კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია თევზ დავით ნარმანიას, მშვილდოსან ნიკა მელიასა და სასწორ დიმიტრი ლორთქიფანიძის შანსები თბილისის მერის არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოახლოება ჯერჯერობით იმით ეტყობა, რომ სატელევიზიო ეთერში თითო-ოროლა სარეკლამო კლიპი გამოჩნდა და მერობის კანდიდატებიც თითქმის ყველა ფლანგიდანაა შერჩეული. ბუნებრივია, მათ ბედს არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთებში ჩაყრილი ხმების რაოდენობა გადაწყვეტს, თუმცა მანამდე, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს მერობის ჩვენებური კანდიდატების კოსმოსის მხრიდან მხარდაჭერაზე გავესაუბრეთ.     

 

– როგორი წელია 2014 თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასთვის, რომელიც 1979 წლის 7 მარტსაა დაბადებული?

– ნარმანიას ეს წელიწადი ცუდი არ აქვს, ხუთქულიანი სისტემით შეიძლება, შევაფასოთ ოთხიანზე. აქვს საერთო კარგი შესაძლებლობები, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ მისი მთავარი შანსი არის ის, რომ მხარს უჭერს „ქართული ოცნება“. ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ოთხიანი ან ეყოფოდა, ან არა გამარჯვებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, იმდენად დიდი ბერკეტი აქვს, რომ წარმატების შანსი ძალიან მაღალია. ნარმანიას ცოტა უშლის ხელს დაბადების წელიწადი –  თხის წელიწადში დაბადებულისთვის წლევანდელი წელი საშუალოა; ვეფხვის წელიწადში რომ ყოფილიყო დაბადებული, მაშინ ყველაფერი ხუთიანზე ექნებოდა.

– ასევე, თხის წელიწადში, 1979 წელსაა დაბადებული მისი კონკურენტი ნიკა მელია.

– რაც შეეხება მელიას: ის 21 დეკემბერსაა დაბადებული. ამ დღეს დაიბადნენ: ირაკლი ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, სტალინი და ასე შემდეგ. ის მშვილდოსანია, მშვილდოსანს კი ახლა საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს. მისი მფარველი ანგელოზი გადის ამ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ ხელს უშლის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან დაბალია. „ქართული ოცნებიდან“ ორი კანდიდატი რომ ყოფილიყო –  მელია და ნარმანია, მეტი შანსი ექნებოდა მელიას, მაგრამ, რადგან მელია „ნაციონალური მოძრაობიდანაა“, პერსონალურად შანსი, მართალია მაღალი აქვს, მაგრამ არა იმდენად, რომ მოერიოს ნარმანიას. ნარმანიას ეს წელი სამიანზე რომ ჰქონოდა, მელიას შანსები ნარმანიაზე მაღალი იქნებოდა.

– პოლიტიკასთან როგორ არიან ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც მიეკუთვნებიან დაბადების თვის მიხედვით ნარმანია და მელია?

– პოლიტიკის ზონა უფრო მშვილდოსანს უკავშირდება. მშვილდოსნები პოლიტიკის ზონასთან უფრო ახლოს არიან. თევზები უფრო აქტიურები არიან ხელოვნების, ლიტერატურის, ქველმოქმედების სფეროში, პოლიტიკაში –  ნაკლებად. თევზები, როგორც წესი, კარგი შემსრულებლები არიან, ლიდერი უფრო მშვილდოსანია.

– დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის როგორი წელია? ის 1967 წლის 10 ოქტომბერსაა დაბადებული.

– დიმიტრი ლორთქიფანიძე სასწორია. სასწორისთვის ეს წელიწადი კარგია, ამიტომ მთლიანობაში, მას აქვს შესაძლებლობა, საკმაოდ მაღალი რეიტინგი და ხმები დააგროვოს, ამას ვერ დავუწუნებდი, მაგრამ ცოტა სუსტი ზურგი აქვს: როდესაც არ აქვს ისეთი ბერკეტები, როგორც „ქართულ ოცნებას“. ამდენად, უფრო მეტად გაუჭირდება, თუმცა შესაძლოა, გარკვეულწილად, გაგვაოცოს, იმიტომ რომ, უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე ახლა ველოდებით მისგან.

