირჩიეს, გერმანულის სწავლა დაიწყეო. ორი თვე ვსწავლობდი. თავიდან, მასწავლებელმა რომ მკითხა, რა ვისწავლოთო, ლექსები-მეთქი. ვიფიქრე, ჩემი გამოთქმა აინტერესებდათ და რამდენიმე ლექსი ვისწავლე. რომ ჩავედი, აეროპორტში მკითხეს, გერმანულის სწავლა დაიწყეო? კი-მეთქი და დავიწყე გოეთეს  ცნობილი ლექსის კითხვა, მაგრამ, ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, რასაც მეკითხებოდნენ. ეს, იცით, დაახლოებით როგორ გამოვიდა? რომ ადგე და გალაკტიონი წაიკითხო, ოღონდ ბარათაშვილის სტრიქონებით,  მირბის მიმაფრენს... გაუკვირდათ, ლექსს რატომ ამბობსო. ალბათ, იფიქრეს, ეს ვერ არის კარგადო. პირველ წელს პატარ-პატარა როლები მქონდა, მეორე წელს უკვე მთავარი როლები მომცეს. ორი საათის განმავლობაში მაყურებლის ყურადღება უნდა მიმეპყრო და, მოხდა ისე, რომ, არც ენის უცოდინრობას, არც ჩემს გაუმართავ აქცენტს, პრობლემა არ შეუქმნია. ჩამოსვლისთანავე შემიყვარა მაყურებელმა. ალბათ, დაინახეს, რომ, იმას, რასაც ვაკეთებდი, დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაკეთებდი. 

