კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მათრახმომარჯვებულები

ანუ არ გინდოდათ თაფლაკვერი?!

 

თითქოს მათ შორის, თუ მთლად დიდი არა, საშუალო სიამტკბილობაა, ყოველ შემთხვევაში, ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ გასულ წელს (თვით დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე) განაცხადა, რომ არც ევროკავშირთან აპირებს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას (რა ასოცირება, რის ასოცირებაო) და არც საბაჟო კავშირში გაწევრიანებას („ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“).

თუკი იმ მომენტისთვის აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ეს პოზიცია რფ-მ მეტად მშვიდად მიიღო (მე ვიტყოდი, ერთგვარ გამარჯვებადაც, რაკი ევროკავშირის აღმოსავლეთით პარტნიორობის პროგრამას ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გამოეთიშა), როგორც ჩანს, აწ უკვე  სხვა პრიორიტეტებია (იმ ანეკდოტის არ იყოს, დანაყრებულმა სტუმარმა რომ იკითხა, ვიღაცამ ქალი ახსენაო).

ჰოდა, რაკი ახლა სიომ სულ სხვა მხრიდან დაუბერა (ან კი როგორ არ დაუბერავდა ყირიმის მოვლენების შემდეგ?!), რფ-ს მიგრაციული სამსახურის თავკაცმა კი გვამცნო, თუმცა ჩვენ რა, თავის მოსახლეობას ამცნო, რომ რუსეთში ამჟამად 3,7 მილიონი მიგრანტია, რუსმა კომუნისტებმაც არ დაახანეს და თავიანთ ხელისუფლებას შესთავაზეს, სავიზო რეჟიმი შემოიღოს დსთ-ის იმ ქვეყნებთან, რომლებიც საბაჟო კავშირში არ არიან. მხოლოდ მოწოდებას არ დასჯერდნენ და შესაბამისი კანონპროექტის განმეორებით შეტანასაც აპირებენ „დუმაში“ (ერთხელ უკვე ჰქონდათ მცდელობა და იმედი აქვთ, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე მეორედ კოჭი უეჭველად ალჩუზე დაუჯდებათ).

იმ მარტივი მიზეზით, რომ აზერბაიჯანი საბაჟო კავშირის წევრი არ გახლავთ (არა მხოლოდ აზერბაიჯანი, საბაჟო კავშირის წევრები ჯერჯერობით მხოლოდ ბელორუსია და ყაზახეთია, სომხეთი, უბრალოდ, თანახმაა), სავსებით რეალურია, რომ ბაქოს მოსკოვმა სავიზო რეჟიმი გამოუცხოს და არა მხოლოდ ბაქოს. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ იქ, კრემლში, თაფლაკვერი გვერდით გადადეს და მათრახი საფუძვლიანად და დიდი ხნით მოიმარჯვეს.

 

скачать dle 11.3