– ვის უფრო მეტი შანსი აქვს: მელიას თუ ლორთქიფანიძეს?

– ინდივიდუალური შანსები თანაბარი აქვთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადათამაშება მოხდება პარტიებს შორის: აუცილებლად იქნება რაღაც მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. პოლიტიკა ყოველთვის თამაშია და პროცესები მიდის კულისებს მიღმა: ვიღაც რაღაცას თმობს, ვიღაც რაღაცას იღებს და ასე შემდეგ. აი, ამაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თუმცა დღეს რეალურად ლორთქიფანიძეს მეტი შანსი უნდა ჰქონდეს, მათ შორის, იმავე მელიასთან მიმართებაში, მაგრამ, რადგან ბერკეტები, „რუსთავი-2-ისა“ და სხვა მედია-საშუალებების სახით, ჯერ კიდევ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ცხადია, ეს ათანაბრებს მელიასა და ლორთქიფანიძის შანსებს და წარმატების ცოტა მეტ შანსსაც კი აძლევს მელიას. თუმცა აბსოლუტურად თანაბარი პირობები რომ ყოფილიყო, ლორთქიფანიძე აჯობებდა.

– ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მომავალი როგორი იქნება 2014 წელს?

– ის მორიელია და ამიტომ ვურჩევ, როგორც ყველა მორიელს, რომ წელს მნიშვნელოვანი არაფერი მოიმოქმედოს. სატურნი –  მუხრუჭი პლანეტა –  იმყოფება მორიელის ზოდიაქოში და მათ ბევრ პრობლემას შეუქმნის, ამდენად, მორიელებს წელს ძალიან უჭირთ.

– მართალია, გიგი უგულავა არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ მისი ფოტო გამოჩნდა ნიკა მელიას სარეკლამო ბანერებზე. მისთვის როგორი წელი იქნება? დაბადებულია 1975 წლის 15 აგვისტოს.

– არჩევნები წლის მეორე ნახევარში რომ ჩატარებულიყო, უგულავას მეტი შანსი ექნებოდა. მაგრამ ახლა ნაკლებია შანსი, იმიტომ რომ, ეგრეთ წოდებული მაცდუნებელი ძალა –  შავი მთვარე მის ზოდიაქოშია. ამიტომ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, პრობლემები ახლაც ბევრი ექნება, ამდენად, შანსები რადიკალურად უმცირდება. ლომისთვის ეს პერიოდი მაინცდამაინც წარმატებული არ იქნება და იმდენი არ ქნას, რომ ხელი შეუშალოს ნიკა მელიას წარმატებაში თავისი იმ მუხრუჭი ელემენტებით, რასაც სამყარო უქმნის წლის ამ პერიოდში.

– თუმცა წლის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული ექნება?

– დიახ, წლის მეორე ნახევარში უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან გამარჯვების პლანეტა –   იუპიტერი მის ზოდიაქოში გადავა.

– მართალია, ნინო ბურჯანაძე უშუალოდ არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ მას, როგორც პოლიტიკოსს, როგორი წელი აქვს? დაბადებულია 1964 წლის 16 ივლისს.

 – ბურჯანაძეს, სხვათა შორის, კარგი წელიწადი აქვს, იმიტომ რომ, გამარჯვების მმართველი პლანეტა –  იუპიტერი სწორედ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია. ყოველ შემთხვევაში, ივლისის ბოლომდე მან ძალიან უნდა იაქტიუროს, იმიტომ რომ, ხშირად არ არის გამარჯვების პლანეტა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანში. ახლა, რადგან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია, კირჩხიბებს წარმატების მიღწევის საკმაოდ დიდი შანსი აქვთ, მათ შორის, ბურჯანაძეს. ახლა ის ნაკლებად ჩანს, პიარი საკმაოდ სუსტი აქვს. მე კი პირიქით, მიმაჩნია, რომ მარტიდან ძალიან აქტიური უნდა ყოფილიყო, რადგან გამარჯვების პლანეტა ივლისის ბოლომდე  მის ზოდიაქოშია. ამდენად, აქვს წარმატების არნახული შესაძლებლობები, თუნდაც, პიარის კუთხით. რაც შემდეგ, აგვისტოდან, ნაკლებად ექნება, ამიტომ მას ძალიან უნდა ეაქტიურა, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეყენებინა.

– პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი?

– მარგველაშვილი ზოდიაქოს ნიშნით ქალწულია, მამლის წელიწადში დაბადებული, ამიტომ, როდესაც მის პლასტელინობაზე იყო საუბარი, ყველას ვეუბნებოდი: არ დაიჯეროთ, არანაირი პლასტელინი! ჯერ ერთი, მამლის წელიწადშია დაბადებული, მამალი კი პლასტელინი ვერასდროს იქნება. ის არის მეომარი, მებრძოლი, ძალიან შემტევი და შეუპოვარი, უკან არასდროს იხევს და თავის პრინციპებს კბილებით იცავს. ქალწულიც მიზანსწრაფული ნიშანია, ყოველთვის იცის, რა უნდა და თან, პრაგმატულად აზროვნებს. მის ხასითაში ამ ნიშნების ერთობლიობა ვერანაირ პლასტელინს ვერ მოგვცემს, პირიქით, გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე შეიძლება, ჩანდეს. ასე რომ, ასე ადვილად ის არაფერს დათმობს. თუმცა მისთვის შარშანდელი წელი გაცილებით უკეთესი და მეტად წარმატებული იყო. წლევანდელი წელი ნაკლებად წარმატებულია, ვთქვათ ასე, სამიანზეა, თუმცა წლის მეორე ნახევარი ცოტა უფრო გამოუკეთებს ხასიათს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ კარგი წელიწადი აქვს.

– ირაკლი ღარიბაშვილზე შარშანვე თქვით, რომ 2014 წლის პირველი ნახევარი გაცილებით წარმატებული ექნებოდა, ვიდრე მეორე.

 – რადგან ირაკლიც კირჩხიბია ბურჯანაძესავით, ამიტომ ივლისის ბოლომდე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ყველა პრობლემის მოგვარებას, იმიტომ რომ, ამ პერიოდში გამარჯვების პლანეტა მის მხარესაა და წარმატების შანსი ძალიან მაღალი აქვს. ამდენად, ძირითადი შეხვედრები, მოლაპარაკებები უმჯობესია, ივლისის ბოლომდე დასახოს და შეასრულოს, რადგან წლის მეორე ნახევარი, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი აქვს, მაგრამ ცოტა უფრო ნაკლებად პერსპექტიული უჩანს, ვიდრე პირველი ნახევარი. უფრო ზუსტად, წლის მეორე ნახევარი უფრო საშუალო, უფრო ნეიტრალური აქვს.

– წლის პირველი ნახევრის ოთხი თვე გავიდა. იყენებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ შესაძლებლობას?

– მიმაჩნია, რომ, როდესაც გამარჯვების პლანეტა იუპიტერი შენზე მუშაობს, ადამიანი გაცილებით აქტიური და ენერგიული უნდა იყო და ეს მაქსიმალურად გამოიყენო. რაც შეიძლება, მეტი უნდა იყოს შეხვედრები, მოგზაურობები, კონტაქტები. ასეთ დროს ადამიანი შეძლებისდაგვარად არ უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ, ხშირად არ ხდება ისე, როდესაც იუპიტერი გადის შენს ზოდიაქოს ნიშანში. ასე რომ, მე მოვუწოდებდი, კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისკენ და კიდევ ერთ რამეს აღვნიშნავდი: მაინცდამაინც არ მომწონს ივნისი არჩევნების პერიოდად, რადგან იმ დროს მზე გადის ტყუპების ზოდიაქოში. ტყუპებს კი საერთო არაფერი აქვს არც იდეოლოგიასთან, არც პოლიტიკასთან და თვითონ თვე, პოლიტიკური კუთხით, მაინცდამინც არ არის სასიკეთო და სასარგებლო. მაისის შუა რიცხვებში რომ ყოფილიყო არჩევნები, უფრო მეტ სტაბილურობას მოგვცემდა ურთიერთობებისა და პროცესების განვითარების კუთხით. ტყუპები გაორებული ნიშანია, ხან ერთ მხარეს იხრება, ხან –  მეორე მხარეს და არ მგონია, სასურველი იყოს ასეთ არასტაბილურ პერიოდში ასეთი სერიოზული პროცესი –  არჩევნები.

– იმას ამბობთ, რომ არჩევნების ჩატარების დღე პოლიტიკურ პროცესებზე მოახდენს გავლენას?

