მხოლოდ ფაქტები
* ჰავაურ ენაში სულ 12 ბგერაა, მათ შორის 7 თანხმოვანი – H, K, L, M, N, P, W.
* სანამ ეგეოსის ზღვას ამ მითოლოგიური გმირის, მინოტავრის დამმარცხებლის სახელს დაარქმევდნენ, „არქიპელაგი” ერქვა.
* ელისეის მინდვრები იწყება ტრიუმფალური არკით და მთავრდება თანხმობის მოედნით, ან – პირიქით.
* ნატურალური ლოგარითმების ფუძე აღინიშნება e ასოთი, რადგან ის მათემატიკოსმა ეილერმა შემოიტანა.
* ციმბირულ ხალხში, კერძოდ, ხანტებში, ზღაპრები გასულ საუკუნეშიც იქმნებოდა და, თანაც, ისტორიულ პიროვნებებზე. მაგალითად, ერთ-ერთ ზღაპარში რევოლუციის მამა – ვლადიმირ ულიანოვი-ლენინი მთვარის ციკლივით განიცდიდა ცვლილებას: ახალგაზრდას ნამგალა მთვარედ გამოსახავდნენ, მოხუცს – სავსე მთვარედ.
* არც ისე ბევრ არქიტექტურულ ნაგებობას შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ მისი სახელი გეოგრაფიულ ობიექტს დაერქვა. ერთ-ერთი მათგანია სევილიის წმიდა მარიამ ქალწულის, იგივე ძველი, ანუ ანტიგუას ეკლესია, რომლის სახელი კოლუმბმა ვესტ-ინდოეთში აღმოჩენილ ერთ-ერთ კუნძულს უწოდა.
* პენტამინო სულ თორმეტია და ყოველ მათგანს ერთნაირი ფართობი და სხვადასხვა ფორმა აქვს. ის ამერიკელმა მათემატიკოსმა სოლომონ გოლომბმა გამოიგონა.
* რომაელები ჩრდილოეთის ზღვას „გერმანიის ზღვას” უწოდებდნენ.
* მანქანის ველოსიპედთან შედარება არც შეიძლება, თუმცა, ველოსიპედს მანქანაზე 4-5-ჯერ გრძელი აქვს... გადამცემი („პერედაჩა”).
* „დისნეი ლენდში” შექმნილია სპეციალური ლაბორატორია მავნე მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად.
* 1993 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიღეს მხატვრული ფილმი „უძილობის მკურნალობა“, რომელიც მაშინვე შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი ერთსერიანი ფილმი, რომლის ყურებისას შეუძლებელია, ადამიანმა არ დაიძინოს.