ხაჭოსა და კენკრის რულეტი
საჭირო ინგრედიენტები: 4 ცალი კვერცხი, 100 გრამი შაქარი, 100 გრამი ფქვილი, 100 გრამი ხაჭო, 100 გრამი ლიმონის ან კენკრის ჯემი, 30 გრამი შოკოლადი – მოსართავად.
მომზადების წესი: კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. გამოსაცხობ ტაფაზე დაფინეთ ქაღალდი და დაასხით მიღებული მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
სანამ ბისკვიტი ცხვება, ერთმანეთში შეურიეთ ხაჭო და ჯემი. თუ ჯემი მჟავეა, თქვენ კი ტკბილი გიყვართ, დაუმატეთ ცოტა შაქარი.
მზა ბისკვიტი ფრთხილად ამოიღეთ, და მოაშორეთ ქაღალდი, სწრაფად წაუსვით ხაჭოს კრემი და თბილივე გადაახვიეთ. ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი და კარგად გააცივეთ.