კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნეტარი მატრონას ცხოვრება და წინასწარმეტყველებანი

უფალმა მატრონა უხვად დააჯილდოვა სიბრძნითა და წინასწარჭვრეტის უნარით. ერთხელ სებინოში ასეთი შემთხვევაც მოხდა: ერთმა დიდებულმა იყიდა სახლი და იქ დაფუძნება გადაწყვიტა. თავისი ქონების ნაწილით მას სურდა, ახალი სამრეკლო აეშენებინა, მაგრამ, სანამ ამ დიდ საქმეს წამოიწყებდა, მატრონასთან აზრის გასაგებად მივიდა. მატრონამ უპასუხა, რომ მისი ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდებოდა. დიდებულმა არ დაიჯერა. ყველაფერი მზად იყო, ფულიც ჰქონდა და, ვერ წარმოედგინა, რას უნდა შეეშალა მისთვის ხელი. მაგრამ, მალე ომი დაიწყო, შემდეგ რევოლუცია და დიდებულის ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა.

ერთხელ მატრონა ეუბნება დედამისს: „მე ახლა გავემგზავრები, ხვალ დილით კი ხანძარი იქნება, მაგრამ, შენ არ დაიწვები“. მართლაც, მეორე დილით ხანძარი გაჩნდა. თითქმის მთელი სოფელი გადაიწვა, მატრონას დედის სახლს კი ცეცხლი არ შეხებია. 

სებინოდან ოთხი კილომეტრის დაშორებით ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ფეხები ჰქონდა წართმეული. მატრონამ თქვა: „დაე წამოვიდეს დილიდან ჩემთან ხოხვით. სამი საათისთვის მოხოხდება.” მან მართლაც ხოხვით განვლო ეს ოთხი კილომეტრი, მატრონასგან კი თავისი ფეხით წავიდა.

ანტონინა მალახოვა იხსენებდა, თუ როგორ მოიტეხა მისმა ბებიამ თითი. ის მატრონასთან წავიდა, გზაში კი ფიქრობდა, რომ ის მატრონასთან კი არა, ბერიოზოვკაში უნდა წასულიყო ქალთან, რომელიც მოტეხილობებს მკურნალობდა. „კარგი, ჯერ მატრონასთან შევივლი“, – იფიქრა მან. როდესაც მატრონასთან მივიდა, მატრონამ დაიძახა: „დედა, ვინ მოვიდა? ანა! შენ ხომ ბერიოზოვკაში გინდოდა წასვლა თითის გასასწორებლად, მაშ, წადი, წადი“. ანას ბერიოზოვკამდე შვიდი კილომეტრი უნდა ევლო. როდესაც მივიდა, აღმოჩნდა, რომ მისი თითი უკვე განკურნებული იყო – ის მატრონამ გზაში განკურნა.

იყო ასეთი შემთხვევა: მატრონას მშობლებს, დიმიტრისა და ნატალიას ერთად უყვარდათ ტაძარში წასვლა. ერთხელ დღესასწაულზე დედამ ჩაიცვა და სთხოვა დიმიტრის, ტაძარში წაჰყოლოდა. მან უარი უთხრა და არ გაჰყვა. სახლში იგი ლოცულობდა და გალობდა. მატრონაც სახლში იყო. დედა მართლაც ტაძარში იყო, მაგრამ ქმრის საქციელზე ფიქრობდა და ღელავდა. წირვა დამთავრდა და დედა სახლში დაბრუნდა. მატრონა კი ეუბნება: „დედა, შენ ტაძარში არ იყავი“. „როგორ თუ არ ვიყავი? მე ახლახან დავბრუნდი და ტანსაცმელს ვიცვლი!“ ეს კი ეუბნება: „მამა იყო ტაძარში, შენ კი არ იყავი!“

მატრონას თავისუფლად შეეძლო, ამოეცნო, თუ რა განზრახვითა და როგორი გულით მიდიოდნენ მასთან. ერთხელ, ვინმე ანისია თავის დეიდა ტატიანასთან ერთად მატრონასთან წავიდა. ტატიანა გულღიად მიდის, ანისია კი ამბობს: „რა იცის მაგან, რა შეუძლია, გვითხრას?“ როდესაც მივიდნენ, მატრონა ეუბნება: „ტატიანა შემოვიდეს, ეგ კი წავიდეს იმასთან, ვინც იცის“, – და არ მიიღო.

ამდაგვარი შემთხვევა მრავლად იყო ნეტარი მატრონას ცხოვრებაში. მისი წინასწარმეტყველებანი, როგორც წესი, ყოველთვის ახდებოდა ხოლმე. ნეტარი მატრონა თავის ნიჭს ხშირად ადამიანთა ჭეშმარიტების გზაზე დასაყენებლად იყენებდა. ერთხელ მატრონას სოფელ ორლოვკიდან ესტუმრნენ ქალები. ისინი მასთან აღდგომის კვირაში მივიდნენ. მატრონამ ერთს სეფისკვერი მისცა, მეორეს – წყალი, მესამეს კი – წითელი კვერცხი და ამ უკანასკნელს უთხრა, რომ მას ეს კვერცხი შეეჭამა, როგორც კი ბოსტნებს გასცდებოდნენ. როდესაც კალოზე გავიდნენ, ქალმა, როგორც მატრონამ დააბარა, გატეხა კვერცხი – კვერცხში კი თაგვი აღმოჩნდა. მათ შეეშინდათ და გადაწყვიტეს, დაბრუნებულიყვნენ.

 ის იყო, ქალები ფანჯარას მიუახლოვდნენ, რომ მატრონა ეუბნება: 

– რა, საძაგელია თაგვის ჭამა? 

– მატრონუშკა, აბა, როგორ უნდა შევჭამო თაგვი? 

– აბა, როგორ აძლევდი ხალხს რძეს, მით უფრო, ობლებს, ქვრივებს, ღატაკებს, რომელთაც ძროხა არა ჰყავთ? თაგვი რძეში ეგდო, შენ კი იღებდი მას და რძეს ხალხს აძლევდი. 

ქალმა უპასუხა: 

– მატრონუშკა, ისინი ხომ ვერ ხედავდნენ მას და არ იცოდნენ, მე ხომ მას ვაგდებდი! 

– ღმერთმა ხომ იცის, რომ შენ თაგვიან რძეს აძლევდი!

ნეტარი მატრონა სებინოდან დაახლოებით 1925 წელს წავიდა, რადგან, მისი ძმები, მიხეილი და ივანე, დაუდევრად ექცეოდნენ და მის მიერ ხალხის მიღების წინააღმდეგნი იყვნენ. ორივე ძმა კომუნისტი იყო, მორწმუნე მატრონა კი მათ კარიერას ხელს უშლიდა და მშობლების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა.

ნეტარი დედის ცხოვრება – ეს იყო ცხოვრება მწირისა, რომელიც მუდამ ადგილიდან ადგილზე ინაცვლებს და მუდმივი თავშესაფარი არ გააჩნია. საცხოვრებელს აძლევდნენ, მაგრამ, არავის უნდოდა, თავისთან ჩაეწერა ნეტარი მატრონა, რადგან, კომუნისტებისა ეშინოდათ.

скачать dle 11.3