კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინდონეზიის დაბალხელფასიანი პრეზიდენტი – სუსილო ბამბანგ იუდოიონე

ინდონეზიის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდოიონე „ფორბსის” მიერ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის სახელდება. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს კუნძულოვან სახელმწიფოს უდგას სათავეში და სამშობლოში ქარიზმატული ლიდერის სახელით არის ცნობილი. წელს ინდონეზიის პრეზიდენტს 65 წელი უსრულდება და საინტერესო იქნება მის შესახებ გავრცელებული ფაქტების გაცნობა.

* სუსილო ბამბანგ იუდოიონე სოფელ არჯოსარიში, კუნძულ იავას აღმოსავლეთში, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში დაიბადა. მისი სახელი კუნძულ იავაზე ძალზე პოპულარული და ტრადიციულია და მას სანსკრიტული ფუძე აქვს. „სუ” – კარგს ნიშნავს, ხოლო „სილო” – მორალს. „ბამბანგი” იავაზე გავრცელებული სახელია და „რაინდს” ნიშნავს. „იუდო” სანსკრიტულ დიალექტზე ბრძოლაში მტრის დამარცხებას, ხოლო „იანი” – მოგზაურობის მართებულობას ნიშნავს. ამდენად, სანსკრიტულ ენაზე ინდონეზიის პრეზიდენტის სახელი და გვარი ბრძოლაში მტრის დამმარცხებელ და მოგზაურობის მოყვარულ კარგ რაინდს ნიშნავს. ბავშვობაში სუსილო არმიაში მსახურობაზე ოცნებობდა. ის იყო საუკეთესო მოსწავლე უნივერსიტეტში და თითქმის ყველა სფეროში ნიჭიერებით გამოირჩეოდა: სუსილო წერდა ლექსებს, მუსიკას; გარდა ამისა, მას წარმატებები ჰქონდა სპორტში, კერძოდ – ფრენბურთში. მეგობრებთან ერთად მას დაარსებული ჰქონდა ფრენბურთის კლუბი „რაჯავალი”.

* სუსილო ბამბანგ იუდოიონე 1976 წელს დაქორწინდა კრისტინა ჰერავატიზე, რომელიც იმ დროისთვის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო. ინდონეზიის პრეზიდენტს ორი ვაჟიშვილი ჰყავს: 1978 წელს დაბადებული აგუს ჰარიმურტი იუდოიონე (რომელიც, მამის მსგავსად, სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ამჟამად სამშვიდობო ძალების მისიით ლიბანში, ბეირუთში იმყოფება) და 1980 წელს დაბადებული ედჰი ბასკორო იუდოიონე – ინდონეზიის მმართველი პარტიის წევრი და სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” აქტიური მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ სუსილოს მეუღლის, კრისტინა  ჰერავატის პატივსაცემად, პაპუა-ახალ გვინეაში აღმოჩენილ უიშვიათესი ჯიშის პეპელას „დელიას კრისტიანია” უწოდეს. 

* 2010 წლის იანვარში ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდოიონემ რიგით მესამე სტუდიური პოპ-ალბომი გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ, ისევე, როგორც წინა ორ ალბომში, იუდოიონე თვითონ არ მღერის, თუმცა, ყველა კომპოზიცია მისი დაწერილია და მათ ინდონეზიელი პოპ-ვარსკვლავები ასრულებენ. პრეზიდენტი ძირითადად სასიყვარულო და პატრიოტულ ბალადებს წერს და თითო კომპოზიციის შექმნაზე დღე ან დღე-ნახევარი ესაჭიროება.

* ინდონეზიის პრეზიდენტს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ხელფასი აქვს მსოფლიო პრეზიდენტებს შორის – თვეში სულ რაღაც 450 დოლარი.

 

скачать dle 11.3