როგორ გავუმწაროთ რეზო ჩხიკვიშვილს სიცოცხლე

 ჩემს თავზე მეცინებოდა – რა მოსწონთ ჩემში, ერთი გამხდარი, გაჩხიკინებული ბიჭი ვარ-მეთქი. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რომ ეს გამოიწვია სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია,” მაგრამ მაინც... ყველა მირეკავდა. თავიდან მიხაროდა, მაგრამ, მერე აუტანელი გახდა ეს ყველაფერი. ერთს შევხვდი, მეორეს შევხვდი და, რა, ამას რა უნდა მოჰყოლოდა? შენ ერთი ხარ და ისინი – ათასნი. ამდენი ყურადღების გაცემა სად შემეძლო? მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდათ ჩემგან და ამის ძალიან მეშინოდა. მაშინ არ იყო ასეთი გახსნილი ურთიერთობები, როგორიც დღეს არის – ხელმოუწერლად რომ ცხოვრობენ ერთად. ერთხელ, ბათუმში ვიყავი გასტროლებზე და ბიჭებმა  ჩვენს გოგონებს გავუარეთ პლაჟზე. იქვე, სხვა ბიჭებიც ისხდნენ და დაცინვის ტონით თქვეს ჩემზე: აუ, ამის მუშტი ჩემს მტერს მოხვდესო. ვიფიქრე,  ვაიმე, რა დღეში ვარ-მეთქი. ამიტომ, გახდა აღარ მინდოდა და სულ ჩაცმული დავდიოდი. მახსოვს, მირზა გელოვანი რომ ვითამაშე ფილმში, ჯარისკაცის ფორმა მეცვა და შიგნიდან რაღაცეებს ვტენიდი, რომ ცოტა, ამომევსო. ზამთრის ტანსაცმელში როცა ვიყავი ჩაცმული, კიდევ არა უშავდა, მაგრამ, როცა ზაფხულის გადაღებები იყო, მაშინ რაღაცეების გაკეთება მიწევდა. ეს იყო როგორც ბედნიერი პერიოდი, ისე დამთრგუნველიც, რადგან, გოგონების ერთმა ჯგუფმა, რომლებმაც ჩემგან სათანადო ყურადღება ვერ მიიღეს, ჩემი დატერორება გადაწყვიტეს – როგორ გავუმწაროთ რეზო ჩხიკვიშვილს სიცოცხლეო: ღამით ჩემს სახლთან მოდიოდნენ მანქანით და მეძახდნენ: რეზო, შე იმპოტენტო, გამოიხედე!!! ყველანაირად მამცირებდნენ. ერთხელ, დარეკეს ჩემთან სახლში და დედაჩემს უთხრეს: თქვენს შვილს მანქანა დაეჯახა და აღარ არისო. ამ დროს შემთხვევით სახლში შემოვედი... ვიღაც გოგო გაიპარა სახლიდან, მისი მშობლები კი ჩემთან მოცვივდნენ სახლში და საწოლის ქვეშ, კარადაში, ყველგან ეძებდნენ – სად დამალეო. ჩვენს ეზოში თითქმის ყოველდღე სასწრაფო, ან სახანძრო მოდიოდა… ყველანაირად ცდილობდნენ, მართლა გავმწარებულიყავი. უნდოდათ, შური ეძიათ ჩემზე. დიდხანს ვერ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. სხვათა შორის, ეს ჯგუფი იზრდებოდა: ის იმედგაცრუებული გოგონები რაღაცნაირად ერთმანეთს პოულობდნენ. მერე რა დღეში ვიყავი, ეს უნდა გავთქვა: წინა კარიდან ვერ გავდიოდი, უკანა კარიდან ვერ გავდიოდი, აივანზე ვერ გავდიოდი... დურბინდებით იყვნენ ჩასაფრებულები. ალყაშემორტყმული ვიყავი და რომ რეკავდნენ,  ვიღაც  ხომ უნდა მისულიყო ტელეფონთან, როცა ოჯახის წევრები შინ არ იყვნენ.  ხან ტელევიზიიდან მირეკავდნენ, ხან გახმოვანებიდან, აღარ ვიცოდი რა მექნა. ვიღაცეებს მიგზავნიდნენ, სახლს მინგრევდნენ, საშინელება იყო... საინტერესოც იყო, მაგრამ, კარგისა და ცუდის გარჩევა არ შეიძლებოდა. ტელეფონი რომ რეკავდა, უკვე ნევროზი მქონდა და ვყვიროდი: „არ დარეკო, შენი“!.. მერე როგორ ვიქცეოდი, იცი? გოგოს ხმით ველაპარაკებოდი: „რეზო ჩემი შეყვარებულია და, ძალიან გთხოვთ, თავი დაანებოთ“; ხან – ბაბუაჩემის ხმით: „ალიო, რომელი ხარ, შვილო, რეზო სოფელშია“… თქვენ ვინ ხართ – მეკითხებოდნენ. ბაბუამისი ვარ-მეთქი,  ვპასუხობდი. ქუჩაში რომ მივდიოდი და მოპირდაპირე მხრიდან გოგონები მოდიოდნენ, შანსი არ იყო, სადღაც უნდა გამეხვია. ტრანსპორტში ხომ, საერთოდ ვერ ავდიოდი. მე საცოდავს, 120 მანეთი მქონდა და მთელ ხელფასს ტაქსებში ვხარჯავდი.

გაზიანი ქორწილი

 ხათუნა რომ გავიცანი, ძალიან მომეწონა და შემიყვარდა, მაგრამ, ისეთი დაკავებული ვიყავი, ვუთხარი კიდეც, ჯერ არ მინდა, სერიოზულ ურთიერთობაზე ვიფიქრო, სათანადო ყურადღებას ვერ მოგაქცევ-მეთქი (ხათუნა ჩაგელიშვილი მთავარ როლს ასრულებს ფილმში „ჩიორა,“ – ავტორი). მერე, ცოლი რომ მოგყავს, ცალკე სახლი უნდა გქონდეს. ეს ყველაფერი მაინც ახალი იყო ჩემთვის – ახლად დაწყებული კარიერა, დღედაღამ გარეთ ხარ გასული... განვიცდიდი თვითონ ქორწილზეც – როგორი იქნება, როგორ ჩაივლის… ხომ იცი, ამ დროს ცოტა დაბნეული ხარ. თან, იმ პერიოდს დაემთხვა, საქართველოში ღვინო რომ აიკრძალა. ეს, იცით, რამხელა პრობლემა იყო? გაზიანი სასმელებით როგორ უნდა გადაიხადო ქორწილი? მით უმეტეს, ამდენ მსახიობს უნდა დაუძახო... დაძაბული ვიყავი – როგორ განვითარდება, როგორ აეწყობა ყველაფერი-მეთქი.” 

 

скачать dle 11.3