კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვაჰ, დრონი, დრონი“

„მიყვარს ღამით მუშაობა, სულ მთლად გადარეული ვარ“

 

იყო დრო, როდესაც გრანდიოზული სანახაობები ჩვენი ცხოვრების „თანამდევი, უკვდავი სული” იყო, ერთი მოკრძალებული შადრევანი რაა, იმის გახსნაც კი არ ჩაივლიდა, პრეზიდენტს რომ წითელი ლენტი არ გაეჭრა („ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად, წარილტვნენ, გაჰქრნენ, სიზმრებრივ ჩქარად“). აღარფერს ვიტყვი ნაშუაღამევს პირდაპირი ეთერით გადაცემულ სიუჟეტებზე, მშრომელები რომ ჩაუქად ღამის განათების ფონზე აშენებდნენ, მთავრობის სხდომები კი ხან მღვიმეში იმართებოდა, ხანაც – ჯერარაშენებული ნაგებობების სახურავებზე.

ამის მიუხედავადაც, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ბ-ნმა მელიქიშვილმა (რომელსაც, დარწმუნებული ვარ, გულს უთრთოლებდა ზემოჩამოთვლილის ხილვა და მასში მონაწილეობა) გასულ კვირას პლენარულ სხდომაზე განგაშის ზარები დაარისხა: „სამუშაო ადგილები არ იქმნება კლიპებითა და ბანერებით!”

განგაშის ამ კონკრეტული ზარების შემოკვრის მიზეზად კი ხალხის რჩეულმა კვლავ საკუთარი გულისტკივილი დაასახელა. მისი გული ამჯერად „ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობას“ შეუშფოთებია („გულო, ჩადექ საგულესა“ – ). თუმცა მხოლოდ შეშფოთებით არ შემოფარგლულა და რეცეპტიც შემოგვაშველა: „სამუშაო ადგილებს ქმნის ეკონომიკა, ხოლო ეკონომიკას ამუშავებს ან აჩერებს კონკრეტული ხელისუფლება და ყველაფერი ძირითადად დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე, ამა თუ იმ მიმართულებას გაააქტიურებს თუ არა (ოქროს სიტყვები!)“.

ძნელია, არ დაეთანხმო ერთ დროს სარეკლამო ბანერებისა და კლიპების მოყვარულ ბ-ნ მელიქიშვილს (რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ბაგეები ჭეშმარიტებას ღაღადებს), თუმცა ისიც საინტერესოა: როდის ეწვია მუზა, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის ეკონომიკა, მას შემდეგ, რაც მშობელი პარტიის მიერ დამზადებული ბანერები და სარეკლამო კლიპები თუ ბანერები მოიყირჭა თუ მანამდეც უფორიაქებდა სულს მსგავსი ეჭვები?!

скачать dle 11.3