კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნეიმარის ახალი სატრფო

ლუის ჰემილტონი - ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ბრიტანეთში

„ფორმულა 1-ის” გუნდ „მერსედესის” პილოტი ლუის ჰემილტონი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარ სპორტსმენად დასახელდა. 2008 წლის მსოფლიოს ჩემპიონის პირადი კაპიტალი 68 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს; მეორე პოზიციას რეიტინგში კიდევ ერთი პილოტი, ჯენსონ ბატონი იკავებს 63 მილიონი გირვანქა სტერლინგით, ხოლო მესამეა ფეხბურთელი უეინ რუნი 60 მილიონით. რეიტინგში ასევე ფიგურირებენ: სტივ ნეში – 56 მილიონი, რიო ფერდინანდი – 44 მილიონი, ენდი მარეი – 40 მილიონი, სტივ ჯერარდი – 37 მილიონი, ფრენკ ლამპარდი – 37 მილიონი, ლუოლ დენგი – 36 მილიონი და რაიან გიგზი – 36 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

 

ნეიმარის ახალი სატრფო

„ბარსელონის” ბრაზილიელ ვარსკვლავს – ნეიმარს, ახალი გატაცება აქვს – 20 წლის ბრაზილიელი მოდელი გაბრიელა ლენზი. ლამაზმანი უკვე შეამჩნიეს ბარსელონაში და, ესპანური მედიის ცნობით, ის ნეიმარს ესტუმრა კატალონიის დედაქალაქში. ცნობილია, რომ გაბრიელამდე ნეიმარს რომანი ჰქონდა ბრაზილიური ტელესერიალების ვარსკვლავთან, ბრუნა მარკეზინისთან, თუმცა, იმის გამო, რომ ნეიმარი ევროპაში ცხოვრობს, ხოლო ბრუნა – ბრაზილიაში მათ დაშორება მოუწიათ. 

 

პარაგვაელების სამუნდიალო კალენდარი

მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაის ეროვნული ნაკრები ბრაზილიის მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩა, ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში მაინც მოუთმენლად ელიან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას და ამ მოვლენას ეროტიკული კალენდრის გამოცემა მიუძღვნეს. პარაგვაელი  ლამაზმანები მუნდიალის მონაწილე ქვეყნების ფერებში პოზირებენ და კალნედრის მყიდველებს მატჩების დაწყების დროს ამცნობენ. 

 

იანუზაი – სკანდალის ეპიცენტრში

„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ფეხბურთელი ადნან იანუზაი სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. ინგლისურმა ბულვარულმა პრესამ დაადგინა, რომ იანუზაისა და ცნობილ ბრიტანელ მოდელ შარლოტა სპრინგერს რომანი აქვთ. საგულისხმოა, რომ შარლოტა ორი წელი მავან ინგლისელთან ცხოვრობს  და, როგორც თავად ამბობს, იანუზაის საერთოდ არ იცნობს, თუმცა, მედია ირწმუნება, რომ ინფორმაცია სანდო წყაროდან მიიღო. ცნობისთვის, იანუზაი მეორედ ხდება მედიის ყურადღების ცენტრში – რამდენიმე კვირით ადრე მან მელისა მაკენზი, 25 წლის სტუდენტი გოგო პაემანზე დაპატიჟა, სადაც სპორტულ კოსტუმში გამოწყობილი მივიდა და ძვირიანი რესტორნის ნაცვლად გოგო იაფიან სასადილოში წაიყვანა.

скачать dle 11.3