– რასაკვირველია, იმიტომ რომ ივნისში ტყუპების ენერგიაა მომძლავრებული. ეს ენერგია კი გასცემს ტყუპებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. მათ შორის, ტყუპები ყველაზე მეტად ქმნის პიარს. ეს პიარი კი შეიძლება, ტყუილზეც იყოს აგებული.

– არჩევნებისთვის მისწრება ყოფილა ივნისი, რადგან, როგორც ამბობენ, არასდროს იტყუებიან ისე მწარედ, როგორც, მათ შორის, არჩევნების წინო.

– ვისაც ტყუილი უყვარს, მათთვის მისწრებაა, ალბათ.

– ეთავსებიან პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს?

– პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეთავსება ხუთქულიანი სისტემით შეიძლება, შევაფასოთ ოთხიანზე. თუმცა ქალწული და კირჩხიბი არ არიან ანტაგონისტი ნიშნები. ბევრი საერთო თვისება აქვთ, ამიტომ მათი შეთავსება შესაძლებელია. თუმცა, ეს შეთავსება, მაქსიმუმ, შეიძლება, ავიდეს ოთხიანზე, მაგრამ არა –  ხუთიანზე. ოღონდ მათ ურთიერთობაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა დეტალია: ჩარეულია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უარყოფითად ილაპარაკა მარგველაშვილზე და ეს უკვე მუხრუჭია პრემიერ-მინისტრისთვის, რომ უფრო დაუახლოვდეს პრეზიდენტს. ის პრეზიდენტს არ დაუახლოვდება ზედმეტად, თუნდაც, ბიძინა ივანიშვილის გამო.

– თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, როგორი წელია?

– ნორმალური წელიწადია მისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ხუთიანზე, მაგრამ ეს წელიწადი მისთვის ოთხიანზე შეიძლება, იყოს. ყოველ შემთხვევაში, ის მშვიდად და წყნარად უყურებს რა ხდება, სადაც საჭიროა, მონაწილეობას იღებ. ზოგადად, ცუდი წელიწადი არ არის მისთვის.

– გარდა არჩევნებისა, ივნისში მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ტყუპების ნეგატიური თვისებები ამაზეც იმოქმედებს?

– გარკვეულწილად, იმოქმედებს, მაგრამ ისე არა, როგორც არჩევნებზე, რადგან არჩევნები თავისთავად მეტ დაძაბულობას გულისხმობს, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა. მე ვურჩევდი ჩვენს მთავრობას რუსეთთან უფრო აქტიურ ურთიერთობას დიპლომატიური ხაზით, რათა კარგად ავუხსნათ, რომ ასოცირების შეთანხმება მისთვის სახიფათო არ არის. საინტერესოა, რომ თანდათან მფარველი ანგელოზი ამერიკიდან გადმოდის ევროპა, რუსეთი, საქართველოს მხარეს და ეს რეგიონები უფრო მეტად და მეტად წარმატებულები გახდებიან. მათ შორის –  რუსეთიც. ჩვენ უნდა გავაგებინოთ მათ, რომ გვინდა მეგობრული, კულტურული ურთიერთობა ევროპასთან. თავის დროზე, ელცინმა ასტროლოგ ლევინს დაავალა, შეერჩია რუსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის კარგი დრო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ლევინმა შეარჩია ისეთი პერიოდი, როდესაც პლანეტებს შორის ურთიერთობა არ იყო აქტიური, ჩვენ ამას ვუწოდებთ ვირტუალური უსამართლობის პერიოდს და სწორედ ამ დროს გამოცხადდა რუსეთის დამოუკიდებლობა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს კოსმოსიდან მიეცა სრული უფლება, აკეთოს, რაც უნდა და ვერავინ ვერაფერს მოჰკითხავს 2016 წლამდე. მაგრამ 2016 წლიდან რუსეთი პირველად დაიწყებს გამოსვლას ამ ვირტუალური უსამართლობის ენერგეტიკული ზონიდან. შესაბამისად, რუსეთი პირველად დასვამს კითხვას: იქნებ რაღაცას არასამართლიანად ვაკეთებთ?! ამიტომ იქნება გაცილებით მეტი შანსი, რომ ურთიერთობები დალაგდეს.

 

скачать dle 11.3