კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მილიარდერები არიან დაკავშირებულნი საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და რატომ უწოდებენ მათ „მაღალტექნოლოგიურ მილიარდერებს”

ჟურნალ „ფორბსის” მიერ 2014 წლის მილიარდერების რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მილიარდერების უმეტესობა გარკვეულწილად დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიასთან – პროგრამული უზრუნველყოფა, მედია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები. დღევანდელ ნომერში ეგრეთ წოდებული „მაღალტექნოლოგიური მილიარდერების” ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.

ბილ გეითსი – „ის, შეიძლება, გიყვარდეთ ან გძულდეთ, მაგრამ, მისი იგნორირება შეუძლებელია,” – ასეთი სათაური ჰქონდა ერთ-ერთ სტატიას ჟურნალ „ფორჩუნში”, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ბილ გეითსს მიეძღვნა. ბილ გეითსი სწორედ იმ მილიარდერების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა მთლიანი კაპიტალი მაღალ ტექნოლოგიებს და, კერძოდ, კომპიუტერებს უკავშირდება. 

კარლოს სლიმ ელუ – მექსიკელი მედია-მეფე, სატელეკომუნიკაციო გიგანტის „ტელმექსის” მფლობელი, ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულ მილიარდერად ითვლება. კარლოს სლიმი თვეში მხოლოდ 24 ათასს დოლარს ხარჯავს საკუთარ თავზე, გადაადგილდება ჩვეულებრივი ავტომობილით, იმოსება იაფიან მაღაზიებში, ხოლო პროდუქტებს საკუთარ სუპერმარკეტებში იძენს ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათით. 

აზიმ პრემჯი – მას „ინდოელ ბილ გეითსს” უწოდებენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუსლიმანია მსოფლიოში, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ნავთობთან. ინდოელმა აზიმ პრემჯიმ საკუთარი მილიარდები პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერების გაყიდვით მოიპოვა. მის საკუთრებას წარმოადგენს უდიდესი ინდური კომპიუტერული ტექნოლოგიის კონცერნი „ვიპრო ტექნოლოჯის”. 

ლარი ელისონი – ის არის მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპიუტერული უზრუნველყოფის კომპანიის მფლობელი. კომპანია „ორაკლის” მმართველი ლარი ელისონი ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტურ მილიარდერად ითვლება მსოფლიოში. გარდა კომპიუტერული ბიზნესისა, იგი დაინტერესებულია იახტებითა და ბომბდამშენებით. ის პირადად მართავს იტალიურ ბომბდამშენ „მარკეტის”, ხოლო წლების წინ ცეცხლსასროლი იარაღის, ალკოჰოლისა და თამბაქოს პროდუქციის კონტროლის მსოფლიო ბიურომ აღკვეთა ელისონის მიერ რუსული „მიგის” ყიდვის შესაძლებლობა. 

სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი – ეს დუეტი ყველაზე გავრცელებული საძიებო სისტემის „გუგლის” ავტორია. პეიჯმა და ბრინმა ერთმანეთი სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს 1995 წელს, ხოლო 1998 წელს მათი ერთობლივი პროექტი „გუგლი” ამომქედდა, რომელმაც დღესდღეობით მათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში წარმატებული ადამიანების სტატუსი მიაკუთვნა. სხვათა შორის, ბრენდი  „გუგლი” გაცილებით ცნობილია თავის ავტორებზე და ამის თაობაზე ბრინი და პეიჯი სულაც არ წუხან, ისინი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და იშვიათად ჩნდებიან ტელევიზიით. 

скачать dle 11.3